რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორთან ხეხილის ახალი ბაღები გახმა - ინვესტორებმა ქვეყანა დატოვეს
გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხესთან, ზედაველის მინდორზე, უწყლობის
გამო, ათასობით ნერგი გახმა. იქ, სადაც ვაშლის, ქლიავისა და ატმის
ბაღი გააშენეს, მესამე წელია საქონელი ძოვს. ამ ბაღის გამშენებელმა
ინვესტორებმა საქართველო უხმაუროდ 2015 წელს
დატოვეს.
მანამდე, 2013 წელს, 27 ჰა მიწის ფართობზე, სამი კონტინენტის ოთხი სახელმწიფოს - კანადის, ინდოეთის, აშშ-ს და ჩილეს ქვეყნების დროშა ააფრიალეს. გაიმართა პრეზენტაცია ,,კანადურ-ინდური ინვესტიციის“ განხორციელების შესახებ. სტუმრებს შორის იყვნენ ,,კანადიან ნექტარ პროდაქტის“ და მათი შვილობილი კომპანის წარმომადგენლები. საქართველოში მათ ორი კომპანია ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ" და ,,კაუკაზიენ ნექტარ პროდაქტ ჯორჯია" დაფუძნეს.
საქართველოდან დელეგაციის წევრებს შორის, კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა შენგელია იყო. მედიასთან სწორედ მან განაცხადა, რომ გორის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ცნობილი კომპანია იწყებდა 100 მლნ დოლარის ინვესტიციას, რომელიც მიზნად ისახავდა ხეხილის ბაღების გაშენებას, ლაბორატორიის მოწყობას, სადაც 4500-მდე ადამიანი დასაქმდებოდა.
პრეზენტაციაზე სიტყვით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის ორგანიზაციის წარმომადგენელი მალხაზ ლომსაძეც უნდა გამოსულიყო, თუმცა მან შეხვედრა ნაადრევად დატოვა. დღეს ამბობს, რომ ამის მიზეზი ჰქონდა. მალხაზ ლომსაძის თქმით, ადგილი, სადაც ინვესტორებმა ბაღის გაშენება დაიწყეს, არამომგებიანი იყო.
,,მე თავიდანვე ვუთხარი მათ, რომ ეს ადგილი ხეხილის ბაღისთვის არ იყო ეფექტური, იმიტომ, რომ ნიადაგი არის კოროზირებული, წყალი არ იყო, მუდმივად ქარია. უნდა დაეწყოთ ქარსაფარი ზოლით. როგორც შევამჩნიე, მიწა იყიდეს იაფად და ეგონათ, რომ დანარჩენსაც იაფად გააკეთებდნენ. პრეზენტაციაზე დაპატიჟეს ეკონომიკის მინისტრი და ჩვენი მინისტრიც. მითხრეს, რომ მე დავსწრებოდი შეხვედრას. ამდენი ხალხი რომ დავინახე, მაშინვე წამოვედი. ვუთხარი, რომ აქ ხეხილის ბაღი არ იხარებდა და წამოვედი“ - ამბობს მალხაზ ლომსაძე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ზედაველაზე ხეხილის ბაღს პერსპექტივა არა აქვს.
ჩვენს კითხვაზე, თუკი ინვესტორები გააშენებდნენ ქარსაფარს ზოლს, მოაწყობდნენ წვეთოვან სისტემას, რაღა შეუშლიდა ხელს ხილის გასახარებლად. მალხაზ ლომსაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ტერასები უნდა გაკეთებულიყო. ,,მაგათმა პირდაპირ დაიწყეს ნერგების ჩაყრა. მეც ვერ გავიგე, რა გააკეთეს. სახელმწიფოს როლი ამ საქმეში არაფერი იყო“ - განმარტავს მალხაზ ლომსაძე.
2015 წლიდან სოფელ უფლისციხის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ბაღის გასაშენებლად ჩართეს. საზღვარგარეთიდან დაიწყეს ნერგების ჩატანა. პირველ ეტაპზე ტრაქტორებით რწყავდნენ. წვეთოვანი სისტემის დასამონტაჟებლად, მოაწყეს აუზი. დაამონტაჟეს ღობეები. გადაწყვეტილი იყო ჭაბურღილის გაკეთება, ელექტროენერგიის მიყვანა.
ფოტო: გადაღებულია 2015 წელს უფლისციხესთან
ერთი წლის განმავლობაში, 2016 წლამდე, ადგილობრივი მცხოვრებლები კუთვნილ გასამრჯელოს ელოდნენ. უფლისციხეში მცხოვრები დავით გაბინაშვილი, რომელიც დარაჯად მუშაობდა, დიდ ფართობზე გაშენებულ ხეხილს რამდენიმე თვე ყარაულობდა.
როდესაც კომპანიაში პრობლემები გაჩნდა, უთხრეს, რომ თუ მუშაობას გააგრძელებდა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელფასს ნაცვლად 400 ლარისა, თვეში 200 ლარს გადაუხდიდნენ. დავით გაბინაშვილმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვერ აიღო, რადგან ხეხილის ბაღიდან თუ რამე დაიკარგებოდა, მას უნდა ეგო პასუხი.
,,ამხელა ფართობს მე ვერ ვუყარაულებდი, თანაც ხელფასების მატებას ველოდი. 200 ლარად ფიზიკურად ვერ შევძლებდი მუშაობას“ - ამბობს დავით გაბინაშვილი.
ზედაველას მინდორი მდებარეობს გორი-კასპის შემოვლით გზის გასწვრივ - თრიალეთის ქედის განაპირას. აქ წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ხორბლისა და ქერის ყანები აქვს დათესილი. გზის სამხრეთით კი, კომუნისტების დროს, ვაზი იყო გაშენებული. დაახლოებით 30 ჰა ფართობი, 2013 წელს, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან ,,კაუკაზუს ნექტარ ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა შეიძინეს.
ქვემოთ ფოტოზე: კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გაცემული საპატიო დოქტორის დამადასტურებელი საბუთი. კახა შენგელიამ გადასცა ერთ-ერთი ინვესტორს ამარჯიტ სინგ ჯატანას
კომპანია ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტს“ რამდენიმე პარტნიორი და ასევე რამდენიმე დირექტორი ჰყავდა. მათი ჩამონათვალი საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება:
დირექტორები:
სესილიო აგუსტო როდრიგეზ, აშშ, დირექტორი
ამარჯიტ სინგჰ ჯატანა, - საქართველო, კანადა, დირექტორი
კამალპრიტ სინგჰ ხაირა ,- კანადა
მესაკუთრეები:
კამალპრიტ სინგჰ ხაირა - კანადა, 27.5%
რანდიპ პრატაპ სინგჰ პანაგ,- ინდოეთი, 10
სესილიო აგუსტო როდრიგეზ, - აშშ, 5 %
ამარჯიტ სინგჰ ჯატანა, - საქართველო, კანადა, 27.5%
გურმანტ სინგჰ გრევალ, - საქართველო, კანადა, 10%
კულდეეპ სინგჰ, - ინდოეთი 10 %
გაგანდეეპ კაურ, - ინდოეთი 10%
ქვემოთ ფოტოზე: 2017 წლის ნოემბერი, ,,კანადიან ნექტარ პროდაქტსის" პირველ მოსავალს ესწრება კანადის მინისტრი. მარცხნივ კამალპრიტ სინგჰ ხაირა, რომელიც საქართველოდან წავიდა. წყარო.
ამაზე პასუხი საქართველოში დარჩენილ პარტნიორებისგან ვერ მივიღეთ. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის ტელეფონის ნომერზე კი, უცნობი მამაკაცი გვპასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მობილურის ნომერი 3 თვის წინ შეიძინა.
სს ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ“ და ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ ჯორჯია“ - ესენია ის კომპანიები, რომელთაც საქართველოში ინვესტიციის განხორციელება დაიწყეს. ისინი 2013 წლის აგვისტოში დააფუძნეს.
ერთ-ერთი მათგანის დამფუძნებელი იყვნენ საქართველოსა და რუსეთის არბიტრთა ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლაშა ნოდია და მისი იურიდიული კომპანიის წევრები. ორი თვის შემდეგ, ლაშა ნოდიამ და პარტნიორებმა ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ ჯორჯია“ დაუთმეს კანადურ-ინდურ ჯგუფის წევრებს.
დღეს ლაშა ნოდია აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან წლებია შეხება აღარ აქვს და საკითხის გარკვევაში ვერ დაგვეხმარება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ინვესტორი კომპანია დაფუძნდა იმისათვის, რომ ეწარმოებინათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და საერთაშორისო ბაზარზე გაეტანათ. დამფუძნებლებს შორის, იმყოფებოდა პროფესიით აგრონომი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორად იყო არჩეული.
ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა შენგელია ამბობს, რომ არ იცის, რატომ წავიდნენ ინვესტორები საქართველოდან. უნივერსიტეტის პრეს-სამსახურს ვთხოვეთ იმ პირთან დაკავშირება, რომელიც საპატიო დოქროტად იყო არჩეული კავკასიის უნივერსიტეტში.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტის“ წარმომადგენლები, კერძოდ, სამი ბიზნესმენი, ამჟამად, კანადაში მუშაობს. კომპანია ,,კანადიან ნექტარ პროდაქტი“ საკმაოდ პოპულარული აგრარული კომპანიაა მათ ქვეყანაში. მათ აქციებში მონაწილეობას იღებს კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები. რის დამადასტურებელი ფოტოები წარმომდგენილია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტმა კანადურ კომპანიას (,,კანადიან ნექტარ პროდაქტს“) ელექტრონულ მისამართზე მისწერა შეკითხვით, საქართველოდან წასვლის მიზეზების შესახებ. თუმცა, სტატიის გამოქვეყნების დროს, პასუხი არ მიგვიღია. მიღების შემთხვევაში ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.
ეკატერინე ვეფხვაძე ამბობს, რომ მისთვისაც უცნობია საქართველოდან ინვესტორების წასვლის თაობაზე. ის ერთ-ერთი ინვესტორის მიერ მინიჭებული უფლებით სარგებლობდა და ოფიციალურ დოკუმენტებს აწერდა ხელს. მასაც ვთხოვეთ ინვესტორთან დაკავშირება, თუმცა გვითხრა, რომ შეუძლებელია. მისი განმარტებით, პასუხს საზღვარგარეთიდან არ გაგვცემდნენ.
2017 წელს, გორის მერიის დაკვეთით, კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველო“ გააკეთა კვლევა გორის მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს კვლევა წარმოადგენს გენერალური გეგმის შესადგენად განხორციელებულ წინასაპროექტო სამუშაოებს, რომლის სახელწოდებაა ,,ქალაქ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის დასკვნითი ანგარიში“.
ანგარიშის ქვეთავში: ,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“ ვკითხულობთ:
,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციათა მოცულობა უმნიშვნელოა. უკანასკნელი 10 წლის პერიოდში მას არ გააჩნია მუდმივი დინამიკა და მერყეობს -15 600 ათასი აშშ. დოლარიდან +14 750 ათას აშშ. დოლორამდე. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად მათი სრული მოცულობა 715 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა. ეს, მოცემული წლისათვის ქვეყნის მასშტაბით უმდაბლესიმაჩვენებელია. ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად რეგიონში არსებული კონფლიქტი შეიძლება განვიხილოთ, რომელიც არ იძლევა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების საშუალებას და არეალს დიდწილად ნაკლებ პროგროზირებად სახეს აძლევს. ომის შემდგომ პერიოდში, 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, შიდა ქართლის რეგიონზე მოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციათა წილი ქვეყნის მასშტაბით 0.3% არ აღემატებოდა."

ხეხილის ბაღი უფლისციხელებისთვის
ფოტო: გადაღებულია
2015 წელს

2015 წელს უფლისციხესთან

ვინ
იყვნენ ინვესტორები
კომპანია ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტს“ რამდენიმე პარტნიორი და ასევე რამდენიმე დირექტორი ჰყავდა. მათი ჩამონათვალი საჯარო რეესტრში ასე გამოიყურება:
დირექტორები:
სესილიო აგუსტო როდრიგეზ, აშშ, დირექტორი
ამარჯიტ სინგჰ ჯატანა, - საქართველო, კანადა, დირექტორი
კამალპრიტ სინგჰ ხაირა ,- კანადა
მესაკუთრეები:
კამალპრიტ სინგჰ ხაირა - კანადა, 27.5%
რანდიპ პრატაპ სინგჰ პანაგ,- ინდოეთი, 10
სესილიო აგუსტო როდრიგეზ, - აშშ, 5 %
ამარჯიტ სინგჰ ჯატანა, - საქართველო, კანადა, 27.5%
გურმანტ სინგჰ გრევალ, - საქართველო, კანადა, 10%
კულდეეპ სინგჰ, - ინდოეთი 10 %
გაგანდეეპ კაურ, - ინდოეთი 10%
ქვემოთ ფოტოზე: 2017 წლის ნოემბერი, ,,კანადიან ნექტარ პროდაქტსის" პირველ მოსავალს ესწრება კანადის მინისტრი. მარცხნივ კამალპრიტ სინგჰ ხაირა, რომელიც საქართველოდან წავიდა. წყარო.
რატომ
წავიდნენ ინვესტორები?
