რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გვირაბი სამშენებლო კომპანიამ გაუფრთხილებლად ჩაკეტა
2018 წლის 19 აპრილს, ორმოული შეკეთების სამუშაოების
განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა
კომპანიამ - შპს „იბოლიამ“, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო
გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა,
ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო.
შპს „იბოლიამ “მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება.
დეპარტამენტმა კონტრაქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ - 45 384.57 ლარით.
,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს კონტრაქტორ ორგანიზაციებს, დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დროულად მოახდინონ დეპარტამენტის ინფორმირება ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები." - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები