რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
10 წელი მკვლელობებისთვის - გორის მოსამართლეების პრაქტიკა
ბოლო 5 წლის განმავლობაში, 108-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის, გორის სასამართლო ბრალდებულებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯის. ამის შესახებ იმ გადაწყვეტილებებში საუბარი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 15 წლამდე.

გთავაზობთ, საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს:

# 1 ფაქტი

რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზ. ფ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 24 თებერვლიდან.

მსჯავრდებულმა ზ. ფ-მ სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს ,,….. სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” (…..) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით - პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

განაჩენით ზ. ფ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 12:40 საათზე, …..რაიონის სოფელ ….. მდებარე ვ. ქ-ს საცხოვრებელ სახლში, ზ. ფ-მ შურისძიების მოტივით, ხელების ყელში წაჭერით, ჩაიდინა ვ. ქ-ს განზრახ მკვლელობა.

2. ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით ბ. მ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით. ბ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 7 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2015 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, კ-ში, --ში მდებარე ავტომანქანების სადგომის ტერიტორიაზე, ე.წ -- ბ. მ-მა, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანის დარტყმით, მუცელში შემავალი ჭრილობა მიაყენა ი. ხ-ას, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

#3 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის განაჩენით გ. ვ-ი, – დაბადებული 1980 წლის 9 დეკემბერს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

2015 წლის 6 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ფ-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ვ-მა თანნაქონი დანის გამოყენებით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა გ. გ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად სსიპ გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბ. გ-ს მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, განზრახ მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

#4 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 2 აგვისტოდან.

განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. გ-ი, რ-ს ქუჩაზე, დ. ბ-ა თავის ავტომანქანა ,,BMW-ში“, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ. ფ-ს დანა დაარტყა, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

#5 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განაჩენით ნ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
სასჯელის მოხდა აეთვალა 2015 წლის 22 სექტემბრიდან.

2015 წლის 22 სექტემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ხ-ში, კ-ას ქუჩის №..–ში მდებარე ს. ბ-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, ნ. გ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თანნაქონი დანის გამოყენებით ჩაიდინა გ. ლ-ის განზრახ მკვლელობა.

#6 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 აგვისტოს განაჩენით თ. გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენით თ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 8 მარტს თ. გ-ი სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ….., ….. ქუჩის №…..-ში მდებარე რ. ბ-ს სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 ლარად.

2016 წლის 8 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ. გ-ი, რ. ბ-თან ერთად, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში მარტო ღამის გასათევად. ამ დროს რ. ბ-მ სცადა, დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. თ. გ-მ გაუწია მას წინააღმდეგობა და ამის საშუალება არ მისცა. თ. გ-მ განიზრახა, რომ შურისძიების მოტივით, განზრახ მოეკლა რ. ბ-ი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას სასმელში ჩაუყარა წამალი, რის შედეგადაც რ. ბ-ს დაეძინა. თ. გ-მ, ცეცხლის გაჩენისა და რ. ბ-ს დაწვის განზრახვით, ოთახში არსებულ ელექტროგამათბობელზე დადო ბალიში და სკამი, რის შემდეგაც, განზრახვის ბოლომდე მიყვანისა და რ. ბ-ს მოკვლის მიზნით, ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა ორი ლიტრი ბენზინის საწვავი, დაბრუნდა რ. ბ-ს ბინაში და შეასხა იგი, ბენზინი მაშინვე აალდა, თვითონ კი ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. თ. გ-ს მიერ ჩადენილი განზრახი ქმედების შედეგად რ. ბ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

#7 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განაჩენით ზ. ა., – ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 22 თებერვლიდან.

·2014 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, კ-ის რ-ის სოფელ ხ-ში მცხოვრებმა ზ. ა-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით ჩაიდინა თანასოფლელის – ნ. კ-ის განზრახ მკვლელობა.

#8 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის განაჩენით გ. ნ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 დეკემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 12 დეკემბრიდან.

#9 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენით ნ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

2011 წლის 11 დეკემბერს ქ-ის რაიონის სოფელ დ-ში მცხოვრები ნასვამი მ. ც-ე მცირეწლოვან შვილსა და მეუღლესთან - ნ. ხ-თან ერთად იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 15:00 საათზე, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, მას ნ. ხ-თან მოუხდა შელაპარაკება, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე განაწყენებულმა ნ. ხ-მა შურისძიების მოტივით განიზრახა მ. ც-ის მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ. ხ-მა აიღო დასაკეცი დანა, დაარტყა მ. ც-ეს გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მიაყენა გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, რის შედეგადაც მ. ც-ე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ნ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

#10 ფაქტი

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განაჩენით ნ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 დეკემბრიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ნ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული ნ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმეებად დაკითხული პირები ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მას მ. ც-სთან ჰქონდა დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა და რომ მ. ც-ე იყო დაჭრილი, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს; ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს ნ. ხ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; ექსპერტის განმარტებიდან ჩანს, რომ თავად მ. ც-საც შეეძლო აღნიშნული ჭრილობის მიყენება; საქმეში არ შეიძლება იყოს დანიდან აღებული მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები, რადგან მას დანა არ სჭერია და არც დაზიანება მიუყენებია გარდაცვლილისათვის, რომელიც ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს, თვითდაზიანებებსაც იყენებდა და ნ. ხ-საც აყენებდა შეურაცხყოფას, რისთვისაც პოლიციამ რამდენჯერმე გააფრთხილა. შემთხვევის დღესაც იყო ძლიერ ნასვამი, მსჯავრდებულს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ნ. ხ-ი გავიდა სახლიდან და დაურეკა პოლიციის თანამშრომელს; მას მეუღლის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, არც პოლიციას დაურეკავდა, არც წაქცეული მ. ც-ს დასახმარებლად დაუძახებდა მეზობლებს და არც საავადმყოფოში გაჰყვებოდა, პირიქით, ეცდებოდა, გარიდებოდა შემთხვევის ადგილს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.