რედაქტორის რჩევით
კალენდარი
თიბისის და MY.GE-ს ინიციატივით საქართველოში ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტი იქმნება [R]
თიბისის პროგრამა "სტარტაპერისა“ და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სტარტაპ მარკეტი Mystartup.ge იქმნება.

ინიციატივის ფარგლებში, დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში შეძლებენ.

სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.

“სტარტაპერისა“ და MY.GE-ს თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებით შეძლებენ სარგებლობას:

საქართველოში ყველაზე დიდ ონლაინ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
ონლაინ გადახდები და განვადება;
კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
ბრენდირებული ვებ-გვერდი, პრაქტიკულად ნულოვანი დანახარჯებით.

ახალი ონლაინ სტარტაპ მარკეტი აპრილიდან ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე რეგისტაციას 7 თებერვლიდან შეძლებენ.

პროექტის პრეზენტაცია სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შედგა, სადაც MY.GE-ს და პროგრამა “სტარტაპერის” წარმომადგენლებმა სიახლის შესახებ ინფორმაცია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს.

Mystartup.ge-ს შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://www.mystartup.ge/.

საქართველოში ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმა MY.GE 2002 წელს შეიქმნა და მას ყოველთვურად 2.2 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. MY.GE ამ ეტაპზე 8 ვებ-გვერდს აერთიანებს: Mymarket, Myauto, Myhome.Myparts, Myshop, Myads, Myjobs, Mysports.



თიბისის პროგრამა “სტარტაპერის” მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა. პროგრამა მოიცავს სტარტაპერებისთვის ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.