რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოძისში საქართველოს ხელისუფლებას დათა ვანიშვილის რძალი გადასცეს
ოძისის გამშვებ პუნქტზე საქართველოს ხელისუფლებას 27-წლის თათია
ადიკაშვილი გადასცეს, რომელიც მეუღლესთან, მალხაზ ვანიშვილთან
(ქორთიაევი) ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 29-წლის მალხაზ ქორთიაევს ,,მოქალაქეობა'' მისცა, ხოლო თათია ადიკაშვილი მშობლიურ სოფელში დააბრუნა.
29-წლის მალხაზ ვანიშვილი პაპის, დათა ვანიშვილის სახლში უპრობლემოდ იცხოვრებს, ხოლო მისი მეუღლე - თათია ხურვალეთში, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს იქნება, სადაც მისი დედ-მამაა.
ცოლ-ქმრის ყოველი შეხვედრა შესაძლოა კვლავ დაკავებით დასრულდეს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ირაკლი ანთიძე ამბობს, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საკუთარი სურვილით გადავიდა. მალხაზმა დე-ფაქტო მთავრობას მოქალაქეობა სთხოვა.
მალხაზ ვანიშვილი და თათია ადიკაშვილი 2019 წლის დეკემბერში შეუღლდნენ. მალხაზის მშობლები ვლადიკავკაზში ცხოვრობენ. ის პაპასთან ხშირად ჩადიოდა, სადაც გაიცნო თათია ადიკაშვილი, რომელიც ხურვალეთში ცხოვრობდა.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პირველად 2020 წლის აპრილში იმ დროს დააკავეს, როცა შვილიშვილი და რძალი პაპასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. ღამით ჯერ მალხაზი წაიყვანეს, დილით კი, - თათია. კორონავისუსთან დაკავშირებით, საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარი ხურვალეთში დააბრუნეს.
ახლა კი, ირაკლი ანთიძის ცნობით, ცოლ-ქმარი კვლავ გადავიდნენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბიჭს მოქალაქეობა მისცეს, გოგოს - არა.
ხურვალეთი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სოფლის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. ეს სოფელი რამდენიმე უბნისგან შედგება, მათ შორის, დიდი ხურვალეთი, ახალი ხურვალეთი (იგივე ბობნევი). დათა ვანიშვილის სახლი სწორედ ახალ ხურვალეთში დგას. მავთულხლართების გავლების შემდეგ, მისი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები