რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის ბაზარი დაყადაღებულია - იპოთეკარი ,,ქართუ ბანკია"
2018 წლის 16 მაისს გორში შპს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტის“ ქონებას ყადაღა დაადეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიიღეს.

რეესტრში ყადაღის რეგისტრაცია აღსრულების ეროვნული ბიუროდან შესული შეტყობინების საფუძველზე მოახდინეს.

საქმე ეხება გორის ყოფილი აგრარული ბაზრის ტერიტორიას, ასევე, წმინდაწყალზე მდებარე სავაჭრო ცენტრს. ორივე ტერიტორია ,,ქართუ ბანკში" იპოთეკით 2013 წლიდან იყო დატვირთული.

ყადაღა დაედო გორში, შინდისის გზატკეცილის მე-3 კმ-სა და გურამიშვილის ქ. #5-ში მდებარე ქონებებს.

,,მოვითხოვ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოთ ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.“ - სწერს 16 მაისს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი საჯარო რეესტრს. დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია თბილისში, დიღმის საცდელი მეურნეობის ქონებაც.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი არჩილ მანჩხაშვილი ამბობს, რომ კონფიდენციალურია, ყადაღის წარმოშობის შესახებ, მითითებული მოთხოვნის საფუძველი.

,,თუ რატომ მოვითხოვეთ ქონებაზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია, ამის თაობაზე, ვერ მოგახსენებთ, რადგან ეს გახლავთ კონფიდენციალური ინფორმაცია,“ - აცხადებს არჩილ მანჩხაშვილი, რომელიც საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელია.

აღსრულებლის ეროვნულო ბიუროს განმარტებით, ყადაღა შეიძლება დაედოს მოვალის როგორც უძრავ-მოძრავ ქონებას, ისე მოთხოვნებსაც. ყადაღის საფუძველზე, მესაკუთრეს ეკრძალება ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება ბათილად.



რატომ გააქტიურდა ადგილობრივი ხელისუფლება

ყოფილი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეთა დახლებისგან საბოლოოდ გასუფთავება 2018 წლის 7 მაისიდან დაიწყო. გორის მერიამ გარემოვაჭრეები 4 მაისს გააფრთხილა იმის შესახებ, რომ 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ. მერია სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს.



ყოფილი აგრარული ბაზარი

გორის აგრარული ბაზარი, რომლის სახელწოდება იყო შპს ,,სავაჭრო ცენტრი", 2009 წელს ქართულ-ებრაულმა კომპანია ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტმა" 700 000 ლარად იყიდა. იმ პერიოდში ქონება გამგეობის ბალანსზე იყო, რადგან 2004 წელს მის მფლობელს ჯემალ წიკლაურს ჩამოართვეს.

2011 წელს, ,,ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, გადაწყვიტეს, რომ ქალაქის განტვირთვის მიზნით, ბაზარი გარეუბანში გადაეტანათ. ამისათვის ქართულ-ებრაულ კომპანიას, 2011 წელს, ქალაქის მაშინდელმა საკრებულომ დაახლოებით 38 ათასი კვ.მ მიწის ფართი, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კმ-ზე გამოუყო. იქ 1400 ადგილიანი ახალი სავაჭრო ცენტრი 17 თვეში აშენდა. ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა, თუმცა მოვაჭრეებმა ძველი ტერიტორია არ მიატოვეს. კომპანიის დირექტორი დაჟინებით ითხოვდა, რომ დახმარებოდნენ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო საქმიანობის აკრძალვას.

2013 წელს ხელისუფლებაში, ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, ბაზრის თემა წინა პლანზე კვლავ წამოიწია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაიწყო გარევაჭრობის აკრძალვა ქალაქის ცენტრში, თუმცა, შედეგი არ იქნა მიღწეული, რადგან გარემოვაჭრეებთან ერთად, ავტოსადგურის ადმინისტრაცია ახალ ბაზარში გადასვლის წინააღმდეგ წავიდა.

2013 წელს ,,საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტმა" მთელი ქონება იპოთეკის სახით ,,ქართუ ბანკში" დატვირთა და კიდეცვ ერთხელ სცადა სამეწარმეო საქმიანობის აღორძინება ახალ ტერიტორიაზე. ხელისუფლების დახმარებით, ძველი ბაზრის ყოფილი შენობა დაანგრიეს, რათა იქ მოვაჭრეებს თვითნებურად არ დაეკავებინათ ადგილი.

,,ქართული ოცნების" პერიოდში, სამაგიეროდ, კიდევ ერთი ბაზარი განვითარდა, ეს არის ,,21-ე საუკუნე", რომელიც მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მდებარეობს. ერთ-ერთ მიზეზად, რამაც ახალ ბაზარს განვითარებაში ხელი შეუშალა, სახელდება სწორედ ,,21-ე ბაზრის" გაფართოება. ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,21-ე საუკუნეს" მდინარე ლიახვის პირზე ახალი ფართი მისცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.