რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
პანდემიაში გადასახადებით შევსებული ბიუჯეტი და დახმარების გარეშე დარჩენილი გადამხდელები
იმ დროს, როდესაც ქვეყანში
კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები,
ბაზრობები, მაღაზიები და კვების ობიექტები, მუნიციპალიტეტის მერიამ
წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა. 2020 წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტი
თანხა დამატებული ღირებულების გადასახადიდან შევიდა. სოლიდურად
გამოიყურება ჯარიმებით მიღებული შემოსავლებიც.
qartli.ge დაინტერესდა, როგორ მოახერხა მერიამ პანდემიის პირობებში დაგეგმილზე მეტი შემოსავლის მიღება, როგორია ჯარიმების პრაქტიკა და რატომ ვერ იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას ის ადამიანები, ვის მიერ გადახდილი გადასახადიც მუნიციპალიტეტის შემოსავლის წყაროა.
2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის გასული წლის შემოსავალმა 56,7 მლნ ლარი შეადგინა. ამაში არ შედის ის აუთვისებელი 10 მილიონი, რომელიც მერიას 2019 წლის ბიუჯეტიდან დარჩა, რადგან ეს თანხა არა შემოსავლებში, არამედ ხარჯებში გადის.
ბიუჯეტს შემოსავლის ხუთი ძირითადი სახეობა ავსებს. ის ყველაზე მეტად დღგ-ს თანხაზეა დამოკიდებული, შემდეგ მოდის მთავრობისგან მიღებული ფული, საკუთარ შემოსავლები, ქონების გადასახადი, და ბოლოს,- ქონებისა და მიწის პრივატიზაციით მიღებული თანხები.
ბიუჯეტში ამ ხუთეულის წილი ასე გამოიყურება:
ირკვევა, რომ ძირითადი საკუთარი შემოსავლების მიღება გორის მერიამ 2020 წლის დასაწყისშივე მოახერხა და ერთ კვარტალში იმდენი თანხა მოაგროვა, რამდენიც სამ კვარტალში უნდა მიეღო.
ყველაზე დიდი შენატანი ბიუჯეტში დღგ-ს ეკუთვნის - 29,3 მლნ ლარი. აქედან 20,4 მილიონი იმპორტირებული საქონლის გაყიდვიდან შესული გადასახადია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა, თუ რომელი იმპორტული საქონლის რეალიზაციამ გამოიწვია ბიუჯეტში დღგ-ს გეგმის შესრულება? ამაზე გორის მერიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ. მათი თქმით, ამის დეტალური შესწავლა მათ კომპეტენციაში არ შედის.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის არქივში არსებობს არაერთი მასალა, როდესაც გორის მერია რუსეთიდან შემოტანილი პროდუქციის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა.
2020 წელს გორის მერიამ საბავშვო ბაღების ბავშვებისთვის, რუსეთიდან შემოტანილი, 100 ათასი ლარის ღირებულების შვრიის ფანტელი შეიძინა, ერთ-ერთ პარტიაში კი ჭიები აღმოჩნდა.
2019-2020 წლებში, რუსეთიდან შემოტანილ ტრენაჟორებში გორის მერიამ 503 000 ლარი გადაიხადა. აქედან ბოლო შესყიდვა 2020 წლის დეკემბერში განხორციელდა. 308 000 ლარზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,ჯეოპარკმა“ გაიმარჯვა. მის მიერ შემოტანილი სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა გამყოფი ხაზის მიმდებარედ, მეჯვრისხევში, ხურვალეთში, კვარხეთში, ზერტში, წითელუბანსა და სხვა სოფლებში.
8.9 მლნ ლარი მოუტანა ბიუჯეტს ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვიდან მიღებულმა დღგ-მ, 4,6 მილიონი - არასაგადასახადო შემოსავლებმა, მათ შორის ქონებისა და მიწის იჯარიდან ან გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ; 2 მილიონი მუნიციპალიტეტმა პანდემიის პერიოდში მიწების მასობრივი პრივატიზაციის ხარჯზე მოაგროვა, 2,8 მილიონი კი მერიამ ჯარიმებით მიიღო.
ეს თანხები საკუთარი შემოსავლებში შედის და მათში პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმები ლიდერობს. გორის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,8 მლნ ლარს აღწევს. დამრღვევთა რაოდენობა გაზრდილია 2020 წლის მეორე ნახევარში, თუმცა ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესულ ფულში ყველაზე ნაკლებია კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს, შიდა ქართლში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1233 ოქმი შეადგინეს. მსუბუქი დაზიანება მიიღო 1045-მა მოქალაქემ.
ყველაზე მეტი დარღვევა პანდემიის მეორე ტალღის დროს, მესამე და მეოთხე კვარტალში გამოვლინდა. კოვიდრეგულაციების დაცვას შრომის ინსპექცია და პატრული აკონტროლებდნენ. დაიწერა ისეთი ჯარიმებიც, რომლებსაც შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეები მაინც არ ელოდნენ.
ზურა სუდაძე, ორ მეგობართან ერთად, თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მიემგზავრებოდა. გორის გვირაბის სიახლოვეს სუპერმარკეტში ყავის დასალევად შეიარა. პანდემიის გამო, დახურულ სივრცეში დაჯდომა არ შეიძლებოდა, ამიტომ მეგობრები გარეთ დადგნენ. ჭიქები მანქანის ძარაზე დააწყვეს და პირბადეები მოიხსნეს.
კოვიდრეგულაციების მიხედვით, რომელიც დღესაც ძალაშია, პირბადის გარეშე, ღია სივრცეში ყოფნა აკრძალულია, თუმცა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ყავის დალევისა და სიგარეტის მოწევის დროს, ამ წესის დარღვევისთვის არ დაისჯებოდნენ.
მოულოდნელად პატრულ-ინსპექტორის სოსო დემეტრაშვილის ეკიპაჟი გამოჩნდა. პატრულის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდეს და 20-20 ლარით დააჯარიმეს.
"მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს, ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით. როგორც კი გიორგიმ ჰკითხა, სიგარეტი როგორ მოვწიოო, სოსომ უპასუხა, უნდა დაანებო სიგარეტს თავიო."- ასე გამოეხმაურა ზურა სუდაძე გორის ,,სმარტის’’ წინ მომხდარ ამბავს.
შსს-ს პრესსამსახურს კომენტარი არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში პატრულის თანამშრომელი გაკიცხეს, რაზეც მისმა მეგობრებმა უპასუხეს, რომ „სოსომ ბიჭები დაინდო“, რადგან უფრო მკაცრი ჯარიმის დაკისრებაც შეეძლო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, მინიმუმ 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და 20-20 ლარი შეირგეთო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი პანდემიის დროს დაჯარიმებული მოქალაქეების უფლებებს იცავს. მის წარმოებაში ათობით საქმეა, რომლებიც კოვიდრეგულაციების დარღვევის მუხლით იხილება.
,,პირბადეების გამო დაჯარიმებულები თითქმის არ ასაჩივრებენ ოქმებს. ალბათ, იმიტომ, რომ დაკისრებული თანხა ცოტაა, მაგრამ არის შემთხვევები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ჯარიმების არაკონსტიტუციურ მიდგომაზე. ეს შემთხვევები ძირითადად იურიდიული პირების მიმართ გამოწერილ ჯარიმებს ეხება“, - გვეუბნება იურისტი ლექსო მერებაშვილი.
ლექსო იცავს იმ სავაჭრო მაღაზიის მეპატრონის ინტერესებსაც, რომელიც სანტექნიკის ხელსაწყოებს ყიდის და რომელიც 10 000 ლარით დააჯარიმეს.
,,ამ ბიჭს სანტექნიკის მაღაზია აქვს გორში. როცა გამოაცხადეს, რომ ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაკეტილიყო, ეს ბიჭი ერთ დღეს მაინც გავიდა მაღაზიაში. სწორედ, ამ დროს იყო ჩამოსული შრომის ინსპექციიდან ჯგუფი და დაინახეს ღია მაღაზია. მივიდნენ და დააჯარიმეს 10 000 ლარით. მე როცა გავეცანი ვითარებას, აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას ემსახურება სანტექნიკით. სხვათა შორის, ახლა ვაზუსტებთ იმ ფაქტს, რომ იმ დღით სანტექნიკის მასალები სჭირდებოდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას. ამიტომ, გააღო მაღაზია. ფაქტობრივად დაეხმარა პრობლემის მოგვარებაში სამედიცინო დაწესებულებას “, - ამბობს ლექსო მერებაშვილი.
იურისტი გვიყვება, რომ გასულ წელს ბევრი ადამიანი მიმართავდა დასახმარებლად, თუმცა შემდეგ რამდენიმემ სამართლებრივ დავაზე უარი თქვა.
,,ეს ადამიანები პირად საუბარში აცხადებენ, რომ თუკი არ იჩივლებენ, შესაძლოა, უფრო აპატიონ. თურმე პოლიციელები უცხადებენ ამ ადამიანებს, რომ აი, ახლა დაგაჯარიმებთ, მაგრამ შეიძლება ამნისტია გამოვიდეს და ეს ჯარიმები მოგეხსნათო.“ - ამბობს ლექსო მერებაშვილი. მისივე განმარტებით, ხელისუფლება ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებს, რადგან მოქალაქეებმა შესაძლოა მართლაც დაარღვიონ რეგულაციები, თუკი იმის მოლოდინი ექნებათ, რომ მათ არავინ დააჯარიმებს.
როგორც ირკვევა, 2020 წლის განმავლობაში, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულთა უმრავლესობას ჯარიმა არ გადაუხდია. გორის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, გორის პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმების უმრავლესობა, დაახლოებით 80%, საგზაო წესების დარღვევას ეხება, ეს ფაქტები კი სწორედ იმ დროს ხშირდება, როდესაც „კომენდანტის“ საათი ახლოვდება.
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც დასახმარებლად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა, ცხოველთა დამცველია. ის 2 იანვარს, კომენდანტის საათის დაწყებამდე 20 წუთით ადრე, საკუთარი მანქანით სახლში მიდიოდა. ამბობს, რომ ,,მოჩქარე“ მძღოლისგან დაზარალდა, ჯანმრთელობაც დაიზიანა და ბიუჯეტში 50 ლარიც გადაიხადა.
,,ახლაც არ მახსოვს, საიდან გაჩნდა ის მანქანა. კომენდანტის საათი იწყებოდა, ასეთი სისწრაფით ალბათ ამიტომ მოდიოდა“, - ამბობს ირმა. ადამიანს უფლებათა ცენტრს საჯარიმო ქვითრის გაუქმებაში დახმარება სთხოვა, თუმცა საქმე სასამართლომდე აღარ მივიდა, რადგან ირმა მიიჩნევს, რომ სამართლის პოვნას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება.
2020 წლის 30 დეკემბრის საღამოს, ნელი ვანიშვილი საახალწლოდ ემზადებოდა. მთელი წლის ნაამაგარს ითვლიდა და ნატრობდა, რომ რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო მძიმე წელი და მასთან ერთად პანდემია. უკვე მრავალჯერ გადაიანგარიშა, თუ რამდენი შემოსავალი დაკარგა ვაჭრობის შეჩერების გამო. ნელი ვანიშვილი გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე მუშაობს, გასაყიდი საქონლის დიდი ნაწილიც ამ დღეს ბაზრობაზე ჰქონდა დატოვებული.
„კომენდანტის“ საათი უკვე დაწყებული იყო, როდესაც ტელევიზორს მიუჯდა, ახალი წელი მოდიოდა და სურდა, ის დღეები სასიამოვნოდ გაეტარებინა.
,,გორის ბაზრობა“ იწვის“ – ფეისბუკზე საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა. ერთი მეორის მიყოლებით ქვეყნდებოდა ინფორმაცია. ნელი მალევე მიხვდა, რომ მისი ბაზრობა და მისი დასაწყობებული საქონელიც იწვოდა.
ცეცხლი დაახლოებით 20 წუთში მთელ ბაზრობას მოედო. ალი ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანდა. მოვაჭრეებმა არაფრად ჩააგდეს „კომენდანტის“ საათი და სხვადასხვა უბნებდაან ფეხით გაიქცნენ წმინდაწყლის დასახლებისკენ.
ის ღამე გორის მოსახლეობამ თეთრად გაათენა. ჩააქრეს?! მთლიანად დაიწვა?! რამე არ გადარჩა?! აუ, საწყალი ხალხი... ეს რა ახალი წელი დაუდგათ... ასეთი იყო გამოხმაურებები სოციალურ ქსელში იმ ხალხისგან, ვინც გარეთ ვერ გადიოდა, სამაგიეროდ, კარგად იცოდნენ, რა ზარალი შეიძლება გამოეწვია ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს. ბაზრობა 1996 წლიდან არსებობს და მისით ქალაქში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახი სარგებლობდა.
