რედაქტორის რჩევით
კალენდარი
შიდა ქართლის რეგიონში 45 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას 45 დევნილ ოჯახს გადასცემს.

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 540-მა იძულებით გადაადგილებულმა ოჯახმა შეავსო. დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა. აღნიშნული ქულები სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სიის გამოქვეყნების შემდგომ, დევნილ ოჯახებს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენისათვის 15-დღიანი ვადა მიეცათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გადაფასდა.

ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახები დაექვემდებარებიან მონიტორინგს:

• ერთოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4 ან მეტი ქულა;

• ოროთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 3 ან მეტი ქულა;

• სამოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა;

• ოთხოთახიანი ბინები - დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 6,5 ან მეტი ქულა.

კომისია იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხსაც განიხილავს, რომლებიც ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებში ცხოვრობენ. ასევე, განიხილება იმ ოჯახების განსახლების საკითხი, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს.

მონიტორინგის ჯგუფები მინიჭებულ ქულებს გადაამოწმებენ და დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან.

გადამოწმებული განაცხადები, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება, რომელიც თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

ბინების განაწილების პროცესი ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იხ. ვრცლად: http://gov.ge/s/7e06c

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.