რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კომპანია ,,ალონისი" გორის მერიისგან 300 000 ლარს ითხოვს
კომპანია ,,ალონისის" დირექტორი მაკედონ ანანიკოვი 300 000 ლარს, ამჯერად, გორის მერიისგან ითხოვს. ამის შესახებ მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. საქმე ეხება 2015 წელს შესრულებულ სამუშაოებს, რომლის ანაზღაურება, მაშინდელ გამგეობისგან, კომპანიას არ მიუღია.

2015 წლის ნოემბერში, ქარის სტიქიის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საცხოვრებელ სახლებს სახურავები დაუზიანდა. ,,ალონისის" დირექტორი ამბობს, რომ გამგეობის თხოვნით, სახურავები ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადახურა. სამუშაოები ისე დაასრულა, რომ მასთან, შესყიდვების სამსახურს, ხელშეკრულებები არ გაუფორმებია.

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პირდაპირი შესყიდვის წესით, ხელშეკრულებები ერთი თვის ვადაში უნდა გაფორმებულიყო.

,,იმის გამო, რომ ერთი თვის ვადაში ხელშეკრულებები არ გაფორმდა, დეკემბრის შემდეგ, ამის გაკეთება კანონდარღვევა იქნებოდა,' - აცხადებდნენ მაშინ გამგეობის იურისტები. ამიტომ, გორის გამგეობამ 2016 წლის იანვარში ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კი, ის სახლები მიუთითა, რომელიც ,,ალონისს" უკვე გადახურული ჰქონდა.

გამოცხადებულ ტენდერში ,,ალონისს" კონკურენტები გამოუჩნდნენ და არ გაამარჯვებინეს. სავარაუდოდ კორუფციული გარიგების ფაქტზე შემოსავლების სამსახურმაც გამოძიება დაიწყო:

,,ამჯერად, ჩვენ ვითხოვთ იმ თანხის ანაზღაურებას, რომლითაც 2015 წლის ნოემბერში საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მოხდა. ეს სამუშაოები მაკედონ ანანიკოვმა შეასრულა გამგებლის დავალებით. შემდეგ კი, დავიწყების გამო თუ სხვა ინტერესების გამო, თანხა არ გადაუფორმა, ხელშეკრულება არ გაუფორმა," - აცხადებს ,,ალონისის" ინტერესების დამცველი ბაკურ ზურაბაშვილი.

მისი თქმით, პროცესზე დაიკითხნენ როგორც გამგებელი, ასევე, მისი მაშინდელი წარმომადგენლები სოფლებში და გუბერნატორის მოადგილე.

,,გუბერნატორის მოადგილემ თქვა, რომ მისი თანდასწრებით, სხდომაზე, ნამდვილად დაავალეს კომპანიებს რომ სახურავების გადაუხურვა დაეწყოთ, ხოლო გამგეობას ამისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა მოეწესრიგებინათო,' - აცხადებს ბაკურ ზურაბაშვილი. მისი განცხადებით, ეს ფაქტი მაშინდელმა გამგებელმა უარყო.

ამ ეტაპზე სასამართლოზე არსებითი განხილვა დასრულდა. მხარეები კამათის რეჟიმში გადავიდნენ. გორის გამგეობა 2017 წლის შემოდგომით გაუქმდა, მისი სამართალმემკვიდრე გორის მუნიციპალიტეტის მერიაა.

იხ. არქივი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.