რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ალექსი მარიამიძე: ,,მერს გუშინ მივმართე გადადგომის თაობაზე"
გორის მერის მოადგილემ ალექსი მარიამიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თავადვე განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ, მერს კოტე თავზარაშვილს გუშინ, 8 თებერვალს აცნობა. კოტე თავზარაშვილმა განცხადება დააკმაყოფილა.

,,ბატონ კოტესთან გუშინ საღამოს ამ საკითხზე კონსულტაციები მქონდა. ეს გადაწყვეტილება არანაირად უკავშირდება რაიმე სახის დაპირისპირებას. სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ" - აცხადებს ალექსი მარიამიძე.

ვინ იქნება შემცვლელი, ჯერჯერობით, უცნობია.

გორის მერს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს: ეკატერინე სუხიშვილი და გელა კაპანაძე.

ალექსი მარიამიძე ყოფილი მოსამართლეა, ის თანამდებობიდან 2004 წელს გაათავისუფლეს, მის საქმეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. ალექსი მარიამიძე ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიაში გუბერნატორის ინტერესებს იცავდა და ტელეკომპანია ,,თრიალეთს" საქმე მოუგო.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მერის მოადგილე გახდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და
ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

21:36 / 24.04.2025
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.