რედაქტორის რჩევით
უფლისციხეში ფლორენციელმა სპეციალისტებმა საშიში ზონები გამოკვეთეს
2019 წლის ივლისში ჩატარებული
კვლევის ფარგლებში ძეგლზე მდგომარეობის საერთო გაუარესება შეინიშნება,
რაც მონიტორინგის და ზიანის შემარბილებელი ზომების მიღების მხრივ,
გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს. ამის შესახებ უცხოელმა მკვლევარებმა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელს წერილობით
აცნობეს.
ნიკოლოზ ანთიძის სახელზე გაგზავნილ დოკუმენტს თან ახლავს სუათები, სადაც დაზიანებული სამივე ზონის გამოსახულება ჩანს ჩამოშლამდე და ჩამოშლის შემდეგ.
უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ქალაქის შესახებ წინასწარი დასკვნის ფარგლებში იდენტიფიცირებულია შემდეგი პოტენციური საფრთხეები:
1. გაშიშვლებული ქანი რბილ, გამოფიტულ, ძირითადად ძლიერ დაბზარულ ფაციას (ქვიშაქვის ფორმაციას) წარმოადგენს;
2. გასული წლის მანძილზე ქვათაცვენამ და დესტაბილიზაციურმა პროცესებმა გავლენა მთელს ქარაფზე იქონია;
3. ზემოთ ხსენებული პროცესები დღემდე აქტიურია და პოტენციურ საფრთხეს მთელს ძეგლს უქმნის, რაც პირველ რიგში კლდეში ნაკვეთი ქალაქის ზედა ნაწილში მიმდინარე რეტროგრესიულ ფენომენს გულისხმობს;
4. მთავარი კრიტიკული ზონის იდენტიფიცირებისა და რისკების შერბილების მიზნით აუცილებელია ძეგლის უფრო დეტალური კვლევა და მონიტორინგი. მონიტორინგის სისტემის მონტაჟი და რისკების შემცირების გეგმის შედგენა სასწრაფოდ უნდა განხორიცელდეს.
სპეციალისტების აღნიშნავენ, რომ საჭიროა ძეგლის რეგულარული მონიტორინგი, რაც ქანის ჩამოქცევის საშიშროებას შეამცირებს და ქარაფის მთავარ აქტიურ ზონას გამოავლენს. ასევე, ქანის ძირითადი ფიზიკური მახასითებლების, წყლით/ტენიანობით მოწყვლადობის, სიმაგრის პარამეტრების დასადგენად (მშრალ და სველ მდგომარეობაში) ნიმუშებზე ლაბორატორიული ცდების ჩატარება.
შესამუშავებელია შესაფერისი საკონსოლიდაციო გეგმა, რომელიც TLS მონაცემებს და ქანის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს.
,,პირველი რეაგირება ყველაზე კრიტიკულ უბნებს უნდა შეეხოს, ამავდროულად, მიმდინარე მონიტორინგის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს პოტენციურად კრიტიკული უბნები. ახალი ჩამოქცევების თავიდან ასაცილებლად, რაც ყველაზე მეტად ზამთრის გავლენას მოყოლილი გაზაფხულის წვიმიანი სეზონის დროს არის მოსალოდნელი, საჭიროა რისკის შემამცირებელი მექანიზმების (ქანის გამაგრება, ანკერები) მონტაჟი." - წერია დასკვნაში.
ცნობისათვის, 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში ასევე 2019 წლის ივლისში, უფლისციხეში ქართველი და იტალიელი ექსპერტების ერთობლივი ჯგუფის მიერ ჩატარებული საველე კვლევების ფარგლებში გამოვლინდა ბოლო ზამთრის/გაფხულის მანძილზე განცდილი თერმული/კლიმატური გავლენის შედეგად მეწყრის და ქვათაცვენის ანომალიური ზრდა.
ბოლო კვლევებმა (2018 წლის ზაფხული - 2019 წლის ზაფხული) და ქარაფის რეგულარულმა ვიზუალურმა ინსპექციამ (დრონით მონიტორინგი, ლაზერული სკანირება (TLS ), ციფრული ფოტოგრამმეტრია) გამოავლინა, რომ მხოლოდ ერთი წლის მანძილზე უფლისციხის ქარაფის სამ სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული ტიპოლიგიის, კინემატიკის და გავრცელების მასშტაბის ქვათაცვენა მოხდა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები