რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ივანე ჯავახიშვილის სახლი ,,ღამე მუზეუმში" ჩაბნელებული ოთახებით შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში ელგაყვანილობა დაზიანდა. ამის გამო, 19 მაისს უნივერსიტეტის დამაარსებლის მშობლიურ სახლში აქცია ,,ღამე მუზეუმში" ხარვეზებით ჩატარდა.

ღამით მისულ დამთვალიერებლებს ოთახები ჩაბნელებული დახვდა. მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ ელგაყვანილობა, სწორედ, აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მომზადების დროს დაზიანდა.

,,ჩვენ ღონისძიებები ძირითადად 4 საათზე ჩავატარეთ. კასპიდან ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. ცოტა ადრე რომ მოსულიყავით, არაჩვეულებრივ კონცერტს დაესწრებოდით," - აღნიშნავს მუზეუმის დირექტორი მარინა კოშაძე.

რაც შეეხება აქციას ,,ღამე მუზეუმში", რომელიც თავისი შინაარსით ღამის 1-ელ საათამდე სამუზეუმო საქმიანობას უკავშირდებოდა, მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ პრობლემა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო სათანადოდ ვერ ჩატარდა.

საღამოს 9 საათზე მუზეუმში მისულ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სასახლის უკანა მხარეს მოწყობილი კუთხეები დახვდა, სადაც გამოფენილი იყო ივანე ჯავახიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოები, ასევე, ის ნივთები, რომლებიც მუზეუმისთვის მოსახლეობიდან შეაგროვეს. მათ შორის, ძველი სარკე. სარკე კომუნისტების პერიოდში ერთ-ერთ ოჯახში მოხვდა. დღეს ოჯახმა სარკე მუზეუმს დაუბრუნა.

აქვე გამოფინეს ფოტოები ძველი ხოვლისა და ხოვლელების შესახებ.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, ქართველი მეცნიერის სახლს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კერძოდ, გამოიცვალა ღობე, რომლის დაზიანების შესახებ, პირველად სწორედ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი. 



19 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, შიდა ქართლის მასშტაბით, გაიმართა აქცია ,,ღამე მუზეუმში“. მრავალფეროვანი სანახაობებით უფლისციხის და სტალინის მუზეუმები გამოირჩეოდა.

კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ აქციაში, წელს, სხვადასხვა მუზეუმებიც ჩაერთო. მათ შორის, ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის, სასირეთში - გენერალ მაზნიაშვილის, ლამისყანაში - ჯამბაკურ-ორბელიანების და ა.შ. 

იხილეთ სხვა მუზეუმებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიდეომასალები:


,,ღამე შიდა ქართლის მუზეუმებში" VIDEO
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.