რედაქტორის რჩევით
აქცია ოძისთან - თავისუფლება ვაჟა ექიმს
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისთან აქცია გაიმართა.
პროცესი თბილისიდან დაიწყო. მოქალაქეები დილის 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე უკვე შეიკრიბნენ და საოკუპაციო ხაზისკენ გაემართნენ.
,,ყველა ადამიანს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმომავლობისა, ვისაც გული შეგტკივათ პატრიოტი ადამინის უკანონო ტყვეობაზე, გთხოვთ დაგვანახოთ თქვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ერთად მივიდეთ საოკუპაციო ხაზთან და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი." - ასეთი იყო მიმართვის ტექსტი.
შეგახსენებთ, 13 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ,,ეხო კავკაზა" ჟურნალისტის ცნობით, რომელიც ცხინვალში იმყოფება, გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე მიიღეს. სხდომას ფატიმა პარასტაევა ხელმძღვანელობდა.
”ეხო კავკაზის” -ს კორესპოდენტის ცნობით, გაფრინდაშვილი სასამართლო დარბაზში თავის ადვოკატ ვლადიმერ ფიდაროვთან ერთად იმყოფებოდა.
გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთის ფედერაციის სისხლი სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რაც ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ვადით ორ წლამდე ვადით ან პატიმრობით იმავე ვადით.
მომდევნო პროცესი 2019 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება - იტყობინება ცხინვალელი ჟურნალისტი.
ქართველი ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე-ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. მას მიენიჭა ორთვიანი პატიმრობა. თავად ექიმი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
თამილა ლაფანაშვილი (ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე) ,,ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ დააყენა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ჟენევის დისკუსიებში 10-11 დეკემბერს და ასევე განიხილეს პრაღაში ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის დროს. რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ვამბობთ რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია.
გუშინდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება! რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება. ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი"

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები