რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ქუჩებში ხმაურს პატრულის ნაცვლად მერიის თანამშრომლები გააკონტროლებენ
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, აკუსტიკური ხმაურის
დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები
გააკონტროლებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ყველა მერიას სპეციალური მოწყობილობები გადასცეს.
,,მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განსაზღვრავდნენ. მიღებული ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოახდენენ და აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხმაურის მზომი 10 სპეციალური მოწყობილობა, თბილისის მერიის მომართვისა და ნორმატიული აქტების საფუძველზე, დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდება.
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ 77¹ და 77² მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები