რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ღამე შიდა ქართლის მუზეუმებში" VIDEO
19 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლის მასშტაბით,
გაიმართა აქცია ,,ღამე მუზეუმში“. მრავალფეროვანი სანახაობებით
უფლისციხის და სტალინის მუზეუმები გამოირჩეოდა.
კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ აქციაში, წელს, სხვადასხვა მუზეუმებიც ჩაერთო. მათ შორის, ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის, სასირეთში - გენერალ მაზნიაშვილის, ლამისყანაში - ჯამბაკურ-ორბელიანების და ა.შ. სახლ-მუზეუმების წარმომადგენლებიც.
უფლისციხის ,,ღამის მუზეუმში“ ლატვიელი ბიზნესმენი, ქალბატონი ინიტაც მივიდა. ის საქართველოში საქმიანობს და ამბობს, რომ უფლისციხეს მეხუთედ ესტუმრა:
,,აქ ოთხჯერ ვარ ნამყოფი, მეხუთედ კი, ღამე მოვედი. ჩვენს ქვეყანაშიც ტარდება ანალოგიური სახით აქცია და მე ძალიან მომწონს“- ამბობს ინიტა.
ისტორიულ ქალაქში წარმოდგენა გორის თეატრის დასის და ფოლკლორულმა ანსამბლების წევრებმა გამართეს. ფაქტობრივად, ქალაქ გორის შემოქმედებითი გუნდები სრული შემადგენლობით უფლისციხეში წარსდგა.
სტალინის სახლ-მუზეუმი
სტალინის მუზეუმში, სპეციალურად, ცნობილი ქართველი პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი მიიწვიეს. მუზეუმის წინ, სტუდია ,,იბერიის" ახალგაზრდულ-შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტი გამართეს. პატრიოტულ ლექსებს ქართული და უცხოური ცეკვები ენაცვლებოდა.
ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში წარმოდგენები დღის 4 საათზე გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის დამაარსებლის სახლის ეზოში მოსწავლეებმა წარმოადგილეს დადგმა ,,გლეხი საჯავახოში". მუზეუმის დირექტორის თქმით, ოთახები ვერ გაანათეს, რადგან ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოსახლეობამ შეკრება საღამოს 20 საათიდან დაიწყო. კარგად განათებულ ოთახებში ლექცია ჩატარდა. მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ სოფლის ანსამბლი ,,აისი" ტურნედან 23 საათზე დაბრუნდებოდა და შეუერთდებოდა მონაწილეებს.
ლამისყანა
ლამისყანაში ძირითადი წარმოდგენები დღის საათებში გაიმართა. დაღამებისას კი, სკოლის მოსწავლეები ლექსებით გამოვიდნენ. მუზეუმის ეზო ვერ გაანათეს, რადგან კეთილმოწყობის სამსახურს განათების სამუშაოები არ ჩაუტარებია.

უფლისციხე

ხოვლე -
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში წარმოდგენები დღის 4 საათზე გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტის დამაარსებლის სახლის ეზოში მოსწავლეებმა წარმოადგილეს დადგმა ,,გლეხი საჯავახოში". მუზეუმის დირექტორის თქმით, ოთახები ვერ გაანათეს, რადგან ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა.
გიორგი
მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი - სასირეთი
(თელიანი)
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში მოსახლეობამ შეკრება საღამოს 20 საათიდან დაიწყო. კარგად განათებულ ოთახებში ლექცია ჩატარდა. მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ სოფლის ანსამბლი ,,აისი" ტურნედან 23 საათზე დაბრუნდებოდა და შეუერთდებოდა მონაწილეებს.
ლამისყანა
ლამისყანაში ძირითადი წარმოდგენები დღის საათებში გაიმართა. დაღამებისას კი, სკოლის მოსწავლეები ლექსებით გამოვიდნენ. მუზეუმის ეზო ვერ გაანათეს, რადგან კეთილმოწყობის სამსახურს განათების სამუშაოები არ ჩაუტარებია.
ამავე კატეგორიაში

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ობიქეტიდან წარმოქმნილი წყლები მდინარე

ერთ-ერთი ასეთი მონაწილე დიანა გრიგორიანია. დიანა გრიგორინია ქართლის სტუდიის სტუმარია.

,,ეხ მოხდა აქ, სადაც აქციის წევრები ვიკრიბებით ყოველ საღამოს. მანქანამ ჩვენს წინ ჯერ შეანელა მოძრაობა,

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო.

"დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული,
ადამიანების დაცვის
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები