რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მოხრეშილი" გზა სოფელ კრისხევიდან ღართამდე (VIDEO/PHOTO)
ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, გიორგი პაპიაშვილი დარწმუნებულია, რომ სოფელ კრისხევიდან ღართამდე, სარტყელამდე და ალექსანდრესწყარომდე გზა მოხრეშილია.  ამის თაობაზე მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, 2017 წელს, ააიპ ,,ხაშურსერვისის“ მონაწილეობით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სწორედ, ამ მიმართულებით განხორციელდა.

,,შეიძლება წვიმების დროს გახდეს საჭირო მაღალი გამავლობის მანქანა, თორემ ამ სოფლებამდე გზა მოხრეშილია ნამდვილად“ - აცხადებს გიორგი პაპიაშვილი.



ფოტო 1: კრისხევის გასასვლელი ღართას მიმართულებით





ფოტო 2: ღართას წებოვანი გზა

ფოტოებზე კი, სწორედ ის გზა ჩანს, რომელიც 2017 წელს ,,მოიხრეშა“ და კრისხევს ღართა-სარტყელა-ალექსანდრესწყაროს აკავშირებს.

კრისხევი



ფოტო 3: ისრებით ნაჩვნებია ორი გზა - ერთი ღართა, სარტყელა, ალექსანდრესწყაროსკენ, ხოლო მეორე - ყორანქედის მონასტრისკენ

სოფელი კრისხევი ხაშურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კმ მანძილზე ,,თრიალეთის“ ქედის ფერდობზე მდებარეობს. აქ ამჟამად 15-20 კომლი მუდმივად ცხოვრობს. ზაფხულის პერიოდში 50-მდე იზრდება. მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა (ძირითადად, ეთნიკური ოსები) ჩრდილოეთ ოსეთში 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, წასულიყვნენ. ისევე, როგორც ეთნიკურმა ქართველებმა იძულებით დატოვეს ცხინვალი.

ამჟამად, სახლები შენარჩუნებული, ნაწილი სიძველისგან დაზიანებულია. ბინების უმეტესობას ბოქლომი ადევს. სოფელში არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. 10-მდე ბავშვი ავტობუსით ხცისის საბავშვო ბაღში დადის. რამდენიმე მოსწავლეს ტრანსპორტი ემსახურება, ასევე, ხცისის საჯარო სკოლამდე.

ორი გზა კრისხევიდან

როგორც აღვნიშნეთ, კრისხევის ზედა მხარეს სამი სოფელი მდებარეობს. კრისხეველები ამბობენ, რომ ზამთრის პერიოდში იქ ძირითადად ასაკიანი ადამიანები ცხოვრობენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის შეუძლებელი გახდა ღართამდე მისვლა, რომელიც კრისხევიდან 3 კმ მანძილზე მდებარეობს.



რობიზონ ქარსანაშვილი, კრისხევის მკვიდრი ამბობს, რომ სოფელში სასმელი წყალი ზაფხულობით შრება



ალან გობოზაშვილი, კრისხევის მკვიდრი - ამბობს, რომ მის უკან, სწორედ, ყორანქედის მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩანს

,,ჰყავთ საქონელი, უვლიან და ცხოვრობენ. თუ ვინმე წავა დიდი მანქანით, შეიძლება მაშინ მოხდეს მათთან დაკავშირება. ფეხით თუ ახვალთ იქ, თორემ მანქანა გამორიცხულია“ - გვითხრა რობიზონ ქარსანაშვილმა.


ხაშურის მერიის პროექტი ყორანქედის მონასტრამდე 

ხაშურის მერიამ, 2018 წლის იანვარში, გადაწყვიტა ყორანქედის მონასტრამდე გზის სამშენებლო პროექტი შეადგინოს. ამის თაობაზე ტენდერიც გამოცხადდა. ყორანქედის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ტაძარია საქართველოში თავისი წარწერებითი, კრისხევიდან 2,5 კმ მანძილზე მდებარეობს, ოღონდ არა ღართის გზაზე:

,,კრისხევიდან ზევით ორი გზა მიდის, ერთი სოფლებისკენ, ღართა, სარტყელა და ა.შ. მეორე - მარცხნივ, მონასტრამდე ადის.“ - ამბობს ალან გობოზაშვილი.

ტაძარი ,,ჭეშმარიტი"




უძველესი წყაროების მიხედვით, სოფელ კრისხევის შუაგულში მე-4 საუკუნის ეკლესია დგას, რომელსაც სახურავი არა აქვს. მრევლმა სახურავად ბრეზენტი გამოიყენა, მიუხედავად ამისა, ტაძარში წყალი მაინც ჩადის:

,,ეს არის უნიკალური ეკლესია, იმაზე ძველი ეკლესიაა, ვიდრე ყორანქედისა. ამ ეკლესიას უწოდებენ ,,ჭეშმარიტს“ - გვითხრა მონაზონმა, რომელიც ეკლესიის გვერდით მდებარე საცხოვრებელ სახლში მარტო ცხოვრობს.



გიორგი პაპიაშვილი, ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი - ამბობს, რომ კრისხევში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.