,,ჩემი ინფორმაციით, ეს წერილი კონკრეტულმა ადამიანებმა შემოიტანეს და უარი მიიღეს. არ ვიცი რა წერია პასუხში, მაგრამ მგონია, რომ მშენებლობის პროცესს და დასაქმების საკითხებს ვაფერხებთ" - უთხრა როსებაშვილმა გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს საკრებულოს სხდომაზე. როსებაშვილის ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ამჟამად კერძო, ორ სართულიანი სახლები დგას.
,,ჯერ-ჯერობით, ამ საკითხებზე ნებართვების გაცემა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ქალაქის განვითარების გეგმა. 2015 წლის ბიუჯეტში ჩადებულია 100 ათასი ლარი ამ სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენი ვარაუდით, სადღაც პირველი სამი კვარტლის განმავლობაში დასრულდება ქალაქის განვითარების გეგმის დამუშავება. დღეს ცოტა სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ფაქტობრივად ესაა" - უპასუხა გორის მერმა.
,,მაშ გამოდის, რომ სანამ ეგ გეგმა არ დაიდება, ვერც ძველი ბაზრის ტერიტორიაზე და ვერც სხვაგან ვერანაირი მშენებლობა დაიწყება" - განაგრძო ზურაბ როსებაშვილმა.
,,მიგეღოთ ჩვენამდე ეს დოკუმენტი და გასცემდა არქიტექტურის სამსახური ნებართვას. ჩვენ ეხლა დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხებზე" - დასძინა ზურაბ ჯირკველიშვილმა. თვითმმართველი ქალაქის გორის მერიამ მუშაობა ფაქტობრივად 2014 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო.
2015 წლის ქალაქის ბიუჯეტში, რომელიც გუშინ 23 დეკემბერს დამტკიცდა, ,,გორის გრაფიკული ვიზუალიისთვის ხელშეწყობისთვის" 100 ათასი ლარი მართლაც გათვალისწინებულია.
გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქალაქის მიწათსარგებლობის წესიც ჯერ არაა დამტკიცებული. ქალაქის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ერთიანი გეგმის მიღების გარეშე მიზანშეწონილი არაა ქალაქის ტერიტორიაზე მიწების გაყიდვა და სამშენებლო ნაგებობების აღმართვა. ეს მიდგომები არ ეხება იმ ტერიტორიებს, სადაც უკვე გაყიდულია მიწები (ადრე თუ გვიან).
,,ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მაგალითად ორ ადგილზე აუქციონზე მიწა გასაყიდად ეკონომიკის სამინისტროს უკვე გაუტანია. ამჟამად, გუბერნიასთან ერთად, ვარკვევთ, თუ როდის და რატომ გადასცეს გორის მუნიციპალიტეტიდან ეკონომიკის სამინისტროს ეს მიწები?" - აღნიშნა გორის მერმა.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა (საქართველოს კანონი - ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ") არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ-სარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს.
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
სტატიის გამოყენების პირობები