რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ცენტრში პატრულმა დრიფტი აკრძალა
საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გორის ცენტრში დრიფტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში წვლილი გორის მერს არ მიუღია:

,,ჩვენ პრობლემა არ გვაქვს," - განაცხადა მერის პრეს-სამსახურმა. - ,,საპატრულო პოლიციამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, მთავარ მოედანზე ეს ღონისძიება გამართულიყო, რადგან საავტომობილო სპორტის ფედერაციიდან სამოტივაციო წერილი არაა წარდგენილი"

ყოველწლიურად, გორის ცენტრში მდებარე 100-ბინიანი კორპუსის მცხოვრებნი მთავარ მოედანზე დრიფტის აკრძალვას ითხოვენ. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება ჯერ კიდევ 2012 წელს შეიტანეს.

დრიფტის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ მანქანებით რბოლის დროს გორის ცხოვრება ცოცხლდება.

აქციის ორგანიზატორები არიან გორის ავტოკლუბის წევრები. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა აბულაძე ამბობს, რომ 24 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უარი 23 ივნისს მიიღეს, მაშინ როდესაც შეჯიბრის ჩასატარებლად ხარჯები უკვე გაღებული იყო:

,,სარეკომენდაციო წერილი საპატრულო პოლიციაში წარვადგინეთ 22 ივნისს. ამ სარეკომენდაციო წერილში აღნიშნულია, რომ გორის ავტოკლუბს დრიფტის ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია გააჩნია. საპატრულო პოლიციისგან მანამდე სიტყვიერად პირობა მიღებული გვქონდა, რომ 24 ივნისს მთავარ მოედანს დაგვითმობდნენ. მოულოდნელად, გამოგვიცხადეს, რომ ტურისტული სეზონის გამო, მთავარ მოედანზე მოძრაობა პარალიზებული იქნებოდა და მონიშვნის ხაზები დაზიანდებოდა. ამ დროს კი, ჩვენ ხარჯები უკვე გაღებული გვქონდა, ბანერები დამზადებული იყო," - აცხადებს შალვა აბულაძე.

მისი განმარტებით, გორი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასული მონაწილეებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. კითხვაზე, რატომ არ ითვალისწინებენ მოედანთან მცხოვრები მოსახლეობის აზრს იმის თაობაზე, რომ დრიფტი ქალაქის ცენტრში არ უნდა იყოს, პასუხობს, რომ სხვა ტერიტორიის მოსაწყობად ხელშეწყობა სახელმწისაგან არ აქვთ:

,,არაერთხელ ვითხოვეთ ქალაქ გარეთ შესაბამისი ტერიტორია, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ. ხელშეწყობა ნაკლებია. ტერიტორიების დიდი ნაწილი კი კერძოა. ამიტომ, იმ ადამიანების სურვილიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომლებიც დრიფტის სანახავად ჩამოდიან. თან მათი რაოდენობა ძალიან დიდია" - აცხადებს შალვა აბულაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.