რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების დირექტორები ,,მართვის სააგენტოს" კონტროლისგან გათავისუფლდნენ
გორის მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღების დირექტორები
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სააგენტოს"
კონტროლისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დადგენილება საკრებულომ 21
დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ახალი დადგენილების მიხედვით, გაუქმდა ,,მესამე პრიმა" მუხლი, სადაც დირექტორებისა და მართვის სააგენტოს ურთიერთობების შესახებ იყო მითითებული. საბავშვო ბაღის დირექტორი საკადრო საკითხებზე, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე და სასწავლო პროცესზე ,,მართვის სააგენტოს" ზედამხედველობისგან გათავისუფლდა.
ერთადერთი, რაც დადგენილების მიხედვით, დირექტორის კომპეტენციაში არ შედის, ბავშვთა კვების საკითხია.
ასე მაგალითად, ახალი წესის მიხედვით, საბავშო ბაღის დირექტორი მოქმედებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
განსაზღვრავს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო განრიგს გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით;
უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის სისტემატურ ამაღლებას;
უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებას მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით და სხვა საჭირო მასალით;
პასუხს აგებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის რაიმე მიზეზით მისი ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს - განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს;
პასუხს აგებს ფინანსური და მატერიალური სახსრების სწორ ხარჯვაზე, დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვისა და ფულადი სახსრების, მატერიალური ქონებისა და პროდუქტების ხარჯვის ანგარიშების სწორად წარმოებაზე;
ადგენს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
აწარმოებს ბავშვების ჩარიცხვას, გადანაწილებას შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში და მათ გადაყვანას. იღებს ზომებს ბავშვთა კონტიგენტის ასათვისებლად;
ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური წესების, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას;
მონაწილეობს საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამის შემუშავებაში, აკონტროლებს მის სრულყოფილ დანერგვას ჯგუფებში დასწრებით, პედაგოგიურ თათბირებზე ისმენს ანგარიშებს;
პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზაციაზე, მათ შორის უზრუნველყოფს კვების მენიუს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას;
შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა;
უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას;
ვალდებულია პერიოდულად გააცნოს მშობლებს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
რაც შეეხება აღსაზრდელთა ჩარიცხვას, ის ხდება სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. ამის შესახებ დირექტორმა მერიას და მართვის სააგენტოს მხოლოდ მაშინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, როდესაც ჯგუფს ჩამოაყალიბებს. მანამდე, მშობლებს ბავშვთა მონაცემები მართვის სააგენტოში უნდა წარედგინათ.
პ.ს. ცნობისათვის, საბავშვო ბაღების ,,მართვის სააგენტომ" 2017 წლის დეკემბერში კვების საკითხებზე ტენდერები უკვე გამოაცხადა. ახალი დადგენილება კი, რომელიც საბავშვო ბაღის დირექტორებს ფინანსურ და მატერიალურ საკითხებში სრულ დამოუკიდებლობას აძლევს, ძალაში ორშაბათიდან, 26 დეკემბრიდან შევა. როგორ გადაწყდება ,,მართვის სააგენტოსა" და ,,საბავშვო ბაღებს" შორის წარმოშობილი სამართლებრივი ,,კონფლიქტი", ამის შესახებ, მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები