რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში იეჰოვას მოწმეების სახლის კედლებს ჯვრები დაუხატეს
გორში, წმინდაწყალზე, იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზის კედლებს ჯვრები გამოუსახეს. ამის ამსახველი ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

სამეფო დარბაზში ამ წუთებში მისი ხელმძღვანელი არ იმყოფება. საგუშაკო კოშკის მოწმეებმა კი, ფაქტის შესახებ უკვე იციან. ,,ჩვენ ვერაფერს გეტყვით, არ ვიცით, როდის გაჩნდა ეს წარწერები," - გვითხრეს მათ. სამეფო დარბაზის ხელმძღვანელი შეხვედრას დაგვპირდა.

,,იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ, რომ იესო ჯვარზე გააკრეს. მათ სჯერათ, რომ იესო აწამეს ვერტიკალურ ბოძზე, რომელსაც არავითარი განივი ძელი არ ჰქონია მიმაგრებული. რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული იესოს საწამებლად და მოსაკლავად, ქრისტიანმა თაყვანისმცემლობაში არ უნდა გამოიყენოს არც მისი გამოსახულება და არც მისი სიმბოლო."- წერია საგუშაგო კოშკის ლიტერატურაში.

წმინდაწყალზე, იეჰოვას მოწმეების სახლი 10 წელზე მეტია არსებობს. ნაკვეთი და სახლი კერძო საკუთრებაშია. საკუთარი სახლის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტეს, როდესაც გორის რაიონში, მაგალითად, ორთაშენსა და სხვა სოფლებში, იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლები ხორციელდებოდა. ამის თაობაზე, გორის სასამართლოში არაერთი საქმე განიხილეს, მათ შორის, ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ზეწოლების გამო, იეჰოვას მოწმეებს სახლებს ქირით აღარავინ აძლევდა. ერთ-ერთი პირველი სახლი წმინდაწყალზე ააშენეს. პარალელურად, გორის ეპარქიამ საგუშაგო კოშკის გვერდით, მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა. ამ დრომდე, მართლმადიდებლურ მრევლსა და იეჰოვას მოწმეებს შორის, ფიზიკური დაპირისპირების რაიმე ფაქტი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას არ დაუფიქსირებია.

,,რელიგიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურ სამართლებრივ რეაგირებასა და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვს, რაც დანაშაულის პრევენციის საფუძველია." - აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ყოველწლიურად ფიქსირდება.

,,ამგავრი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს "შემწყნარებლობა," რომელიც, როგორც წინა წლებში, ისე მიმდინარე წელსაც ვლინდება, სერიოზულად აფერხებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სათანადო დაცვასა და ტოლერანტული, მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას. ძალადობის სპორადული შემთხვევების რეაგირების გარეშე დატოვება საზოგადოებაში ზრდის ძალადობრივ მიდრეკილებებს და აჩენს დაუსჯელობის სინდომს, რაც უფრო მასშტაბურ ძალადობაში და კონფლიქტებში შეიძლება ტრანსფორმირდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს სათანადო საინფორმაციო პოლიტიკის გატარება, რომელიც საზოგადოებაში რელიგიური შემწყნარებლობისა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის დამკვიდრებას შეუსწყობს ხელს" - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.