რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ქარელის ვიცე-მერი გადადგა - ,,ქართლის სტუდიაში" გაკეთებული განცხადების შემდეგ
ქარელის ვიცე-მერი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ნუგზარ დაბრუნდაშვილმა გუშინ საღამოს მიიღო.

მისი თქმით, თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა: ,,რატომ წავედი სამსახურიდან, ეს უკვე ჩემი საქმეა. მივდივარ სახლში" - განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

უკავშირდება თუ არა მისი გადადგომა ძამას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე, ნუგზარ დაბრუნდაშვილმა საუბარი აღარ ისურვა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ის გუშინ სასულიერო პირებთან შეხვედრას აპირებდა. 

რა თქვა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა? - ,,აჭარლები გაგვექცნენ, სასულიერო პირები ავიწროვებენ"

ქარელის ვიცე მერმა გადაცემა "ქართლის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხეობა ათობით ოჯახმა დატოვა. ამის მიზეზი კი სასულიერო პირების მიერ, ადგილობრივ მცხოვრებლებზე განხორციელებული ზეწოლაა. ქარელის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სასულიერო პირები ადგილობრივებს არამარტო რელიგიური, არამედ სხვა ნიშნითაც დევნიან. აჭარელი ეკომიგრანტები, რომლებმაც ხეობა სასულიერო პირების სავარაუდო შევიწროვების შედეგად დატოვეს, მუსლიმები არიან.

ვიცე მერი საკუთარ პოზიციას იმ რეალობით ამყარებს, რა რეალობაც გვერძინეთის სკოლაშია. კერძოდ, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 3-4 წლის წინ თუ 60 ბავშვი სწავლობდა, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 11-ს აღწევს.





"გვერძინეთი თავის დროზე ადმინისტრაციული ცენტრი იყო, მაგრამ აჭარლებიც გაგვექცნენ, სამწუხაროდ. ძალიან ცოტა დაგვრჩნენ. ესენი ეკომიგრანტები არ არიან. თვითნებურად ჩამოსულები არიან ჯავახეთიდან. გამსახურდიას პერიოდში, ჯავახეთში ჩაასახლეს, ხელისუფლებამ ახალი სახლები აუშენა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდნენ. ჯავახეთში მკაცრი კლიმატია და დაიცალა იქაურობა. ჩვენი ორი სოფელი დაიკავეს. ძალიან კარგად მიიღეს დარჩენილმა ადგილობრივებმაც, ხელისუფლებამაც. საარჩევნო სიებშიც შეიყვანეს და ცხოვრობდნენ დღემდე, მაგრამ ამ ბოლო წლებში დაიწყეს ისევ უკან წასვლა. ეკრანის წინ ცოტა ძნელია თქვა, რატომ... სასულიერო პირებმა შეავიწროვეს ძალიან. მოგეხსენებათ, რომ ძამის ხეობა სავსეა ეკლესია-მონასტრებით. ცოტა ცუდი მიდგომის გამო მოხდა ეს. სხვა სოფლებშიც გვყავს მთავრობის მიერ ჩამოსახლებული ეკომიგრანტები და ინათლებიან, ქორწინდებიან. აი მანდ, მოხდა ეგრე", – განაცხადა ნუგზარ დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა, თუ არა რელიგიური ნიშნით შევიწროებას, ვიცე-მერმა უპასუხა: "არა მარტო რელიგიური ნიშნით. მაპატიეთ. დავასრულებ ლაპარაკს ამ თემაზე კამერის წინ.

- სახელმწიფო ვერ იცავს მათ უფლებებს?

- თუ ჩაერია კი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად არალეგალურად ხდება, რომ... წავიდა მოსახლეობა, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა. რატომ წავიდა და რისთვის, ამის ძიებას ჩვენ ნამდვილად ვეღარ დავიწყებთ. ბევრი წავიდა და ამის გამო თუ იმის გამო, წავიდნენ. სკოლა დატვირთული გვქონდა და ამჟამად, 11 ბავშვიღა დადის, როცა დაახლოებით 60 ბავშვი დადიოდა. უკანასკნელი სამი-ოთხი წლის მანძილზე ნელ-ნელა შემცირდა", – აცხადებს ქარელის ვიცე-მერი.

შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაცემა "ქართლის სტუდიაში", ქარელის ვიცე მერის მიერ, გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ნუგზარ დაბრუნდაშვილის კომენტარს, იმის შესახებ, რომ სასულიერო პირები აჭარელ ეკომიგრანტებს რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ, რის გამოც, მოსახლეობა ხეობას ტოვებს.

როგორც qartli.ge-ს, ძალოვანი უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყეს, რაც გულისხმობს: ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მუხლის დამრღვევი ისჯება ჯარიმით, ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


შემცირებული თაობა გვერძინეთში

გვერძინეთის სკოლის დირექტორი qartli.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიხეილ კოჩალიძე ამბობს, რომ 2012 წლამდე თუ 80-მდე მოსწავლე ჰყავდათ, ახლა მათი რიცხვი 6-ს შეადგენს.

სკოლის დირექტორის თქმით, სოფელს ადგილობრივი მცხოვრებლები ტოვებენ და სხვა რეგიონში გადადიან. კოჩალაძე გვეუბნება, რომ მიწები სასულიერო პირებმა მიითვისეს, რამაც ძამას ხეობაში მიგრაცია გამოიწვია.

"ჩვენი სკოლა საბაზისოა, ცხრა კლასიანი. ამ დროისთვის 6 ბავშვი სწავლობს, ყველა გვერძნეთელია. შემდეგ მოსწავლეები სწავლას სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, ეს სოფელი 10 კილომეტრშია. თუ ზღუდერში არ წავიდნენ, მაშინ გადადიან ბათუმში ან თბილისში. ოჯახები მიდიან სოფლიდან. გვერძნეთიდან ოჯახებმა და შესაბამისად მოსწავლეებმაც, გადინება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყეს. 2012 წელს თუ 80 მოსწავლე მყავდა, დღეს მათი რიცხვი 6 - მდეა შემცირებული. შიდა მიგრაცია ხდება წალკაში, ბათუმსა და თბილისში. მიზეზი მცირემიწიანობაა. ოჯახები სასოფლო სავარგულებს ვერ ამუშავებენ, რადგან, მათი უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული. გვერძნეთში 7 წლის წინ, 45 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რაოდენობა 17-ია. დაცლილია ასევე სოფლები: კოდბაანი და წიფლოვანა. კოდბაანში 11 ოჯახი ცხოვრობდა, წიფლოვანაში 7 ოჯახი."-აცხადებს კოჩალაძე.

ცნობისთვის, ძამას ხობიდან აჭარელი ეკომიგრანტების მიგრაციაზე გადაცემა "ქართლის სტუდიაში" ქარელის ვიცე მერმა, ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარელი ეკომიგრანტები ხეობას იმიტომ ტოვებენ, რომ მათ სასულიერო პირები რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ.

ფაქტს უარყოფს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და მოადგილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. "ქართლის სტუდიაში" გაკეთებული განცხადების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის ვიცე მერი: ,,აჭარლებიც გაგვექცნენ, სასულიერო პირებმა შეავიწროვეს“ (ვიდეო)

ომბუდსმენი აჭარელი მიგრანტების რელიგიური ნიშნით შესაძლო შევიწროვების ფაქტით დაინტერესდა

ქარელის მერი, მისი მოადგილის გაცხადებას სიცრუეს უწოდებს


,,ქართლის სტუდია" - აჭარლები ძამას ხეობაში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.