რედაქტორის რჩევით
კალენდარი
მოყვარულთა თასის მფლობელი ხაშურის „დურუ“ გახდა
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული ხაშურის მუნიციპალიტეტის გუნდი "დურუ" გახდა.

შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონები მოყვარულთა ლიგაზე 10 გუნდით ასპარეზობდნენ.

გუნდებმა სულ 18 მატჩი გამართეს და გამარჯვებული ქულების მიხედვით გამოვლინდა. ხაშურის „დურუ“-მ სულ 51 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე გორის „მეჯვრისხევი“ 48 ქულით გავიდა ,ხოლო მესამე ადგილი ქარელის „ფრონემ“ 45 ქულით დაიკავა.

მოყვარულთა ლიგა UEFA-ს ეგიდით ევროპის მასშტაბით ტარდება, საქართველოში პროექტი ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭრით ხორციელდება.

მოყვარულთა ლიგის რეგიონული ეტაპი მაისში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 415 გუნდი იბრძოდა რეგიონული ტიტულის მოსაპოვებლად.

ხაშურის „დურუ“ ასპარეზობას უკვე ზონალურ ტურნირზე გააგრძელებს, სადაც ის 32 გუნდი იასპარეზებს, რომელებმაც რეგიონული ტურნირი მოიგეს. საფეხბურთო მატჩები 16 ნოემბერს დაიწყება. გამარჯვებული გუნდი კი ევროპაში გაემგზავრება ევროპის მოყვარულთა ლიგის ჩემპიონატზე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.