ამაზე პასუხი საქართველოში დარჩენილ პარტნიორებისგან ვერ მივიღეთ. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის ტელეფონის ნომერზე კი, უცნობი მამაკაცი გვპასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მობილურის ნომერი 3 თვის წინ შეიძინა.
სს ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ“ და ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ ჯორჯია“ - ესენია ის კომპანიები, რომელთაც საქართველოში ინვესტიციის განხორციელება დაიწყეს. ისინი 2013 წლის აგვისტოში დააფუძნეს.
ერთ-ერთი მათგანის დამფუძნებელი იყვნენ საქართველოსა და რუსეთის არბიტრთა ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლაშა ნოდია და მისი იურიდიული კომპანიის წევრები. ორი თვის შემდეგ, ლაშა ნოდიამ და პარტნიორებმა ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტ ჯორჯია“ დაუთმეს კანადურ-ინდურ ჯგუფის წევრებს.
დღეს ლაშა ნოდია აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან წლებია შეხება აღარ აქვს და საკითხის გარკვევაში ვერ დაგვეხმარება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ინვესტორი კომპანია დაფუძნდა იმისათვის, რომ ეწარმოებინათ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და საერთაშორისო ბაზარზე გაეტანათ. დამფუძნებლებს შორის, იმყოფებოდა პროფესიით აგრონომი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორად იყო არჩეული.
ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა შენგელია ამბობს, რომ არ იცის, რატომ წავიდნენ ინვესტორები საქართველოდან. უნივერსიტეტის პრეს-სამსახურს ვთხოვეთ იმ პირთან დაკავშირება, რომელიც საპატიო დოქროტად იყო არჩეული კავკასიის უნივერსიტეტში.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ,,კაუკაზიან ნექტარ პროდაქტის“ წარმომადგენლები, კერძოდ, სამი ბიზნესმენი, ამჟამად, კანადაში მუშაობს. კომპანია ,,კანადიან ნექტარ პროდაქტი“ საკმაოდ პოპულარული აგრარული კომპანიაა მათ ქვეყანაში. მათ აქციებში მონაწილეობას იღებს კანადის ხელისუფლების წარმომადგენლები. რის დამადასტურებელი ფოტოები წარმომდგენილია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტმა კანადურ კომპანიას (,,კანადიან ნექტარ პროდაქტს“) ელექტრონულ მისამართზე მისწერა შეკითხვით, საქართველოდან წასვლის მიზეზების შესახებ. თუმცა, სტატიის გამოქვეყნების დროს, პასუხი არ მიგვიღია. მიღების შემთხვევაში ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ.
ეკატერინე ვეფხვაძე ამბობს, რომ მისთვისაც უცნობია საქართველოდან ინვესტორების წასვლის თაობაზე. ის ერთ-ერთი ინვესტორის მიერ მინიჭებული უფლებით სარგებლობდა და ოფიციალურ დოკუმენტებს აწერდა ხელს. მასაც ვთხოვეთ ინვესტორთან დაკავშირება, თუმცა გვითხრა, რომ შეუძლებელია. მისი განმარტებით, პასუხს საზღვარგარეთიდან არ გაგვცემდნენ.
საინვესტიციო გარემო შიდა
ქართლში
2017 წელს, გორის მერიის დაკვეთით, კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველო“ გააკეთა კვლევა გორის მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ეს კვლევა წარმოადგენს გენერალური გეგმის შესადგენად განხორციელებულ წინასაპროექტო სამუშაოებს, რომლის სახელწოდებაა ,,ქალაქ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის დასკვნითი ანგარიში“.
ანგარიშის ქვეთავში: ,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“ ვკითხულობთ:
,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციათა მოცულობა უმნიშვნელოა. უკანასკნელი 10 წლის პერიოდში მას არ გააჩნია მუდმივი დინამიკა და მერყეობს -15 600 ათასი აშშ. დოლარიდან +14 750 ათას აშშ. დოლორამდე. 2016 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად მათი სრული მოცულობა 715 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა. ეს, მოცემული წლისათვის ქვეყნის მასშტაბით უმდაბლესიმაჩვენებელია. ამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად რეგიონში არსებული კონფლიქტი შეიძლება განვიხილოთ, რომელიც არ იძლევა მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების საშუალებას და არეალს დიდწილად ნაკლებ პროგროზირებად სახეს აძლევს. ომის შემდგომ პერიოდში, 2009 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, შიდა ქართლის რეგიონზე მოსულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციათა წილი ქვეყნის მასშტაბით 0.3% არ აღემატებოდა."
ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები