რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
85-წლის ბებიამ შვილიშვილის მიერ გაყიდული სახლი სასამართლოს მეშვეობით დაიბრუნა
85-წლის გორელმა ქალბატონმა, რომელიც, 2 წლის განმავლობაში, ცდილობდა
შვილიშვილის მიერ გაყიდული სახლის დაბრუნებას, პროცესი მოიგო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორისა და თბილისის
სასამართლოების გადაწყვეტილებები გაუქმდა. მეორე და მესამე პირზე
გასხვისებულ სახლზე ბებიის მფლობელობა აღდგა. საბოლოო გადაწყვეტილება,
2017 წლის 17 ოქტომბერს გამოვიდა.
2015 წელს ბებიამ სოფელში საკუთარი სახლი შვილიშვილს აჩუქა იმ მოტივით, რომ მოუვლიდა და ყურადღებას მიაქცევდა. მაშინ ის 82-წლის იყო.
ქონება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების ნაკვეთს (დაზუსტებული ფართობით 209.00 კვ.მ), მასზე განთავსებულია 132.48 კვ.მ შენობა - ნაგებობა.
ბებიამ ეს ქონება შვილიშვილს 2015 წლის 17 აპრილს აჩუქა. 3 თვის შემდეგ, 2015 წლის 13 ივლისს სახლი და ნაკვეთი შვილიშვილმა 10 000 აშშ დოლარად გაყიდა. 2016 წლის 28 მარტს ეს სახლი მესამედ გაიყიდა. მესამე მყიდველი აღმოჩნდა შვილიშვილის ცოლის და.
55-წლის ქალმა სასამართლო დავა 2016 წლის 4 ივლისს დაიწყო, რადგან აცხადებდა, რომ სახლი, მისი ნებართვის გარეშე გაყიდა შვილიშვილმა, აღარ უვლიდა, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა. ამ პერიოდში, ის გორში შვილთან და მის ოჯახთან (ზემოთაღნიშნულ შვილიშვილის მამასთან) ცხოვრობდა.
გორისა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბებიის სარჩელები არ დააკმაყოფილა.
შვილიშვილმა განმარტა, რომ ბებიამ მას უპირობოდ აჩუქა სადავო ქონება და აქედან გამომდინარე, ნაჩუქარი ქონების განკარგვა თავისუფლად შეეძლო. მეორე მყიდველმა მიუთითა, რომ სადავო ქონება პირველი პირისგან, კანონით დადგენილი წესით - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 10 000 აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა, რადგანაც იგი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და, მუდმივად სჭირდებოდა გარკვეული თანხები პროდუქციის შესაძენად, სადავო ბინის მესამე პირზე გასხვისება მოუწია. ბინის შეძენისა და გასხვისების პერიოდში, მისთვის არაფერი იყო ცნობილი საცხოვრებელი სახლის გარშემო არსებულ დავასთან დაკავშირებით.
მესამე შემძენმა განმარტა, რომ იგი მარტოხელა დედაა და წლების განმავლობაში აგროვებდა თანხას საცხოვრებელი სახლის შესაძენად. მან მეორე პირისგან შეძენილი სადავო ბინა, გაარემონტა, გამოცვალა კარ-ფანჯარა და შეიძინა სხვა სამშენებლო მასალებიც. მისი მტკიცებით, ბინის სადავოობასთან დაკავშირებით, ინფორმირებული არ ყოფილა და აღნიშნული მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც სარჩელი ჩაჰბარდა.
,,გორის სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მესამე მოპასუხე პირველი მოპასუხის მეუღლის დაა. ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც დაიდო, თავდაპირველად მეორე მოპასუხესთან, ხოლო შემდეგ - ამ უკანასკნელსა და მესამე მოპასუხეს შორის, მოჩვენებითი ხასიათის იყო, ვინაიდან, ვერც მეორე და ვერც მესამე მოპასუხემ, სასამართლოს ვერ წარუდგინეს ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მათ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა.“ - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მოსამართლეებმა, გარდა იმისა, რომ ბებიას სახლი დაუბრუნეს, გაათავისუფლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეებს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირველი, მეორე და მესამე ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაასკირეს - 1 200 (ათას ორასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.
აღნიშნული საქმე უზენაეს სასამართლოში მზია თოდუამ, პაატა ქათამაძემ და ეკატერინე გასიტაშვილმა განიხილეს.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სახლი, 2018 წლის 1 მარტს ოჯახის სხვა წევრზე გაჩუქდა.

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები