რედაქტორის რჩევით
კალენდარი
"გორის მერი ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს" - ბრიფინგი ენმ-ში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბექა ქორჩილავა გორის მერს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით, მან ,,ენმ’’-ს გორის ოფისში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებთან იმ სქემაზე ისაუბრე, რომლის მეშვეობითან მისი თქმით, კოტე თავზარაშვილი მოსახლეობას ძარცვავს.

,,მერიამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა და მოსახლეობის ძარცვა კანონის ძალით დაიწყო. გაღარიბებული და გაღატაკებული ადამიანების სიმწრით გადახდილ გადასახადებს ქარს ატანს. მერმა პრემიები და დანამატები არ იკმარა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მორიგი თაღლითობა შესთავაზა. 10 ავტომობილის მოვლა-შენახვისთვის, რომლებსაც რესურსი პრაქტიკულად ამოწურული აქვთ 2019 წელს, აგვისტოდან 31 დეკემბრამდე - 476 073 ლარის ტენდერი გამოყო. ‘’ - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი, ბექა ქორჩილავა.

მისი თქმით, თავზარაშვილი პრეზიდენტის რწმუნებულის, ხოჯევანიშვილის ხელის ბიჭია და გადაწყვეტილებებსაც მისი სურვილისამებრ იღებს.

,,ამ თანხებით შესაძლებელი იყო ახალი ავტომობილების შეძენა, თუმცა ვფიქრობ ეს არის მხარის გუბერნატორის მორიგი ,,ხუშტური’’. უბრძანა ე.წ. მერს, თავის ხელის ბიჭს კონსტანტინე თავზარაშვილს და შესაბამისად, მანაც შეასრულა ეს ბრძანება. ტენდერი მოგებული აქვს ციალა გოგლიძეს. პრემია-დანამატებზე, ჯილდოებზე, მივლინებებში ცოლის დაქალებით სიარულზე უარს არ ამბობენ და ახლა უკვე ძველი ავტომობილების რეაბილიტაციიც დაკავდნენ.’’

ქორჩილავამ თავზარაშვილს წარსულიც შეახსენა და სხვა არამიზნობრივად დახარჯული თანხების გამოაშკარავებაც დააანონსა.

,, ბატონი კოტე იყო რომ დაბრძანდებოდა და დედას იფიცებოდა პრემიას არ ავიღებო. პრემია-დანამატები არ იკმარა და ახლა ასე ძარცვავს მოსახლეობას. აუდიტის სამსახურის დასკვნაშიც წერია, რომ გორის მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონდეს ამხელა ავტოპარკი, რადგან არ სჭირდება.  ვაანონსებ რომ უახლოეს პერიოდში ,,ენმ’’ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ამცნობს თუ კიდევ რაში ყრის გორის მერი თანხებს და კიდევ რაში იხარჯება არამიზნობრივად’’ - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

საპასუხოდ გორის მერიაში გვითხრეს რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მოსახლეობას დაუზუსტებელ ინფორმაციას აწვდის და თანხა, რომელზეც ბექა ქორჩილავა ბრიფინგისას საუბრობს, მერიას მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურეობისთვის არ გამოუყვია.

,,481 603 ლარი (და არა 476 073 ლარი, რაც კადრში დაფაზეა დატანილი) პრეისკურანტის (საქონლის /ამ შემთხვევაში ავტომანქანების სათადარიგო ნაწილების/ ნუსხა ფასებთან ერთად) ჯამური ღირებულებაა.
2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 8 ავტომანქანის ტექნიკურ მომსახურეობას ჯამში 40 000 ლარი მოხმარდა.
უწყებამ აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვის მიზნით ტენდერი 2-ჯერ გამოაცხადა. შედეგად გაფორმდა 25 000 და 15 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები.
ბექა ქორჩილავა შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.’’ - აცხადებენ მერიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.