რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,დაახლოებით 20 წლის წინ გამგებელი ძებნილი იყო” – დაძაბულობა არჩევნების წინ ქარელში (VIDEO)

ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზაზა გულიაშვილი 23 წლის იყო.ქარელის რაიონში არჩევნები დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. ემიკო ფეიქრიშვილი, რომელიც თვლის, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრია, სალომე ზურაბიშვილის პარტიის წარმომადგენელს, პაატა ღვიანიაშვილს ეხმარება და მხარს მას უჭერს. პაატა ღვინიაშვილი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეა.

რაც შეეხება კოალიცია ,,ქართულ ოცნებას", მისი კანდიდატი ზაზა გულიაშვილია. გულიაშვილი, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, 9 თვის განმავლობაში რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსურლებლის პოსტს იკავებდა. ქარელში აშკარად იგრძნობა, რომ ბრძოლა ორ კანდიდატს – ზაზა გულიაშვილსა და პაატა ღვინიაშვილს შორის მიმდინარეობს.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე ემიკო ფეიქრიშვილი, ზაზა გულიაშვილის შესახებ, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ზაზა გულიაშვილი 23 წლის იყო.

,,1996 წლის 26 ივლისს ქარელის რაიონის სოფელ სასირეთის მახლობლად ზაზა გულიაშვილმა, იმ მოტივით, რომ ნახირს მის ბაღში აძოვებდნენ, ურთიერთშეკამათების დროს, ბარის ტარის თავში დატყმით, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა სოფელ სასირეთში მცხოვრებ ნოდარ ვლადიმერის ძე გოგინაშვილს, კობა ნოდარის ძე გოგინაშვილს და გიორგი კუკურის ძე გოგინაშვილს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქარელის შს განყოფილებაში აღირძრა სისხლის სამართლის საქმე #2796092, 1996 წლის 23 ოქტომბერს კი ზაზა გულიაშვილი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე მუხლის პირველი ნაწილით და 112-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენება), ხოლო 6 ნოემბერს ქარელის საგამოძიებო ქვეგანყოფილების მიერ ზაზა გულიაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა (სამძებრო საქმე #027031/96) და აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. გატარებული ღონისძიების შედეგად 1997 წლის 18 მარტს ზაზა გულიაშვილი დაკავებული და მოთავსებული იქნა წინასწარი მოთავსების იზოლატორში" – აცხადებს ემიკო ფეიქრიშვილი.

ემიკო ფეიქრიშვილი 9 თვის წინ რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან იმ საკრებულომ გადააყენაა, რომელსაც პაატა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა. დღეს ფეიქრიშვილი პაატა ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბშია. მან ზაზა გულიაშვილის მოადგილედ ცოტა ხანი დაჰყო და შემდეგ აქედანაც გაათავისუფლეს.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზაზა გულიაშვილს საარჩევნო შტაბში შევხვდით. პირველ რიგში მტკიცებულებები მოგვთხოვა.

,,თუ ემიკო ფეიქრიშვილი კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმომიდგენს, ამის შემდეგ, კერძოდ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ წარმოვადგენთ ემიკო ფეიქრიშვილის 4-ჯერ ნასამართლეობის შესახებ მტკიცებულებებს. ამჟამად, არც კი მინდა მის დონემდე დავიდე. მას პასუხს პირველ რიგში არჩევნები და ხალხი გასცემს" – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.