რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საბავშვო ბაღის გამგე აკრიტიკებს მერიის პოლიტიკას, რომელსაც მისი ნათესავი კურირებს
გორის პირველი ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე და მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ერთმანეთს შეხვდებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საბავშვო ბაღების გაერთიანების მართვის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით აღნიშნულ შეხვედრას თავადაც დაესწრება და დარწმუნებულია, რომ საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციებს უფრო ცხადად პირადად მოისმენს.

გორის პირველი ბაგა-ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე საჯაროდ აკრიტიკებს გორის მერიის გადაწყვეტილებას სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება შესყიდვების საკითხებზე, რა დროსაც საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს გარდა სააღზმრდელობო საქმიანობისა, ფუნქციები ჩამოართვეს.

განათლების სფეროს გორის მერიაში, მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ხელმძღვანელობს. სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდის თაობაზე საკრებულოში ინიცირება, სწორედ, მერიიდან შევიდა.

ეკატერინე სუხიშვილი და ლალი ბაიაძე ერთმანეთის ნათესავები არიან. საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ეკატერინე სუხიშვილიც იმ პოლიტიკის მომხრეა, რასაც მერია ახორციელებს.

,,არა მგონია კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს ქალბატონ ლალის ან ჩემთან, ან ქალბატონ ეკას მიმართ. თუ რომელიმე კონკრეტულ საკითხზე საბავშვო ბაღს ან მის ხელმძღვანელს ჩვენგან რაიმე დახმარება ჭირდება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მას გვერდით დავუდგეთ" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.

2018 წლის მარტიდან ქალაქ გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაღები შეერწყა ააიპ ,,სკოლამდელი აღზრდის სააგენტო", რომელიც 2018 წლის 12 იანვარს დაფუძნდა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების, კერძოდ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ოპტიმალური და ეფექტური მართვისათვის საჭიროა მოხდეს მათი რეორგანიზაცია და ერთ იურიდიულ პირად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვას." - აღნიშნავს გორის მერი კოტე თავზარაშვილი თავის განმარტებაში, რომელიც მან საკრებულოს წევრებს თანხმობის მისაღებად გაუგზავნა.

საკრებულოს წევრებმა გაერთიანება/შერწყმის თაობაზე მერს თანხმობა მისცეს.

წესდების მიხედვით, ამჯერად, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი დანიშნავს. მანამდე, ამას ქალაქის მერი აკეთებდა. სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი კანონის დაცვით ხორციელდება.

ფოტოზე ლალი ბაიაძე (პირველი ბაღის დირექტორი) და ეკატერინე სუხიშვილი (მერის მოადგილე)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.