რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდ დანაშაულად 2008 წლის ომს მიიჩნევს
„აგვისტოს ომის დროს ყოფილმა ხელისუფლებამ დაღუპული ჯარისკაცები მიატოვა, ცოცხალი ჯარი კი ტყეში დატოვა - განაცხადა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში მმართველ გუნდთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ცდილობს სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს ღალატი, რასაც ისინი თავად სჩადიოდნენ.

„ყველაზე დიდი დანაშაული, დამეთანხმებით ალბათ, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდათ ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ ერთმანეთს, იყო 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მითუმეტეს, არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20 პროცენტი. გახსოვთ როგორ იქცეოდნენ, როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები, როგორ უპატრონოდ ტყეში დატოვეს ცოცხალი ჯარი, სწორედ ეს თემა აქვთ დღეს ყველაზე მეტად წინა პლანზე წამოწეული. ყველაზე დიდი თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს, ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი, თავისი მოღვაწეობის პროცესში იზრუნა იმისთვის, რომ რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიები. მე მახსოვს და თქვენც კარგად გახსოვთ ალბათ, როგორი პრინციპულობით გამოირჩეოდა ქალბატონი სალომე საგარეო მინისტრის რანგში, როგორ თანმიმდევრულად და როგორ ოსტატურად მოახერხა მან და ის იყო ძირითადი მასში რომ ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ. ამის შემდგომ სააკაშვილი პირდაპირი მნიშვნელობით, მე ჩემს გამონათქვამებში მაქვს ეს როცა ოპოზიციაში ვიყავი, შემოუძღვა რუსულ ჯარს და დრეს საქართველოს ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული. აღმაშფოთებელია ის, რომ ეს ხალხი დღეს ცდილობს ისევ რომ ჩვენ გადმოგვაბრალონ და ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით მოღალატედ ცდილობენ მონათლონ ქალბატონი სალომე”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება“. -

„დღეს პირველი ოქტომბერია. ექვსი წლის წინ, ამ დღეს ჩვენმა გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა შევაფასოთ. სამწუხაროდ, ექვსი წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე და იცით, როგორ თანმიმდევრულად ვცვლით სიმახინჯეებს და ქვეყანა მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება. რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტები ცდილობენ, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ტრაგედია გირგვლიანის მკვლელობის იდენტური გახადონ

როგორც მმართველ გუნდთან შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, დღევანდელ ხელისუფლებას გადააბრალოს ის,  რასაც თვითონ აკეთებდა.

„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები, უნდათ იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა.
საზოგადოებისთვის იყო დიდი ტრავმა და დიდი სტრესი და ცდილობენ ამასაც, იმის ჩამდენი ხალხი, რასაც თვითონ აკეთებდნენ, ბავშვების ჩხუბი უნდათ რომ მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და იდენტური უნდათ გახადონ გირგვლიანის მკვლელობის“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ბიძინა ივანიშვილი: მხარში დავუდგეთ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრაზე განაცხადა, 28 ოქტომბრის არჩევნებზე ოპონენტებს რესურსი არ გააჩნიათ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ნაწილი ჯამში 27%-ზე მეტს ვერ აიღებს.

„ის 27%, რაც ბოლო წლებში ჩანს, საზოგადოების ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ ასოცირდება და ვერ გაიგო მისი ხელწერა და არ უჭერს მხარს, ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ მას პატივს ვცემთ და რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღესაც ასე ფიქსირდება, რომ დაახლოებით 10% „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილზე, ხოლო 17% მეორე ნაწილზე იყოფა. ამის იქით, მათ დიდი რესურსი არ აქვთ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი. ჩემთვის ეს ქალბატონი ჩვენი უახლესი ისტორიის სიმბოლოა - პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი. ქალბატონი ჩვენს დიდ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება. ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ, ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ და ჩვენ ამით ჩვენს შორეულ ისტორიას შევეხმიანებით; უახლოეს ისტორიას - პირველ ემიგრაციას და იმ ისტორიასაც დიდ პატივს მივაგებთ და თვითონ ქალბატონ სალომეს მოღვაწეობასაც დავაფასებთ, რომელიც მან ღირსეულად წარმართა თავის ცხოვრებაში. მოგიწოდებთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია თითოეულმა თქვენგანმა, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეთ, მხარში დავუდგეთ და ჩვენ, ჩვენს პატივცემულ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე.

რა თქმა უნდა, ლომის წილი მის გამარჯვებაში იქნება მისი ისტორია, მისი მოღვაწეობა და ჩვენი დახმარებითა და თანამდგომითაც ეს აუცილებლად მოხერხდება და გაფორმდება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
ბიძინა ივანიშვილი - მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის, სააკაშვილის მიერ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თქმით, მედია ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ

„რა დღეში იყო მედია, ტოტალურად იმართებოდა ერთი კაცის - სააკაშვილის მიერ. დილიდან საღამომდე ტელევიზორთან იჯდა, მისი ძირითადი საქმიანობა ეს იყო - პირდაპირი მნიშვნელობით მართავდა ამ პროცესს და თავისი მოღვაწეობის 80% სწორედ ამას მოახმარა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.

პარტიის ლიდერი ღიმილის მომგვრელს უწოდებს მედიასა და ბიზნესზეწოლაზე საუბარს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.