რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ფინეთიდან 16 ჟურნალისტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ესტუმრა
ფინეთის ჟურნალისტთა კავშირის 16 წევრიანი დელეგაცია თბილისში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვია.
დელეგაციის წევრებს მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი შეხვდა და მათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნის ამოცანის უკეთ გასაცნობად, მისიის დამკვირვებლების მიერ განხორიელებული პატრულირების ადგილზე ნახვა შესთავაზა.
სტუმრებს გააცნეს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს მისიის მანდატი, როგორ ხდება მისი განხორციელება და როგორია უკანასკნელი ტენდენციები. საუბარი ასევე შეეხო „ბორდერიზაციის“ ნეგატიურ გავლენას ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე.
მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა, შემდგომი დისკუსიისას, თვითაღიარებულ რეგიონებში უსაფრთხოების მდგომარეობის და მისიის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. გარდა ამისა, ისაუბრეს ადგილობრივი ფერმერების მიერ მიწის ხელმისაწვდომობა და ორ თვითაღიარებულ რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაკავებების შემთხვევები.
ფინელმა ჟურნალისტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს მისიის საქმიანობისადმი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს მადლობა გადაუხადეს მანდატის განხორციელებისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და ძალისხმევისთვის.

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები