რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
დევნილებს საჩუქრად ბულგარული წიწაკა მიუტანეს
ფიქრია შველიძე ახალი წლის ღამეს მეუღლის პენსიით ნაყიდი პროდუქტებით შეხვდება. ამბობს, რომ მთელი ოჯახი პირველი ჯგუფის ინვალიდისთვის გათვალისწინებული თანხის კმაყოფაზეა. ორი შვილიდან, ერთი სტუდენტია, მეორე კი, - სკოლის მოსწავლე. ბავშვები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კარალეთის დევნილთა დასახლებაში გაიზარდნენ.

,,უმცროსი გოგონა 4-წლის იყო, როცა წამოვედით კეხვიდან. ბიჭი - 13 წლის იყო. ფაქტობრივად, აქ გაიზარდნენ. ამჟამად, ჩემი მეუღლის პენსიის კმაყოფაზე ვართ. ზამთარში ძალიან ბევრი მიაქვს გათბობისა და დენის ხარჯს. ეკონომიურად რომ დავხარჯოთ დენიც და გაზიც, ის პენსია მთლიანად კომუნალურ ხარჯს მიაქვს" - ამბობს ფიქრია შველიძე.

ისინი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვიდან არიან. იხსენებს, რომ დევნილობიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები ჰქონდათ:

,,იყო მაგალითად ასეც, რომ 50 ლარს მთავრობა იხდიდა. ესეც დიდი შეღავათი იყო ჩვენთვის. ამჟამად, შეღავათები საერთოდ არ არის." - ამბობს ჩვენი მასპინძელი.

დევნილებისთვის უკვე მეათე წელი იწყება, რაც სახლკარი დატოვეს. მე-9 ახალ წელს თითქმის უიმედოდ ხვდებიან.

,,შეღავათი ის არის, რომ ბულგარული წიწაკა მოგვიტანეს" - ამბობს ოჯახის დიასახლისი. სოფლის ცენტრიდან წიწაკა ბავშვს გამოატანეს. როგორც ირკვევა, ორი დღის წინ, დასახლებაში წიწაკა ჰუმანიტარული სახით დაარიგეს.

,,მე რომ სახლში ვყოფილიყავი, არ ავიღებდი. სასაცილოა ჩვენი მდგომარეობა, სატირალი რომ არ იყოს. ეს ფაქტობრივად, დაცინვაა ჩვენი" - ამბობს ფიქრია შველიძე.




თამარაშენიდან დევნილი არსენ გოგიძე, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს უვლის. მისი თქმით, საახალწლოდ, ასეთი პროდუქტის დარიგება, არ შეიძლებოდა: ,,იმის მაგივრად, რომ ახალი წელი ტკბილად მოგვილოცონ, მწარე წიწაკა გამოგვიგზავნეს" - ამბობს არსენ გოგიძე.

მის მეუღლეს ინსულტი აქვს გადატანილი, რომელიც მხოლოდ ეტლით გადაადგილდება. ოჯახი კი, მრავალშვილიანია. დარწმუნებულები არ არიან, რომ ბავშვებს საახალწლოდ უკეთეს საჩუქრებს მიუტანენ.

ძარწემიდან დევნილებს: გოგია ჭოველიძე და მისი მეუღლეს მწვანე ფერის ბულგარული წიწაკა შეხვდათ, თუმცა, რა გააკეთონ ამ წიწაკით, არ იციან:

,,წნილად ვერ ჩადებ და ტოლმას ვერ გააკეთებ. ხორცი საერთოდ არ გვაქვს" - ამბობს გოგია ჭოველიძე.

რამდენიმე ოჯახში გვითხრეს, რომ წიწაკის დიდი ნაწილი გადაყარეს, რადგან გამოუსადეგარი იყო.

დასახლებაში ჟურნალისტების ვიზიტის შესახებ, ქურთას მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმოადგენელმა, ზურაბ კახნიაშვილმაც შეიტყო. მან თავად მოგვძებნა და გვითხრა, რომ ეს საჩუქარი მთავრობის მიერ არაა გამოგზავნილი:

,,კარალეთის სასათბურე მეურნეობამ გადაწყვიტა, რომ დევნილებისთვის დაერიგებინა. ბევრი წიწიკა მოუვიდათ. ჩვენ ამ აქციასთან არავითარი კავშირი გვაქვს" - აცხადებს ზურაბ კახნიაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.