რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა
21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დამატებით 3
ადამიანს დაუდასტურა და საერთო რიცხვმა 47-ს მიაღწია.
მათ შორის, 2 ახალი შემთხვევა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებულ საკარანტინო სივრცეში პირველად დღეს დადასტურდა.
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის განცხადებით, ინფიცირებულები არიან 25 წლამდე ასაკის 1 ქალი და ერთი მამაკაცი. მათგან ერთი იუნკერია.
,,ჩვენთან ამ წუთას იმყოფება 59 პაციენტი, აქედან 32 არის სამხედრო მოსამსახურე და 27 სამოქალაქო პირი. გუშინ გავაგზავნეთ 11 ნიმუში და 11 ნიმუშიდან ორს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორივე პირი არის 25 წლამდე, ერთი მათგანი არის იუნკერი, მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, ჩამოფრინდა 16 მარტს და იმყოფებოდა კარანტინში, სადაც დაუფიქსირდა დაბალი ტემპერატურული რეაქცია და 18 მარტს გადმოყვანილი იქნა გორის ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკურად მასთან ძალიან სუსტად არის გამოხატული სიმპტომატიკა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ის გახლავთ ქალბატონი, რომელთანაც სიმპტომატიკა არის გამოხატული ცხელებით. მასაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 20 მარტს ჩამოფრინდა და აეროპორტიდან მოხვდა პირდაპირ ჩვენთან, ბოქსირებულ განყოფილებაში. სოციალური დისტანცია ორივესთან დაცულია,“- განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, 1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები