რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,გვაპატიებენ ჩვენი წინაპრები, რომ ვერ გავედით საფლავზე" - დევნილები ფრონეს ხეობიდან
დევნილების დიდი ნაწილი აღდგომის სადღესასწალო დღეებს კოტეჯებში
შეხვდა. ისინი ფრონეს, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ვერ წავიდნენ
და წინაპრების საფლავები ვერ მოინახულეს. სამაგიეროდ, დასახლების
ცენტრში გაშალეს სუფრა და მიცვალებულები იქ მოიგონეს.
მეათე აღდგომაა, რაც თავიანთი წინაპრების საფლავები არ უნახავთ. ვისაც ნათესავი ჰყავს გორის ან საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ სხვა მუნიციპალიტეტში, მათთან წავიდა. ვისაც არა და კოტეჯებში დარჩა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის გვერდით 200-მდე ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი ფრონეს ხეობიდანაა. ეს ერთ-ერთი დასახლებაა, სადაც ძირითადად ერთი მდინარის ხეობის მოსახლეობა დაასახელეს. აქ არიან ნულის, ავნევის ოქონას, ლოპანის და ა.შ. დაცლილი სოფლების მცხოვრებლები.
ზემო ოქონადანაა არჩილ მამუკაშვილი. მამის საფლავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ,,მამაჩემიც იქ მარხია, ჩემი პაპა და ბაბო, საბიძაშვილო და ყველა წასული ახლობლები. ალბათ, გვაპატიებენ, რომ არ მივედით, სხვა გზა არ გვაქვს,"- ამბობს არჩილ მამუკიშვილი.
ჯემალ რაჭველიშვილს 10 წელია არ უნახავს საფლავები. ფიქრობს, რომ ამდენი წლის მოუვლელობის გამო, საფლავები ცუდი სანახავი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სოფელში დარჩენილი 6 ოჯახი ყურადღებას არ მოაკლებს.
,,გადმოცემით ვიცი, რომ ზემო ოქონაში 6 ოჯახია დარჩენილი. 4 შერეული და 2 ქართული ოჯახი. ალბათ, ისინი მოუვლიან ან მიხედავენ, რომ არ განადგურდეს. მე უკვე რამდენი წელია თვალით არ მინახავს ჩემი მშობლების საფლავები, ამიტომ ზუსტად არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ისინი," - ამბობს ჯემალ რაჭველიშვილი. ახალსოფლის დასახლებაში მას 6 მეასედი საკარმიდამო ნაკვეთი აქვს. სადღესასწაულო დღეებში, ნაცვლად იმისა, რომ წინაპრების საფლავზე გასასვლელად მომზადებულიყო, ნაკვეთში ნერგების მოვლა დაიწყო.
პაატა გაჩეჩილაძესაც იმედი აქვს, რომ სოფელ ლოპანში დარჩენილი რამდენიმე ოჯახი მის წინაპრებს შესანდობარს ეტყვის: ,,მე ლოპანიდან ვარ. მამაჩემის ბიძაშვილები არიან დარჩენილები იქ და დარწმუნებული ვარ, მივლენ საფლავზე." - ამბობს პაატა გაჩეჩილაძე.
დასახლებაში სოციალური მდგომარეობა ისეთივეა, როგორც სხვა დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს აქვთ. დევნილობის დახმარებას სულადობის მიხედვით იღებენ. მისასვლელი გზა სოფელ ახალსოფლის ცენტრალური ნაწილიდან იწყება. დაახლოებით 1 კმ მანძილზე გზა დაზიანებულია და ასფლატი არაა დაგებული.
დასახლებაში ამბობენ, რომ სააღდგომოდ თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათთვის სასაჩუქრე პაკეტები შეიძინა და დაარიგა. პაკეტში შედიოდა კვერცხი, შაქარი, ზეთი, მაკარონი და ა.შ.
,,აგვისტოს ნანგრევებში" - ასე ჰქვია წიგნს, სადაც იმ ადამიანების მონათხრობია შესული, რომლებიც ომის დღეებში სოფლებში იმყოფებოდნენ და საკუთარი თვალით ხედავდნენ არსებულ მდგომარეობას.
წიგნის ავტორები წერენ, რომ სოფლების ავნევისა და ნულის ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედიაა. იქვეა მოყვანილი სოფელ ავნევის მკვიდრის, თავად ეთნიკურად ოსი, ტანია ტასოევა-დურგლიშვილის მონაყოლი. მისი თქმით, 2008 წლის 13 აგვისტოს დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ თავად ჩამოიარა გადამწვარი სოფლები. „ის და დედაჩემი ალალი ბიძაშვილ - მამიდაშვილები არიან. ჩემს გვერდით ჩაიარა. დამცინავად გამომხედა. კმაყოფილი იყო”. – კარგად ახსოვს ქალბატონ ტანიას. (ინტერვიუ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა 2008 წელს ჩაწერეს).
ყორნისის (ზნაურის) რაიონის ეს სოფლები ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მას საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. წიგნში აღნიშნულია, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრორუსული ძალები ყოველთვის ნანობდნენ იმის შესახებ, თუ რატომ დარჩათ ქართველებს ეს სოფლებიო.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები