რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ,,ჟანგბადის ქარხანა’’
2020 წლის 8 მარტს გორის
მცხოვრებლებმა ქუჩაში დაინახეს ქალი, რომელიც იცოდნენ, რომ ის-ის იყო,
იტალიიდან ჩამოვიდა. ქალი, სოციალურ ქსელში, 200-ზე მეტი მომხმარებლის
მხრიდან გაკიცხვისა და აგრესიის მსხვერპლი გახდა. მოქალაქეები მას
თვითიზოლაციის 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო
საყვედურობდნენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეს პიროვნება მეორე დღესვე მოინახულა და თვითიზოლაციაში გადაიყვანა.
მაშინ, როდესაც გორში ეს ამბავი მოხდა, სულ 10 დღე იყო გასული იმ დღიდან, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მარტში უკვე მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა. საქართველომ 3 მარტიდან შეზღუდვები დააწესა. ჩაიკეტა საზღვრები, აიკრძალა გარკვეულ საათებში გადაადგილება.
საზოგადოება შეშინებული იყო ჯერ კიდევ უცხო ვირუსის გამო. აქტიური მოქალაქეები არ ერიდებოდნენ მათ საჯაროდ გაკიცხვას, ვიზეც ეჭვობდნენ, რომ ინფიცირებული იყო. ხშირად ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა ის ხალხიც, ვინც იმ დროს საზღვარგარეთიდან ბრუნდებოდა. ამ დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი სულ რამდენიმე დღის გადაკეთებული იყო კოვიდკლინიკად.
რა ხდება დღეს?
თითქმის 10 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გორში იტალიიდან დაბრუნებული ქალი გაკიცხეს. ქვეყანა უკვე კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. მხოლოდ ბოლო 3 თვეში, რეგიონში, კორონავირუსის 11 264 შემთხვევა დადასტურდა. ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში რეგიონში 11 264 ადამიანი დაინფიცირდა.
დიაგრამა: ,,ინფიცირების მაჩვენებელი მეორე ტალღა რეგიონში
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ქალაქ გორის სასაფლაოზე, ნოემბერსა და დეკემბერში კორონავირუსით ინფიცირებული 32 ადამიანი დაკრძალეს.
პანდემიის პირველივე დღესვე გორის ჰოსპიტალი საქართველოში ერთ-ერთ მთავარ კოვიდცენტრად იქცა. კლინიკა საკარანტინო ზონად 2020 წლის 1 მარტს გამოცხადდა.
როგორ მუშაობდა და მუშაობს დღემდე გორის ჰოსპიტალი, რა პრობლემებს აწყდებოდნენ პანდემიის განმავლობაში, რა ხარჯი გასწია ჰოსპიტალმა, რა მედიკამენტებს იძენდნენ და რა საჭიროებებზე საუბრობდნენ ექიმები და რა არის „ჟანგბადის ქარხანა“ - ამის გასარკვევად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის ჰოსპიტალის დირექტორების მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი წერილები შეისწავლა
2020 წლის 4 მარტს, ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა ჟანგბადის 250 ცალი ნიღბის შესყიდვა მოითხოვა. მისი წერილიდან ირკვევა, რომ კლინიკის აფთიაქში ზოგიერთი სახარჯი მასალის მარაგი ამოწურული იყო. ასევე, მარტის ბოლომდე ჰოსპიტალმა განსაკუთრებული ყურადღება სადეზინფექციო საშუალებებს მიაქცია - შეიძინეს როგორც სამედიცინო აღჭურვილობის დასაცავად, ასევე, მედპერსონალისა და პაციენტებისთვის.
რაც შეეხება სამკურნალო წამლებს, 24 მარტის წერილში დავით ბარლიანი ადასტურებს, რომ ჰოსპიტალში, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით მიმდინარეობდა, კერძოდ, მედიკამენტ ,,პლაქველინის“ მეშვეობით. ბარლიანის წერილით ირკვევა, რომ მარაგის სახით მხოლოდ 1 კოლოფი ჰქონდათ, რომელიც 60 ტაბლეტისგან შედგება. 24 მარტს ჰოსპიტალმა 10 კოლოფი „პლაქველინი“ შეიძინა, რაც 600 ტაბლეტს უდრის.
31 მარტს ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ სამედიცინო პერსონალის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, ვიდეო ლარინგოსკოპი შეიძინა. ,,ეს საშუალებას მისცემს ექიმს დისტანციურად მოახდინოს პაციენტის ინტუბაცია, რაც ინფიცირების პრევენციაა’’ - აღნიშნა 31 მარტის წერილში ჰოსპიტლის დირექტორმა.
ინტუბაცია სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენას გულისხმობს. მარტის ბოლოს ჰოსპიტლის მარაგში გაჩნდა ერთი ლარინგოსკოპი და 2 ცალი ვენტილაციის ნიღაბი.
8 აპრილს ცნობილი ხდება, რომ ჰოსპიტალმა „პლაქველინის“ მარაგი ამოწურა. როგორც ზემოთ ვწერდით, ორი კვირის ადრე, ჰოსპიტალს 600 ტაბლეტი „პლაქველინი“ ჰქონდა შეძენილი. ჰოსპიტალმა მოიმარაგა 17 კოლოფი, ანუ 1020 ტაბლეტი. აპრილის ბოლოს კიდევ 15 კოლოფი (900 ტაბლეტი) დაამატეს. აპრილის ბოლოს დასჭირდათ ასევე 5 ცალი აეროზოლური თერაპიის ნიღაბი და 20 ცალი სანაციის დახურული სისტემა, რაც პაციენტების ინტუბაციისთვის იყო საჭირო.
8 მაისს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ადგილზე მოეწყოთ ,,PCR სისტემა’’, რომლითაც გორში, კორონავირუსის გამოვლენის მიზნით, ტესტირება დაიწყებოდა.
ჰოსპიტლის ბიუჯეტიდან 128 000 ლარი გამოიყო. გეგმის მიხედვით, სისტემის მოწყობა ერთ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით შემოდგომით ვნახავთ, თუ როგორ მუშაობდა „PCR სისტემა:
,,ბოლო ორი თვის განმავლობაში, სამხედრო ჰოსპიტალმა 500-მდე სტაციონარული და 100-მდე ამბულატორიული პაციენტი მიიღო, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ COVID-19 ინფექციით საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევებით. გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო ჰოსპტალი, გარდა სამოქალაქო კონტინგენტისა, სრულ პატრონაჟს უწევს და პასუხისმგებელია სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე პირთა ჯანმრთელობაზე, საჭიროა ჰოსპიტალი აღიჭურვოს თანამედროვე PCR სისტემით, რაც საშუალებას მოგვცემს სამუშაო პროცესი გახდეს მეტად მოქნილი, რაციონალური, ასევე დაიზოგება სახელმწიფო რესურსი, ნიმუშების ტრანსპორტირება, ჰოსპიტალში საწოლზე დაყოვნების ოპტიმიზება." - აღნიშნულია 10 მაისის წერილში.
მაისში, კლინიკის პერსონალმა, იმ მიზეზით, რომ „ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების კვლევებმა აჩვენა, ხშირ შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებოდათ ვიტამინ D3-ის ნაკლებობა“ 60 ფლაკონი კოლედანის წვეთები შეისყიდა.
ჯერ კიდევ მაისში, გორის ჰოსპიტლის მედიცინის დოქტორმა, ნინო ჭუმბურიძემ გვითხრა, რომ ვირუსის ტოქსიკური ზემოქმედების, აგრეთვე მემკვიდრული განწყობის, მავნე ჩვევების, შესაძლო თანდართული ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით, ჰოსპიტალში კომორბიდულ დაავადებათა მართვის ჯგუფი შეიქმნა.
კომორბიდულ, იგივე თანმხლებ დაავადებებში გათვალისწინებულია შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის ძვალ-სახსროვანი, ონკო და აუტოიმუნური დაავადებები. დაავადებათა მართვის კლინიკური ჯგუფში გაწევრიანდნენ: თერაპევტები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ტოქსიკოლოგი, ჰემატოლოგი, ეპიდემიოლოგი, ნევროლოგი.
,,ვინაიდან ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტების მკურნალობა, მათთვის მანამდე უჩვეულო (იზოლირებულ) გარემოში ხდება, რაც ბევრი მათგანის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ქმნის, ჯგუფში ფსიქოლოგიც შევიყვანეთ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფო გაიდლაინს, ჩვენი შიდა ჰოსპიტალური გზამკვლევიც დავუმატეთ, რაც კომორბიდული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევების დამატებას და მათ მართვას გულისხმობს სამკურნალო კვებასთან ერთად.’’ - გვითხრა ნინო ჭუმბურიძემ.
ივნისსა და ივლისში საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევებმა მკვეთრად იკლო. გაიხსნა შიდა ტურიზმი, შემსუბუქდა რეგულაციები.
,,1 მარტიდან 1 ივლისამდე ჰოსპიტალი გამოცხადებული იყო საკარანტინო ზონად. ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ ის შესყიდვები, რაც აუცილებელი იყო კორონავირუსული დაავადების გავრცელების პრევენციისთვის,’’ - აღნიშნავს ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჩიმაკიძე.
მისი წერილით ირკვევა, რომ ამოწურული იყო ლაბორატორიული სინჯარების მარაგი და 7000 სინჯარა შეიძინეს. აგვისტოს ბოლომდე ჰოსპიტალი რაიმე ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღარ აღმოჩენილა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება აგვისტოს ბოლოს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ბათუმში, საკონდიტრო საწარმო ,,დონას’’ მომხმარებლები ერთდროულად დაინფიცირდნენ. აჭარიდან სხვადასხვა რეგიონიდან დამსვენებლებმა დაბრუნება ეტაპობრივად დაიწყეს.
2020 წლის 21 აგვისტოს, ჰოსპიტლის ახალი დირექტორი, მალხაზ ურთქმელიძე იტყობინება, რომ კლინიკის თანამშრომლებს შორის, გამოვლინდა კორონავირუსი. დაავადებათა კონტროლი ცენტრის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა აჭარის რეგიონიდან დაბრუნებულ ექიმს, რომელიც სხვა პერსონალის დაინფიცირების წყარო გახდა.
,,სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებში გამოვლენილი ახალი შემთხვევების გამო, მოხდა თანამშრომელთა ნაწილის, მათ შორის, სისხლის ბანკის თანამშრომლების გადაყვანა საკარანტინო სივრცეში, რის გამოც კლინიკაში ვერ განხორციელდა სისხლის დონაცია და შემცირდა სისხლის არსებული მარაგები. საჭირო გახდა დეფიციტური ჯგუფის სისხლის დაუყოვნებლივ შესყიდვა,’’ - სწერს 21 აგვისტოს შესყიდვების სააგენტოს უფროსს ჰოსპიტლის დირექტორი.
ამ წერილით ირკვევა, რომ ჰოსპიტლის სისხლის ბანკის თანამშრომლების მასიურმა თვითიზოლაციამ სისხლის დეფიციტი გამოიწვია, ხოლო დეფიციტური სისხლი ,,გორმედისგან’’ შეიძინეს.
18 სექტემბერს ჰოსპიტლის თანამშრომლები ერთმა პაციენტმა საგონებელში ჩააგდო. თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა 53-წლის ქალის შესახებ სასწრაფო ზომების მიღება ითხოვა. ადმინისტრაციამ რეკომენდაცია პროფესორ თენგიზ ცერცვაძისგან მიიღო:
ფოტოზე: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე გორში
,,ჩვენს განყოფილებაში მკურნალობს 53 წლის ქალი დიაგნოზით ახალი კორონავირუსით გამოწვეული - პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანამნეზში ფილტვის სარკოიდოზი, მდგომარეობა მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აღნიშნულ პაციენტს ჩატარებული კვლევით გამოუვლინდა უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლის მკვეთრი დაქვეითება’’ - აცნობა თერაპიის სამსახურის უფროსმა დირექტორს.
ოქტომბრის დასაწყისში ჰოსპიტალში უკვე ის პაციენტები გადაჰყავთ, რომლებიც მანამდე სხვა კლინიკებში მკურნალობდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა დამძიმდა.
მაგალითად, 6 ოქტომბერს ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების გამოთავისუფლება და საწოლების მობილიზება მოხდა კოვიდპაციენტებისთვის. თერაპიული სამსახურის უფროსის ზურაბ ნადირაშვილის ცნობით, სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოიყვანეს ინფიცირებული პაციენტები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რაც შეეხება მკურნალობას, ამჯერად, უკვე ახალი პროტოკოლი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მკურნალობაში ჩართულია მედიკამენტი ,,სოლუ მედროლი’’.
პაციენტების ასე მომრავლებამ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია შემდგომი გამოწვევის წინაშე დააყენა. 12 ნოემბერს ჰოსპიტლის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი ლადო მაყიშვილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და პაციენტების რაოდენობის მომატების გამო, ჟანგბადის ბალონების დამატებას ითხოვს. კერძოდ, - 10 ცალ 5-ლიტრიან მობილური ბალონის რედუქტორს.
ერთი კვირის შემდეგ, 18 ნოემბერს ჰოპიტალმა ჟანგბადის ბალონების შეძენა გააგრძელა. იყიდეს 10 ცალი 40 ლიტრიანი ბალონი. აქვე, გამოიკვეთა ისეთი მედიკამენტების შეძენის საჭიროება, რომლითაც მოზრდილ პაციენტებში დამამშვიდებელ ეფექტს იღებს.
24 ნოემბერს თერაპიული განყოფილების უფროსის ცნობით, გაიზარდა არა თუ ზოგადად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, არამედ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა:
,,შესაბამისად, გაიზარდა საძილე ფსიქოტროპული მედიკამენტის სოლ მიდაზოლამის მოხმარება, ასევე, გაიზარდა ნეოპარნ მულტი 3-ის მოხმარება.
26 ნოემბერს საინტერესო სტატისტიკა მოამზადა აფთიაქის ხელმძღვანელმა:
,,თუ მიმდინარე წლის სექტემბერში მედაზოლამის ხარჯი იყო 230 ამპულა, ოქტომბრის თვეში მისი ხარჯვა 1400 ამპულამდე გაიზარდა, ხოლო 20-23 ნოემბრისთვის აფთიაქიდან გავიდა 2980 ამპულა და აფთიაქს მისი ნაშთი აღარ დარჩა’’- წერს აფთიაქის ხელმძღვანელი თინა ყაჭეიშვილი.
აფთიაქის დირექტორის დასკვნაში კარგად ჩანს ასევე დიაზეპამის ხარჯის ზრდაც. დამამშვიდებელი წამალი სექტემბერში 230 ამპულა გასცეს, ოქტომბერში - 50, ხოლო ნოემბერში - 950 ამპულა.
ფოტოზე: ჟანგბადის ქარხნის მოდელი, რომელიც კომპანია ,,ოქტავუსმა’’ გორის ჰოსპიტალში დაამონტაჟა
2020 წლის 9 ოქტომბერს, გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის ქარხნის დამონტაჟების შესახებ. ამისათვის 372 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ოქტავუსმა"" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ დანადგარს ორ თვეში დაამონტაჟებდა.
2020 წლის 27 ნოემბერს, ადმინისტრაციის უფროსმა სპეციალისტმა ლადო მაყიშვილმა ჟანგბადის ბალონების დამატებითი მარაგი მოითხოვა. მაყიშვილი დირექტორს უხსნიდა, რომ ვიდრე ჟანგბადის ქარხანა აშენდებოდა, ბალონები კიდევ სჭირდებოდათ.
9 დეკემბერს ლადო მაყიშვილმა კიდევ დამატებითი ჟანგბადის ბალონები მოითხოვა, რადგან ჟანგბადის მოხმარება გაიზარდა: ,,ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმავალი ჟანგბადის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარის რაოდენობას ჟანგბადის გატარების, რისთვისაც აღნიშნულ განყოფილებაში გასაყვანია ცალკე ჟანგბადის მილი"" - აცნობა მაყიშვილმა კლინიკის დირექტორს.
გორის ჰოსპიტალში ჟანგბადის ქარხანის მშენებლობა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა.
ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ ქარხანა მუშაობს, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა გამოიმუშავებს არანაკლებ 52 მ³/სთ-ში. ქარხნიდან ჟანგბადის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტის ან 90%-ზე ნაკლები ჟანგბადის კონცენტრაციის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად გადაირთვება ჟანგბადის ბალონებზე.

გორის
ჰოსპიტალი - იმედი მოსახლეობისთვის

,,შესვენება’’ მეორე
ტალღამდე
ივნისსა და ივლისში საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევებმა მკვეთრად იკლო. გაიხსნა შიდა ტურიზმი, შემსუბუქდა რეგულაციები.
,,1 მარტიდან 1 ივლისამდე ჰოსპიტალი გამოცხადებული იყო საკარანტინო ზონად. ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა მხოლოდ ის შესყიდვები, რაც აუცილებელი იყო კორონავირუსული დაავადების გავრცელების პრევენციისთვის,’’ - აღნიშნავს ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ჩიმაკიძე.
მისი წერილით ირკვევა, რომ ამოწურული იყო ლაბორატორიული სინჯარების მარაგი და 7000 სინჯარა შეიძინეს. აგვისტოს ბოლომდე ჰოსპიტალი რაიმე ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღარ აღმოჩენილა.
II
ტალღა
საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება აგვისტოს ბოლოს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ბათუმში, საკონდიტრო საწარმო ,,დონას’’ მომხმარებლები ერთდროულად დაინფიცირდნენ. აჭარიდან სხვადასხვა რეგიონიდან დამსვენებლებმა დაბრუნება ეტაპობრივად დაიწყეს.
2020 წლის 21 აგვისტოს, ჰოსპიტლის ახალი დირექტორი, მალხაზ ურთქმელიძე იტყობინება, რომ კლინიკის თანამშრომლებს შორის, გამოვლინდა კორონავირუსი. დაავადებათა კონტროლი ცენტრის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა აჭარის რეგიონიდან დაბრუნებულ ექიმს, რომელიც სხვა პერსონალის დაინფიცირების წყარო გახდა.
,,სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებში გამოვლენილი ახალი შემთხვევების გამო, მოხდა თანამშრომელთა ნაწილის, მათ შორის, სისხლის ბანკის თანამშრომლების გადაყვანა საკარანტინო სივრცეში, რის გამოც კლინიკაში ვერ განხორციელდა სისხლის დონაცია და შემცირდა სისხლის არსებული მარაგები. საჭირო გახდა დეფიციტური ჯგუფის სისხლის დაუყოვნებლივ შესყიდვა,’’ - სწერს 21 აგვისტოს შესყიდვების სააგენტოს უფროსს ჰოსპიტლის დირექტორი.
ამ წერილით ირკვევა, რომ ჰოსპიტლის სისხლის ბანკის თანამშრომლების მასიურმა თვითიზოლაციამ სისხლის დეფიციტი გამოიწვია, ხოლო დეფიციტური სისხლი ,,გორმედისგან’’ შეიძინეს.
18 სექტემბერს ჰოსპიტლის თანამშრომლები ერთმა პაციენტმა საგონებელში ჩააგდო. თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა 53-წლის ქალის შესახებ სასწრაფო ზომების მიღება ითხოვა. ადმინისტრაციამ რეკომენდაცია პროფესორ თენგიზ ცერცვაძისგან მიიღო:
ფოტოზე: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე გორში
,,ჩვენს განყოფილებაში მკურნალობს 53 წლის ქალი დიაგნოზით ახალი კორონავირუსით გამოწვეული - პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანამნეზში ფილტვის სარკოიდოზი, მდგომარეობა მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. აღნიშნულ პაციენტს ჩატარებული კვლევით გამოუვლინდა უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლის მკვეთრი დაქვეითება’’ - აცნობა თერაპიის სამსახურის უფროსმა დირექტორს.
ოქტომბრის დასაწყისში ჰოსპიტალში უკვე ის პაციენტები გადაჰყავთ, რომლებიც მანამდე სხვა კლინიკებში მკურნალობდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა დამძიმდა.
მაგალითად, 6 ოქტომბერს ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების გამოთავისუფლება და საწოლების მობილიზება მოხდა კოვიდპაციენტებისთვის. თერაპიული სამსახურის უფროსის ზურაბ ნადირაშვილის ცნობით, სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოიყვანეს ინფიცირებული პაციენტები, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რაც შეეხება მკურნალობას, ამჯერად, უკვე ახალი პროტოკოლი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მკურნალობაში ჩართულია მედიკამენტი ,,სოლუ მედროლი’’.
პაციენტების ასე მომრავლებამ ჰოსპიტლის ადმინისტრაცია შემდგომი გამოწვევის წინაშე დააყენა. 12 ნოემბერს ჰოსპიტლის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი ლადო მაყიშვილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და პაციენტების რაოდენობის მომატების გამო, ჟანგბადის ბალონების დამატებას ითხოვს. კერძოდ, - 10 ცალ 5-ლიტრიან მობილური ბალონის რედუქტორს.
ერთი კვირის შემდეგ, 18 ნოემბერს ჰოპიტალმა ჟანგბადის ბალონების შეძენა გააგრძელა. იყიდეს 10 ცალი 40 ლიტრიანი ბალონი. აქვე, გამოიკვეთა ისეთი მედიკამენტების შეძენის საჭიროება, რომლითაც მოზრდილ პაციენტებში დამამშვიდებელ ეფექტს იღებს.
24 ნოემბერს თერაპიული განყოფილების უფროსის ცნობით, გაიზარდა არა თუ ზოგადად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, არამედ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა:
,,შესაბამისად, გაიზარდა საძილე ფსიქოტროპული მედიკამენტის სოლ მიდაზოლამის მოხმარება, ასევე, გაიზარდა ნეოპარნ მულტი 3-ის მოხმარება.
26 ნოემბერს საინტერესო სტატისტიკა მოამზადა აფთიაქის ხელმძღვანელმა:
,,თუ მიმდინარე წლის სექტემბერში მედაზოლამის ხარჯი იყო 230 ამპულა, ოქტომბრის თვეში მისი ხარჯვა 1400 ამპულამდე გაიზარდა, ხოლო 20-23 ნოემბრისთვის აფთიაქიდან გავიდა 2980 ამპულა და აფთიაქს მისი ნაშთი აღარ დარჩა’’- წერს აფთიაქის ხელმძღვანელი თინა ყაჭეიშვილი.
აფთიაქის დირექტორის დასკვნაში კარგად ჩანს ასევე დიაზეპამის ხარჯის ზრდაც. დამამშვიდებელი წამალი სექტემბერში 230 ამპულა გასცეს, ოქტომბერში - 50, ხოლო ნოემბერში - 950 ამპულა.
ჟანგბადის ქარხანა
ფოტოზე: ჟანგბადის ქარხნის მოდელი, რომელიც კომპანია ,,ოქტავუსმა’’ გორის ჰოსპიტალში დაამონტაჟა
2020 წლის 9 ოქტომბერს, გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ჟანგბადის ქარხნის დამონტაჟების შესახებ. ამისათვის 372 000 ლარი გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,ოქტავუსმა"" აიღო ვალდებულება იმის შესახებ, რომ დანადგარს ორ თვეში დაამონტაჟებდა.
2020 წლის 27 ნოემბერს, ადმინისტრაციის უფროსმა სპეციალისტმა ლადო მაყიშვილმა ჟანგბადის ბალონების დამატებითი მარაგი მოითხოვა. მაყიშვილი დირექტორს უხსნიდა, რომ ვიდრე ჟანგბადის ქარხანა აშენდებოდა, ბალონები კიდევ სჭირდებოდათ.
9 დეკემბერს ლადო მაყიშვილმა კიდევ დამატებითი ჟანგბადის ბალონები მოითხოვა, რადგან ჟანგბადის მოხმარება გაიზარდა: ,,ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაში მიმავალი ჟანგბადის მილი ვერ უზრუნველყოფს საკმარის რაოდენობას ჟანგბადის გატარების, რისთვისაც აღნიშნულ განყოფილებაში გასაყვანია ცალკე ჟანგბადის მილი"" - აცნობა მაყიშვილმა კლინიკის დირექტორს.
გორის ჰოსპიტალში ჟანგბადის ქარხანის მშენებლობა 2020 წლის 9 დეკემბერს დასრულდა.
ჰოსპიტალში გვითხრეს, რომ ქარხანა მუშაობს, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრეს.
დოკუმენტაციის მიხედვით, სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელი ქარხანა გამოიმუშავებს არანაკლებ 52 მ³/სთ-ში. ქარხნიდან ჟანგბადის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში (ელ. ენერგიის შეწყვეტის ან 90%-ზე ნაკლები ჟანგბადის კონცენტრაციის შემთხვევაში), სისტემა ავტომატურად გადაირთვება ჟანგბადის ბალონებზე.
ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები