რედაქტორის რჩევით
გორში ახალი ,,ზებრები" დაიხაზება
ქალაქის ქუჩებში ზებრა-გადასასვლელების დახაზვის მიზნით, გორის მერია
ტენდერს აცხადებს. თავზარაშვილის უწყებას აღნიშნული სამუშაოების
განსახორციელებლად 350 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. როგორც
qartli.ge-ს მერიაში განუცხადეს, კომპანიამ ზებრები ცივიპლასტით და
თერმოპლასტით უნდა დახაზოს, რომელსაც სამწლიანი საგარანტიო ვადა
ექნება.
„ტენდერის გამოცხადების ვადა გუშინ ამოიწურა, ახლა მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა. სამუშაოები იმ ადგილებში განხორციელდება, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით არ მომხდარა გადასასვლელების დახაზვა“,-გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს დახაზული ზებრები ერთ თვეზე მეტია გაუფერულებულია. qartli.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ მათთვის მერიას პრობლემის შესახებ არ უცნობებია.
„კონტრაქტორი კომპანია ვალდებულებას იღებს ერთი წლის განმავლობაში პრობლემა გამოასწოროს თუმცა, სამუშაოები მას შემდეგ განხორციელდება რაც, მერია მოგვმართავს,“-გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, კომპანია „ელიტ ტექნოლოჯმა“ 26 ივნისის ღამე განახორციელა. ზებრები დახაზვიდან ორ კვირაში წაიშალა. ამის მთავარი მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ სამუშაოების დასრულებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გორში ძლიერი წვიმა მოვიდა.

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები