რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
უსამსახუროდ დარჩენილები თვეში 200 ლარს მიიღებენ, თვითდასაქმებულები თვეში - ერთჯერადად 300 ლარს
საქართველოს პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებე
ნ.
გახარიას თქმით, დახმარებით სარგებლობას შეძლებს 350 00 ადამიანი, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს - 460 მილიონ ლარს.

ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას.

6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან.

1500-ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გადთავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან. ეს არის 250 მილიონი ლარია ბიუჯეტისათვის.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, ან თვითდასაქმებულები შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ეს არის დაახლოებით - 75 მილიონი ლარი.

სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ, რომელიც 6 თვეზე გადანაწილდება. დახმარებას მიიღებენ ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კერძოდ, დახმარებას მიიღებენ: სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა საერიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა, ანუ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს რეალური პენსიის მოცულობაზე.

70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.

მიუხედავად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები, ხოლო 70 წლის და ზემოთ ასაკის პენსიონერთათვის 25 ლარზე ნაკლები.
ძალაში რჩება 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერთათვის, 1 ივლისიდან 30 ლარით პენსიის ზრდა. ამით ისარგებლებს 410 000 პენსიონერი.

ეპიდემიის დასრულების შემდგომ, განიხილება სოციალური დახმარების სისტემა - ქულების მინიჭება და ფინანსური დახმარების ოდენობა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.