რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თბილისსა და ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდისთვის ემზადებიან
22 მაისს, ​საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეაჯამეს მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შედეგები. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის დესტრუქციულ მიდგომის შედეგად, წინა რაუნდზე მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე ჩიხში შევიდა. საუბარი შედგა ასევე მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხების შესახებ.

მომდევნო რაუნდი 2018 წლის 19-20 ივნისს გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე. აღინიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და იქცა გარკვეულ ტენდენციად. როგორც არჩილ ტატუნაშვილის, ისე გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღუსრულებლობა ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ახდენს ქართველების მიმართ ეთნიკურად მოტივირებული დანაშაულებრივი ქმედებების წახალისებას ოკუპირებულ რეგიონებში. თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ დაგმეს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას მსგავსი ფაქტების დროული და სათანადო გამოძიება და დამნაშავეების დასჯა, მომავალში ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების, აგრეთვე ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები. აქცენტი გაკეთდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე.

შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა.

საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციითა და სამხედრო წვრთნებით.

აღინიშნა საოკუპაციო ხაზის გამაგრება მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, უკანონო დაკავებები და გატაცებები, აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ნეგატიური შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კერძო საკუთრებაზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმების მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დანარჩენი საქართველოდან სხვადასხვა სახის პროდუქტის შეტანაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერების ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერებაზე. აღინიშნა, რომ გალში მცხოვრებ ქართველობას აიძულებენ უცხოელებად დარეგისტრირებასა და ეთნიკური იდენტობის შეცვლას. ამ კონტექსტში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველების ეთნიკური ნიშნით კატეგორიებად დაყოფის შესახებ. ყურადღება ასევე გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონების ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხზე.

აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა ხელს უწყობს ადგილზე სიტუაციის დესტაბილიზაციას. დავით დონდუამ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, რაუნდის დროს სათანადო შეფასება მისცენ განვითარებულ მოვლენებს და ძალისხმევა არ დაიშურონ ადგილზე ვითარების გამოსწორებისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.