რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საქართველოს ფოსტა თიბისი ბანკთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას აფორმებს
საქართველოს ფოსტის მომხმარებლები
თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს
მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გააგზავნონ ან მიიღონ გზავნილები და ამავდროულად, ისარგებლონ თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის სერვისებითა და პროდუქტებით. ასევე, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრშივე განახორციელონ მათთვის სასურველი ფინანსური ოპერაციები. თანამშრომლობის მიზანია მომხმარებლების დროის დაზოგვა და საფოსტო და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პირველ ეტაპზე, საბანკო სერვისები საქართველოს ფოსტის რამდენიმე სერვის ცენტრში იქნება ხელმისაწვდომი, 2019 წლის განმავლობაში კი სიახლე ეტაპობრივად, საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვის ცენტრში დაინერგება.
„ჩვენი გადაწყვეტილება, გვეთანამშრომლა საბანკო სექტორთან, კომპანიის მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულმა პოლიტიკამ განაპირობა, სადაც გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების წარმატებული საფოსტო ოპერატორების პრაქტიკა. ვფიქრობ, თანამშრომლობას ექნება მრავალი მიმართულება, არ შემოიფარგლება მხოლოდ საფოსტო და ფინანსური პროდუქტებით. ქვეყანაში ორი წამყვანი დარგის მსხვილი წარმომადგენლების გამოცდილების გაზიარება სასარგებლოა მეტი ინოვაციის ინიცირებისთვის. თიბისი ბანკის გუნდი გამოირჩევა ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საინტერესო ხედვით, საქართველოს ფოსტის სამომავლო გეგმები კი პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ სიახლეებთან.“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ,“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას საქართველოს ფოსტასთან, ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორთან, რომელიც მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უწევს მომსახურებას. ჩვენ, ორივე კომპანიას ბევრი საერთო გვაქვს - ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იქნება და საქართველოს ფოსტა და თიბისი ბანკი ერთობლივად არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის დაიცვას და უზრუნველყოს მათი უფლება, შეუფერხებლად მიიღონ საფოსტო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
თიბისი ბანკი საქართველოში პირველი ბანკია ყველა საკვანძო პარამეტრის გათვალისწინებით. ბანკ რესპუბლიკას შემოერთების შემდეგ, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის მთლიანი საბანკო აქტივები შეადგენს 37.1%-ს, სასესხო პორტფელი - 38.3%-ს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 39.5%-ს. თიბისი ბანკი ემსახურება საცალო, მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორატიულ სეგმენტსა და 2.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს. თიბისი ბანკს საქართველოს მასშტაბით 7,200 თანამშრომელი ჰყავს. ბანკის ფილიალების რაოდენობა კი 152-ს შეადგენს (თიბისი კრედიტის ჩათვლით).
თიბისი ბანკის აქციები 2014 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები