რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
აზიური ფაროსანას მონიტორინგისთვის სპეციალური დამჭერი ხაფანგები მონტაჟდება
1300 სპეციალური დამჭერი ხაფანგი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური სამუშაოები დაიწყო კახეთშიც. რეგიონში სპეციალური მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. ხაფანგი მეშვეობით მოხდება მავნებლის იდენტიფიცირება, გავრცელების არეალის დადგენა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები შედეგების მიხედვით დაიგეგმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია მისი გავრცელების დროულად იდენტიფიცირება.

მართალია, სპეციალისტები ამბობენ, რომ აღოსავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა მისი ბიოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე, აზიური ფაროსანა ცალკეულ შემთხვევებში საცხოვრებელ სახლებში უკვე კახეთშიც გხვდება. რეგიონში ბაღლინჯო ყველაზე მეტად ვაშლის და ატმის კულტურებისთვისაა საზიანო.

კახეთის გუბერნატორს, იმედი აქვს, რომ აზიური ფაროსანას დაფიქსირების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ საქართველოსთან შედარებოთ უფრო ეფექტური იქნება, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა, ბაღებსა და პლანტაციებში ქიმიური საშუალებებით წამლობას უფრო აქტიურად აზორციელებს.

2017 წელს აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 000 დამჭერი ხაფანგი-ფერომონი განთავსდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც აისახება მონაცემები. 2018 წლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, მასშტაბური მონიტორინგი წელსაც ჩატარდება.

მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.