რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს,
გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა
მიიჩნევა (საყურადღებოა, რომ მცენარეები, რომლებიც ყვავილობის
პერიოდში იმყოფებიან, მათი ქიმიური დამუშავება არ შეიძლება).
ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე – ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.
მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას.
უსაფრთხოების ნორმები
ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათამანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამინის სხეულზე, სასუნთქ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს.
ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს გამოიყურება ასე:
ერთი შეხვედით უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინიზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელბენ.
სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინიზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს – შარვალი, პერანგი ან მაისური.
ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ.
რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში.
რესპირატორის შეიძლება იყოს ასეთი:
სპეციალლისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება.
დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხბა საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც.
შესაწამლი აგრეგატები:
სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატრებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავერბდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.
არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.
შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.
იმისთვის რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი.
ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით.
საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა – აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.
ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.
შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქარველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულ
ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე – ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.
მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას.
უსაფრთხოების ნორმები
ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათამანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამინის სხეულზე, სასუნთქ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს.
ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს გამოიყურება ასე:
ერთი შეხვედით უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინიზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელბენ.
სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინიზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს – შარვალი, პერანგი ან მაისური.
ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ.
რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში.
რესპირატორის შეიძლება იყოს ასეთი:
სპეციალლისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება.
შეწამვლის წესები
ერთია უსაფრთხოების დაცვა და მეორეა შეწამვლის სწორად ჩატარება.
იმისთვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ეფექტური
იყოს, საჭიროა შესაბამისი პერიოდულობისა და ნორმების დაცვა.დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხბა საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც.
შესაწამლი აგრეგატები:
რეკომენდაცია აზიური ფაროსანას
საწინააღმდეგო წამლობის ჩასატარებლად
სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატრებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავერბდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.
არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.
შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.
იმისთვის რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი.
ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით.
საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა – აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.
ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.
შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქარველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.
სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ისმხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულ
ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები