რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სახალხო დამცველი: დე-ფაქტო რესპუბლიკის საავადმყოფოში პაციენტებისთვის არასწორი დიაგნოსტირება ტარდება
2017 წელს კვლავ გრძელდებოდა 2009 წელს დაწყებული ე.წ. ბორდერიზაციის
პროცესი, თანმდევი ულებების დარღვევებით, რომელიც გამოიხატება
თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლების
დარღვევაში, ასევე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში. ე.წ.
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე რამდენიმე ადგილას დამონტაჟდა ე.წ.
საზღვრის აღმნიშვნელი ნიშანი, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას
დამატებით შეეზღუდა წვდომა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების
მიწებზე.
ამის შესახებ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ახალმა ხელმძვანელმა საკანონმდელო ორგანოს უკვე გადაუგზავნა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზზე დაკავების 126 ფაქტი დააფიქსირა, რაც ოდნავ შემცირებულია წინა წელთან შედარებით (2016 წელს - 134 დაკავებული, 2015 წელს კი - 148), აფხაზეთის მიმართულებით კი 52 (2016 წელს იყო - 193, ხოლო 2015 წელს - 341).
,,თუმცა, სუსის მიერ მოწოდებული სტატისტიკა მოიცავს ძირითადად საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე და არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დაკავების შემთხვევებს.“ - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
სუსის ინფორმაციით, დე ფაქტო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა ზემოთხსენებული ე.წ. ბრალდებით, 2016 წელს - 549, ხოლო 2017 წელს 514 პირი დააკავეს.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შემცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეფერალური პროგრამით დაფინანსებული პაციენტების რიცხვიც (2014 წელს - 837 პაციენტი, 2015 წელს- 1537 პაციენტი, 2016 – 2052 პაციენტი, 2017 წლის მონაცემები 1644 პაციენტი), რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს ახალ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც პროგრამის ფარგლებში აღარ ფინანსდება ამბულატორიული დიაგნოსტიკა.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება პაციენტებზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასწორი დიაგნოსტირება საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოქმედ კლინიკებში გადმოსულ პაციენტების შემცირების მიზეზია.
2017 წელს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ კვლავ გააქტიურა ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე. 2017 წელს დე ფაქტო სამართალდამცავებმა ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ახალგორელ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს და მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების ბრალდებით.
,,მეარაყიშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტიურად საუბრობდა ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც გახდა კიდეც მასზე ზეწოლის მიზეზი.“ - წერია ანგარიშშ.
სახალხო დამცველის შეფასებით, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დღემდე გრძელდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო მეარაყიშვილის სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანი არის მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს რეგიონი.
სახალხო დამცველის ცნობით, 2014 წლიდან, ცხინვალში დაიხურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ზეწოლა ხორციელდება იმ პირებსა თუ ორგანიზაციებზე, რომლებიც ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის პროექტებში იღებენ მონაწილეობას და ურთიერთობენ ქართველ კოლეგებთან. Freedom House-ის 2016 და 2017 წლების მსოფლიო თავისუფლების ანგარიშებში ე.წ. სამხრეთ ოსეთი არათავისუფალი კატეგორიის ტერიტორიებს შორისაა მოხსენიებული. 2017 წელი ასევე აქტიური იყო იმ აქტივისტებსა და ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმებით, რომლებიც ქართულ-აფხაზური დიალოგის შეხვედრებში მონაწილეობენ. თავდასხმები ძირითადად სოციალური ქსელში ანონიმური მომხმარებლების მიერ ხდება, ისინი მტრებად და მოღალატეებად აცხადებენ იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის პროექტებში არიან ჩართულები ქართველ კოლეგებთან ერთად.
იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს შეიმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
გამოყოს დამატებითი სახსრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისა და სამედიცინო პერსონალის ფინანსური დახმარების მიზნით; გადახედოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პაციენტთა დაფინანსების წესს და უზრუნველყოს ამბულატორიული დიაგნოსტირების დაფინანსება, ისევე როგორც ეს იყო 2015 და 2016 წლებში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სათანადო საცხოვრებლის უფლების უზრუნველყოფის მიზნით, აწარმოოს დიალოგი საერთაშორისო დონორ და განვითარების ორგანიზაციებთან და მიაწოდოს ინფორმაცია არსებული მდგომაროების შესახებ.
დაკავებები

ჯანმრთელობის
ხელმისაწვდომობა

ზეწოლა
სამოქალაქო სექტორზე

რეკომენდაციები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები