რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ნიქოზის საბავშვო ბაღში ბავშვმა ხელი მოიტეხა
2018 წლის იანვრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, ა(ა)იპ გორის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ, დისციპლინური
საქმის წარმოება დაიწყო სულ 5 საქმეზე. აქედან ორი დირექტორი დასაჯეს,
ხოლო 3-ს გაფრთხილება მისცეს.
მონიტორინგის სამსახურის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ნიქოზის საბავშვო ბაღის დირექტორმა არაჯეროვანი ყურადღება გამოიჩინა სასწავლო პროცესის მიმართ. აღნიშნულ ბაღში აღსაზრდელი ჯგუფიდან გაიპარა, ეზოში ატრაქციონზე ავიდა, ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა.
მკაცრი სახდელი დაედო კიდევ ერთ საბავშვო ბაღის დირექტორს. მის მიმართ საჩივარი გორის მერიაში შევიდა, რომლის მიხედვით, დირექტორსა და მშობლებს შორის, შეურაცხმყოფელ მიმართვებს აქვს ადგილი.
რაც შეეხება გაფრთხილებებს, შედარებით მსუბუქი სასჯელი სამ დირექტორს დაეკისრა. ერთ-ერთმა დირექტორმა კარგ ამინდში გამათბობელი ჩართო. მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მზიან ამინდში, ფანჯრებგაღებულ ოთახში გათბობა იყო ჩართული. გაფრთხილება მისცეს რესურსების არამიზნობრივად გამოყენების გამო.
მეორე დირექტორი სააგენტოს ხელმძღვანელს და მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ადგილზე არ დახვდა, თანაც ორჯერ. მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ იცოდნენ პედაგოგებმაც.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ ბაღებს, ქალაქის ერთ-ერთი ბაღის დირექტორმა საყვედური დაიმსახურა იმის გამო, რომ საბავშვო ბაღის ეზოში თავახდილი ჭის შესახებ, არ აცნობა დროულად სააგენტოს.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები