რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,არული კუდიანებსა“ - დღეს ჭიაკოკონობაა
რიტუალური ხასიათის გართობა-სანახაობათა რიგს განეკუთვნება, წინარე ქრისტიანული ხანის დღესასწაული ჭიაკოკონობა . „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბას განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს.

ჭიაკოკონობას საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში აღნიშნავენ. მას გურიაში „ფაკლობას“ ეძახდნენ, ხევსურეთში „კუდიანთ წუხრას“, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას.

ქართლში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, აღნიშნული დღესასწაული წელიწადში ერთხელ, ვნების კვირის ოთხშაბათს აღინიშნება. დაღამებისას, უბნებში, ქუჩებში და ეზოებში, სპეციალური ძეძვით („კუწკუწა“) გააჩაღებდნენ კოცონს და ხმამაღალი შეძახილებით („არული კუდიანები“, „არული კუდიანები“) სამჯერ მაინც გადაახტებოდნენ ცეცხლს.

ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით, ხალხის მეხსიერებაში ერთი გადმოცემაა შემონახული: „თითქოს, წელიწადში ერთხელ, ავი სულები იალბუზის მთაზე იკრიბებოდნენ. მათი მსჯელობის საგანი ადამიანებისათვის ზიანის მიყენება ყოფილა. კუდიანებისაგან თავდასაცავად, ადამიანებს ცეცხლის დანთება გადაუწყვეტიათ, რადგან ცეცხლი, წარმართული მრწამსით, ცოდვებისაგან განწმენდისა და ავი სულებისაგან თავდასაცავ საშუალებად მიიჩნეოდა.

წყარო: გულნარა კვანტიძე (ეთნოგრაფიული სურათები XVII-XVIII სს. საქართველოს ისტორიიდან (ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევა).

ჭიაკოკონობა შიდა ქართლში

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელმა თამილა კოშორიძემ ქართულ-ხალხურ დღეობათა თითქმის ყველა სახეობა შეისწავლა. მათ შორისაა, ჭიაკოკონობა. ის ეთანხმება სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა აზრს, რომლის თანახმადაც, ამ დღის წეს-ჩვეულებები განკუთვნილი იყო მხოლოდ მცენარეთა მავნებლებისაგან დასაცავად. ჭიაკოკონობისათვის სამზადისში შეგროვილ მცენარეთა ნარჩენებში, ანასხლავსი, ჩამოცვენილ ფოთლებში, მუმიფიცირებულ ნაყოფში, დაზიანებულ ტოტებში მცენარეთა მავნებლები ზამთარს ატარებდნენ. ჭიაკოკონისთვის მათი გამოყენებისას მთლიანად ნადგურდებოდა ან მინიმუმამდე მცირდებოდა უამრავი მავნე. ეს ის სამეურნეო ჩვევა იყო, რომელიც ხელს უწყობდა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას.

თამილა კოშორიძე, ჭიაკოკონობის არსის უკეთ გაგების მიზნით ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას ჩანაწერს იხსენიებს: „აღდგომის მარხვა რომ მიიწურება, გამართავენ ჭიაკოკონობას, რომელსაც ჭიების წინააღმდეგ ასრულებენ. ამისათვის მოხვეტენ ჩალა-კაჭაჭს და მას ერთ ადგილზე მოაქუჩებენ. შემდეგ კაჭაჭს ცეცხლს წაუკიდებენ, ზედ ხტებიან და თან იძახიან: არული კუდიანებსა. ცეცხლი რომ ჩაქრება, ნაცარს მოხვეტავენ და ბოსტანში დაყრიან, რომ ბოსტნეული ჭიამ არ გააფუჭოსო. შემდეგ უმძრახად წყალს მოიტანენ და მით თავ-ტანს დაიბანენ“

ჭიაკოკონობის წინა საღამოს სცოდნიათ მამულის დასარყვა: დასარყვა: გახეთქავენ ნერგის ტოტს და შიგ გამოსჭრიან ჯვარსა.

„მამულის დასარყვა ჭიაკოკონობას უნდა დაასწრონ, რომ ეშმაკებმა ზედ არ გადაუარონ. აღდგომის წინა ხუთშაბათს, ჭიაკოკონობის მეორე დღეს, ოჯახში ვინმე უბარი უნდა ადგეს და ნაცარი გადააყაროს ხახვის კვლებსა, რო ჭიამ არ დასჭამოს. ხუთშაბათს დილით დიასახლისი უბრათ წყალს მოიტანს და დასაბან წყალში ყველასათვის გაურევს თითო ჯამსა, რომ მავნეს ასცდნენ“.

,, ვფიქრობთ, ამ წეს-ჩვეულებების მიზნობრივი ჩატარება დღესაც აქტუალური უნდა იყოს. ურიგო არ იქნება, თუ ქართველი მეურნე, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მისაღებად მცენარეთა დასაცავად ამ უძველეს ქმედებებს მიმართავს.“ - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.



დასარყვისათვის იყენებდნენ ასკილის ეკლიან ჯოხს და ნედლი ტირიფის მოკლე ჯვარედინად ჩახლეჩილ ჯოხს, რომელსაც ჯვარედინ ჩანაჩეხში, ჯვარედინადვე ჩადგმული ჰქონდა თითო მტკაველის სიგრძის ჩხირები. მამულში აღნიშნული სარყის ჩადგმას ქართლელი მეურნე იმისათვის მიმართავდა, რომ „აღდგომას ყველა ჯურის კუდიანები იალბუზის მთაზე არიან თავშეყრილნი, სხვადასხვა მიმართულებით იწყებენ მიმოსვლას. ისინი სადაც დაუსარყავი ან ასკილის უეკლო ფანჯარა დახვდებოდათ, იქ მოიკალათებდნენ, ოჯახსა და ნათესებს ზიანს მისცემდნენ“ .

როგორც ჩანს, ჭიაკოკონობა და მისი მეორე დილა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მცენარეების, არამედ, ადამიანების ავადმყოფობისგან დასაცავად. აქვე უნდა აღინიშნოს მოსახლეობაში გავრცელებული აზრი, რომ ამ დღეს აუცილებლად უნდა დაიწვას ვაზის ნასხლავი წალამი, რადგან ამ პერიოდისათვის მასში კოკონა ჭია იბუდებს და ცეცხლი მას გაანადგურებსო .

,,ვფიქრობთ, ესეც საინტერესო ვერსიაა, მითუმეტეს, დღესასწაულის სახელიც მისგან წარმოსდგება. ამ წეს-ჩვეულების სახელთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში სხვა მოსაზრებებიც არის გამოთქმული. ერთ-ერთის თანახმად, „ჭიაკოკონა“ „წია-კოკოლასაგან“ მომდინარეობს. „წია“-ცეცხლია იბერიულ-კავკასიურ ენათა მთის მონაცემებში, ხოლო „კოკოლა“ კონუსისებურად ამაღლებულს, აკოკოლავებულს ნიშნავს. დროთა განმავლობაში „წია კოკონა“ „ჭია კოკონამ“ შეცვალა.
ჭიაკოკონობის ღამეს ასკილის ტოტებს თუ ჩხირებს დებდნენ ყველგან, სადაც საჭიროდ მიიჩნევდნენ: სკივრებზე, პურის კიდობანზე, კარადაში, პურზე, სადღვებელზე, გოდრებზე, კერაზე, ბანზე, იწყობდნენ თავქვეშ. ასკილის ტოტებს დააწყობდნენ ვენახში, ბოსტანში, სახნავში, პატივზე და სხვ. ამაგრებდნენ საცხოვრებლის კარსა და ფანჯრებზე,საქონლის სადგომის კარის თავზე და ა. შ.

მცენარეების ეკლიანობის შესახებ საინტერესოა ქსნის ხეობაში, სოფ. საძეგურში დადასტურებული ცნობა, რომლის მიხედვითაც, „ჭიაკოკონობისას საღამოს ჭინჭარი უნდა მოეკრიფათ და ეჭამათ, რადგან ეგონათ იმ ღამეს ეშმაკები დადიან და ჭინჭარი მათ დასუსხავსო“. - აღნიშნავს თამილა კოშორიძე.

ქრისტინე ლონგიშვილის ფოტო
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.