რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოლეგ იაძე: ,,სირცხვილი იყო არჩევნების წაგება კასპში"
პარტია ,,ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენელი ოლეგ იაძე,
მშობლიურ რაიონში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის,
სალომე ზურაბიშვილის მარცხს ადგილობრივ სამთავრობო გუნდს აბრალებს.
ამის შესახებ იაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც 2012 წელს, და სილა უნდა გააწნას ნაციონალურ მოძრაობას.
,,პარტიის შტაბში დღეს დამინახეს ჟურნალისტებმა, თორემ მე 5 წელია მანდ ვარ. მე სულ ბიძინა ივანიშვილის გუნდში ვარ და თანამდებობის მაძიებლები მოღალატეებად მიმაჩნია. ნაციონალური მოძრაობა მარტო ხელისუფლების დასამარცხებელი არ არის, ნაციონალური მოძრაობა ხალხმა უნდა დაამარცხოს. არ ეგონა საზოგადოებას, თუ ასეთი შედეგი დადგებოდა პირველ ტურში. მეორე ტურის არჩევნებზე ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, როგორც მაშინ 2012 წელს და ცხვირში სილა უნდა გააწნას სამუდამოდ, ისე, რომ აღარ იარსებობს ნაციონალურმა მოძრაობამ" - აცხადებს ოლეგ იაძე.
ოლეგ იაძე 2013 წელს კასპის გამგებელი იყო და ,,თავისუფალ დემოკრატებთან" დაპირისპირები გამო, პოსტი დატოვა. ,,მას შემდეგ ქართული ოცნების შტაბში სპორტის მიმართულებით ვმუშაობ და ოთახიც გვაქვს მეოთხე სართულზე. ის განცხადება თითქოს, მე ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, გამოვჩნდი პარტიაში, სიცრუეა." - ამბობს იაძე.
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ძველი გუნდის წევრებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
,,თუ დამაბრუნებენ კასპში და პარტიის ადგილობრივ გუნდს ვუხელმძღვანელებ, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, თუმცა ამას პარტიის ხელმძღვანელობა წყვეტს და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. სირცხვილი იყო კასპში წაგება. რატომ დავედით მაგ დონეზე, რომ კასპში ნაციონალებმა მოუგეს ქართულ ოცნებას? მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიცი კიდევაც რატომაც წააგეს, თუმცა არ მინდა ვიღაცას ვაწყენინო, ჩემი მართალი სიტყვით და თავს შევიკავებ. კასპში არჩევნები არ უნდა წაგებულიყო, კასპში არჩევნების წაგებას დღევანდელ მანდაურ მართველ ძალას ვაბრალებ" - აცხადებს იაძე.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები