რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ორ დღეში გორის ვეტერინალურ კლინიკაში 4 დასახიჩრებული ძაღლი და 1 ნაწამები კნუტი მიიყვანეს
გუშინ, გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,მარკოში" ავტომანქანების
დაჯახების შედეგად დასახიჩრებული ოთხი ძაღლი მიიყვანეს. დღეს კი, ერთი
კნუტი, რომელსაც ორი კიდური მოჭრილი აქვს.
კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ყველა მათგანი კლინიკაში გამვლელმა მოქალაქეებმა მიიყვანეს. ამათგან, ზოგი უშუალოდ თვითმხილველი აღმოჩნდა ფაქტის.
,,საშინელი მდგომარეობაა ქალაქში. ამდენი რაოდენობის დასახიჩრებული ცხოველი ერთ დღეში სწორედ ამის მანიშნებელია. მიზეზი ერთის მხრივ შეიძლება იყოს მანქანების დიდი რაოდენობა. ასევე, სადისტი მძღოლების დამოკიდებულებაც. შეიძლება ეკლესიასთან ისეთი სიჩქარით მიდიოდე, რომ ძაღლი გაიტანო? იქ ე.წ. ბუგაროვკებია." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
მისი განმარტებით, მოქალაქეების გააქტიურების ტენდეცია სახეზეა. ,,როგორც ჩანს, ასეთ ფაქტს გულგრილად არავინ ტოვებს. სწორედ, გამვლელების წყალობით, მოიყვანეს კლინიკაში ცხოველები. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით მძღოლებზე. ეჯახებიან და ტოვებენ." - განმარტავს ირმა მთიულიშვილი.
მიუსაფარი ცხოველების პოპულაცია ქალაქში კვლავაც შესამჩნევია. რამდენიმე ქუჩაზე განსაკუთრებით მდედრი ცხოველები კვლავაც გასასტერილებელია. მთიულიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც ადგილი ექნება ასეთ შემთხვევებს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები