რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარი ახალი წლის წინ
ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარმა, ახალი წლის შემდეგ, უსახსრობის გამო, შესაძლოა, ვეღარ იმუშაოს.

ორგანიზაციას სექტემბრიდან დაფინანსება შეუწყდა.

მიუხედავად ამისა, საახალწლოდ დიდი სამზადისია. მოხუცების საახალწლო სურვილების გამოქვეყნების შემდეგ, საჩუქრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კუთხიდან იღებენ.

,,სახლი საზღვრების გარეშე“ - ამჟამად თვითდაფინანსებაზეა. ორწლიანი პროგრამა 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თავშსაფარში, ძირითადად, უსახლკარო ბენეფიციარები მიიყვანეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლუდმილა სალია ამბობს, რომ საკუთარი ოჯახის კმაყოფაზე მხოლოდ ორი ბენეფიციარია.


თავშესაფრის ახალი ბინადარი - სამშობიარო სახლში 55-წლიანი მუშაობის შემდეგ




მთვარისა შატაკაშვილი 55-წელია გორის სამშობიარო სახლში მუშაობდა. ოჯახური პრობლემების გამო, უსახლკაროდ დარჩა. მარტოხელაა. ხუთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლში, ერთ-ერთ პალატას საცხოვრებლად უთმობდნენ. სამშობიარო სახლის დირექტორმა ჯუმბერ გოგიაშვილმა ის ღია ცის ქვეშ არ დატოვა.

ბინა, რომელიც გორში სტალინის გამზირზე ჰქონდა, ამბობს, რომ 5-წლის წინ, ძმის შვილის დასახმარებლად გაყიდა.

,,შემდეგ, საცხოვრებლად გადავედი მშობლიურ სოფელში, ბოშურში. ის სახლი თითქმის მე ავაშენე. მქონდა შესაძლებლობა აშენების. გავაფორმე დედაჩემზე. დედაჩემმა მითხრა, შენზე გადაიფორმე, იცოდე, სახლის გარეშე დარჩებიო. მე ვითაკილე, ჩემ სახელზე რატომ უნდა გავიფორმე, ძმასა და ძმისშვილს არ ეწყინოს-მეთქი. სინამდვილეში, დედაჩემის წინასწარმეტყველება ახდა. მოკვდა და მეც სახლის გარეშე დავრჩი. კანონები არ ვიცოდი“ - ამბობს მთვარისა შატაკიშვილი.


როგორ თავად ყვება, ბოშურიდან ძმამ და რძალმა დაატოვებინა სახლი. ჯერ სამშობიარო სახლში ცხოვრობდა, შემდეგ, რესტავრაციის შემდეგ, ნათესავებში დადიოდა ღამის გასათევად. ხურვალეთის თავშესაფრის შემდეგ, არ იცის, სად წავიდეს.


ბიბლიოთეკარი - ქალბატონი ინგა






87-წლის ინგა თბილისელია. ათწლეულების განმავლობაში, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ისიც მარტოხელაა, ამჟამად, თავშესაფარში ცხოვრობს. სტუმრებს სიხარულით ეგებება და წიგნებს სთავაზობს.
,,მე ვარ ინგა, ვარ 87-წლის. შვილები არასოდეს მყოლია.

საახალწლოდ ვისურვებდი პომადას, სახის მკვებავ კრემს და თბილ ქუდს“ - წერს ქალბატონი ინგა. ამჯერად, მას ახალი პომადა უკვე აქვს. თბილ ქუდს კი, გორელი პედაგოგი მაია ბოლაშვილი უქსოვს.


პედაგოგი მოხუცებისთვის ქუდებს ქსოვს (video)




პედაგოგმა, მაია ბოლაშვილმა მოხუცების სურვილების შესახებ, ფეისბუქიდან შეიტყო. ის ყოველდღიურად ,სამუშაო დღეებში - 9 საათი, ხოლო შაბათ-კვირა - 5 საათი მუშაობს. მიუხედავად ამისა, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, ქსოვას იწყებს:


,,შემიძლია, ერთი ქუდი ერთ საათში მოვქსოვო. ჩემი მეგობარი გამომეხმაურა საზღვარგარეთიდან. მითხრა, რომ თანხას გადმომირიცხავს. რამე ვუყიდო. ახალ წლამდე ვაპირებ თავშესაფარში ატანას“ - ამბობს მაია ბოლაშვილი.


ლუდმილა სალია და ,,სახლი საზღვრების გარეშე - თვითდაფინანსების იმედად




,,სტიგმა, რა უნდა მოხუცს თავშესაფარში, უნდა გაუქმდეს“ - გვითხრა ლუდმილა სალიამ, რომელიც თავშესაფარს 2015 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ რამდენიმე მოხუცის ახლობელს ეწყინა, თავშესაფრის შესახებ მომზადებულ სიუჟეტების დროს, მათი ნათესავების გამოჩენა.

,,იმათაც უჭირთ გადახდა. ამჟამად, საზრუნავი გვაქვს ის, რომ სახლის გათბობის გადასახადი დავფაროთ და თანამშრომლებს ხელფასები გადავუხადოთ. 35 მოხუცი კი, რომლებიც შინმოვლის პროგრამაში ჩავრთეთ, ბოლო თვეებში, ყურადღების მიღმა დაგვრჩა. თანამშრომლებს მე ვერ ვეტყვი, რომ ენთუზიაზმით იმუშავონ “ - ამბობს ლუდმილა სალია.



თანამშრომლები სხვადასხვა სოფელში იმ მოხუცებსაც უვლიან, რომლებსაც, ასევე, დახმარება ჭირდებათ და საწოლს არიან მიჯაჭვულნი.

სოფელ ხურვალეთში მდებარე სოციალური საწარმოს შექმნის იდეა ლუდმილა სალიას და პავლე ბოლოთაშვილს ეკუთვნით. სახლის ადმინისტრატორი მათი შვილი, ახალგაზრდა ნათია ბოლოთაშვილია.
ფოტოზე: სახლის ადმინისტრატორი, ნათია ბოლოთაშვილი (ლუდმილა სალიას შვილი)

პროექტი განხორციელდა გერმანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზააციის “აარბაიტერ სამარიტერ ბუნდი (ASB)” და ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთი” მიერ ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს 24 საათიანი მომსახურება, დღის ცენტრი და შინ მოვლის მომსახურება. მომსახურებაში შედის: მედდა, მომვლელი, მზარეული და დამლაგებელი, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგები ამ სფეროში. ასევე, შემეცნებითი ღონისძიებები, კომუნიკაცია ბენეფიციარებს შორის. დღის ცენტრი ბენეფიციარებს იღებს დილიდან საღამომდე შაბათ-კვირის გარდა. შინ მოვლის სამსახური მოემსახურება ბენეფიციარებს არა პანსიონატში, არამედ საკუთარ სახლებში.
ხანდაზმულთა პანსიონატში პროექტის ფარგლებში დასაქმდნენ სოფელ ხურვალეთიდან, ახალი ხურვალეთის დევნილთა დასახლებიდან, სოფელ შავშვებიდან. ბენეფიციარებიც ჯერჯერობით ამ სოფლებიდან მიიღეს.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.