რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის კომედიის ფესტივალი საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა
გორის კომედიის ფესტივალი საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია. მიმდინარე წლიდან მათ შორის ადგილი საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. კომედიის ფესტივალი იმართება, მხოლოდ ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

ღონისძიება უცვლელი სლოგანით ,,დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სპეკტაკლით „როგორც გენებოთ“ გაიხსნა.

ფესტივალი 14 ივნისს იხურება. მასში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებენ.

გასული წლების მსგავსად წელსაც მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საზეიმო მსვლელობაში. მათ ასევე შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ სხვადსხვა თეატრების რეპერტუარს.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს სპექტაკლი უშუალოდ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს.



კომედიის ფესტივალი კომედიური ჟანრის პოპულარიზაციის მიზნით 2014 წელს დაარსდა იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის მიერ. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად გორს უცხო ქვეყნების დასებიც სტუმრობდნენ.

ფესტივალის 2018 წლის სეზონი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“ და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი.

„კომედიის თეატრალური ფესტივალი ჩვენი ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებად იქცა. ამ შესანიშნავი წამოწყების შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო გორის, არამედ ზოგადად ქართული თეატრისთვის. ამაყი ვარ, რომ გორის მერია ფესტივალის მხარდამჭერია. მიმდინარე სეზონი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 89 ათასი ლარით ფინანსდება. მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ. მადლობა სოსო ნემსაძესა და ყველა იმ ადამიანს ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ შესანიშნავი იდეის რეალიზება. გილოცავთ და წარმატებულ სეზონს გისურვებთ!“ - აღნიშნა კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახსნის ცერემონიაზე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ქვემოთ ფოტოზე: მარჯანიშვილის თეატრის დასი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.