რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში ფაროსანა შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებებით გავრცელდეს
როგორია აზიური ფაროსანას აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელების რისკი? - სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე ალბათობა მაღალი არ არის და განმარტავენ, რომ კახეთში მწერის დაფიქსირება მის გავრცელებას არ ნიშნავს.

ზურაბ ლიპარტია მავნებლის გავრცელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. მათ შორის, ასახელებს მწერის ბიოლოგიურ ბუნებას, ბაღლინჯოს ამ სახეობას ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. მის გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა.

სეს-ის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აზიური ფარონას მიერ მოსავლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევები გასულ წელს არ დაფიქსირებულა. პროცესის მონიტორინგი წელსაც გრძელდება და ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, აზიური ფაროსანას წინაღმდეგ სახელმწიფო პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოზეც გავრცელდება.

რისკების შეფასებისას ლიპარტია განმარტავს, რომ დასავლეთთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში ბაღებისა და პლანტაციების შეწამვლის მაღალი კულტურაა, ამასთან შესაწამლად მოსახლეობა იყენებეს ისეთ ინსექტიციდებს რომლებიც ბაღლინჯოზეც მოქმედებს.

აზიური ფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში კახეთშიც გხვდება. მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. 2017 წლის შემოდგომაზე დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.