რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ტილიანასა და სურამულას კალაპოტის გაწმენდაზე დავაა
მდინარე სურამულასა და ტილიანას გასწვრივ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, გამარჯვებულად კომპანია ,,ქროსფოინტი" გამოცხადდა. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატენდერო ფასი 350 000 ლარია. ტენდერის საწყისი ღირებულება კი, 743 000 ლარი იყო.

,,ქროსფოინტი", შეთავაზებული დაბალი ფასის გამო, გამარჯვებულად გამოცხადდა. დამარცხებულ კომპანია ,,გიკოს" წარმომადგენელმა, შემსყიდველი ორგანიზაციის წინააღმდეგ, საჩივარი დაწერა. შემსყიდველი ორგანიზაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

საჩივრის მიხედვით, შეუძლებელია ,,ქროისფოინტმა" ფიზიკურად შეასრულოს 15 კმ-იანი კალაპოტის გაწმენდა, რადგან წარდგენილი ხარჯთაღროცხვა და დაქირავებული ტექნიკის მონაცემები ამის ვარაუდსაც კი არ იძლევა.

,,ქროსპოინტს", საიჯარო ხელშეკრულებების მიხედვით, 2 ექსკავატორი და 1 ბულდოზერი ჰყავს.

,,ამ რესურსით შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოს მოცულობის შესრულება 90 დღეში, ორივე ექსკავატორმა 24 საათი რომ იმუშაოს 90 დღის განმავლობაში გამოდის 4320 მანქანა/სთ, ხოლო ექსპერტიზისათვის წარდგენილი რესურსული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ამ მოცულობის სამუშაოს შესრულებას, 0.5 კბ.მ-იანი ჩამჩის შემთხვევაში, სჭირდება 12 198 მანქანა/საათი." - აღნიშნას ,,გიკოს" წარმომადგენელი.

რაც შეეხება ბულდოზერს, ,,გიკოს" ინჟინრები აქაც დარღვევას ხედავენ:

,,ერთმა ბულდოზერმა 24 საათი 90 დღე რომ იმუშაოს, გამოდის 2160 მანქანა/სთ. ხარჯთაღრიცხვით კი საჭიროა ბულდოზერის მუშაობა 3 365 მანქანა/სთ, ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ამ სამუშაოს 2 ექსკავატორითა და 1 ბულდოზერით შესრულება შეუძლებელია" - აღნიშნავს ,,გიკოს" წარმომადგენელი.

ტექნიკის დაქირავების ხელშეკრულებების მიხედვით, ,,ქროსპოინტი" ერთ ექსკავატორზე დღეში 166 ლარს, ხოლო ბულდოზერის საიჯარი თანხა დღეში - 111 ლარს შეადგენს: ,,რაც საბაზრო ფასებთან არ მოდის შესაბამისობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ექსპერტებმა არასაკმარისი დოკუმენტაციის საუძველზე და არასწორი ფასებით დაადასტურეს ხარჯთაღრიცხვის ფასთა ადეკვატურობა." - აღნიშნავს ,,გიკოს" წარმომადგენელი.

,,გიკოს" საჩივარის განხილვა შესყიდვების სააგენტოში ჯერ არ დასრულებულა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და
ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

,,ევროალიანსი'' აღარ დაელოდა რუსეთიდან ტრენაჟორების იმპორტს და ისინი თურქეთიდან შემოიტანინა

21:36 / 24.04.2025
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ,
სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
წერილში ვკითხულობთ, რომ ხეობის განვითარების გეგმაში, კერძოდ, სტრატეგიული განვითარების შეფასების დოკუმენტში,
20:31 / 22.04.2025
ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში,
კასპის მაგისტრი მოსამართლის

ამავე წერილით ვიგებთ, რომ უფრო ადრე, 2024 წლის თებერვალში, კასპის მაგისტრი მოსამართლის

18:53 / 21.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.