ვარაუდობენ, რომ ცეცხლი პირველად ბაზრობის ერთ ნაწილში, ავეჯის მაღაზიებთან მდგარი სანაგვე ურნიდან გაჩნდა. ბაზრობის მეორე ნაწილში არსებული მაღაზიები და საქონელი, რომლებიც ცეცხლს გადაურჩა, წყალმა დააზიანა.
,, გარეთ ეზოში ვიყავი გამოსული და ტკაცატკუცის ხმა მომესმა. მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ხმა იყო. თან ღამე, ხომ ხვდებით, როგორ ისმის ხოლმე. ყური კარგად დავუგდე და მივხვდი, რომ წმინდაწყლის მხრიდან მესმოდა ეს ხმა. გამოვედი და ვხედავ, რომ ბაზრობის მხარეს ცეცხლი ჩანს. სადაც ცეცხლი გაჩნდა, ის მხარე ჩვენგან ყველაზე კარგად ჩანს. მივხვდი, რაღაც უბედურება გვჭირდა და გამოვიქეცი – რა პანდემია, რის კომენდანტის საათი“, - იხსენებს ავეჯის მაღაზიის მფლობელი, გია ბაშარული ხანძრის ღამეს.
ვიდრე ცეცხლი გიას მაღაზიამდე მოაღწევდა, ავეჯის გადარჩენა სცადა და ეზოში გამოტანა დაიწყო, თუმცა ავეჯი წყლის ჭავლისა და ტალახისგან ვერ გადაარჩინა. მეხანძრეებმა ცეცხლი ღამის 2 საათზე ჩააქრეს. დაიწყო გამოძიება და ზარალის დათვლა. გამოძიების დასრულებამდე ბაზრობა დაილუქა.
ნელი ამ ბაზრობის სხვა მოვაჭრეების მსგავსად დღგ-ს გადამხდელია. 2020 წელს რომ მას თავისი საქონელი არ დასწვოდა და სრულად გაეყიდა, გორის ბიუჯეტი 10 080 ლარს მიიღებდა.
იმპორტირებული საქონლის გარდა, მერიის ბიუჯეტი, ადგილობრივი პროდუქციიდან მიღებულმა დღგ-მაც შეავსო. 2020 წელს ეს 8,9 მლნ ლარი იყო, თუმცა ამ ფულში ვერ შევიდა გადასახადი, რომელიც გორის ბაზრობის მოვაჭრეებს უნდა გადაეხადათ.
ნელი ვანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორისაა, რადგან ბაზრობაზე დატოვებული საქონელი მთლიანად გაუნადგურდა. მისი ზარალი 52 000 ლარია. 16 ათასი ლარის ზარალი მიიღო მისმა შვილმა, რომელიც ამავე ბაზრობაზე, მეზობელ დახლზე ვაჭრობს.
,,ყველამ იზარალა, ზოგმა მეტად, ზოგმა – ნაკლებად. სულ დაზარალებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს“, - გვეუბნება ნელი.
ორი კვირის განმავლობაში მოვაჭრეები მთავრობის მხრიდან რეაგირებას ელოდებოდნენ. საახალწლო და დასვენების დღეების გამო მოვაჭრეებისთვის არავის ეცალა.
ორი კვირის შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებში, მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, მერიაშიც მივიდნენ, შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებას წერილითაც მიმართეს.
,,მერიისგან კულტურული უარი მომივიდა. მითხრეს, რომ კერძო საკუთრებაა ეს ტერიტორია და შესაბამისად ვერ დაგეხმარებითო“,- გვითხრა ნელი ვანიშვილმა.
ნელის ამის შემდეგ მერიისთვის აღარ მიუმართავს, მუშაობის გაგრძელება და ახალი ცხოვრების დაწყება ისევ თავისი ძალებით სცადა.
,,როცა გაიხსნა ბაზრობები, ისევ მინდოდა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა. რაღაც ხომ უნდა მეშოვა. ჩავედი ლილოში და ვუთხარი იმ ხალხს, რაც გადამხდა თავს. აზერბაიჯანელები არიან ისინი. თქვენ არ იცით, როგორ დამიდგნენ გვერდით. დაახლოებით 20 ათასი ლარის ღირებულების საქონელი გამომატანეს – ნისიად“, - გვიყვება ნელი.
მის გარდა მერიას კიდევ ორასამდე მოვაჭრემ მიწერა, თუმცა მათაც იგივე პასუხი მიიღეს და ნელის მსგავსად, პრობლემების მოგვარება ისევ თვითონ სცადეს. ადგილობრივ ხელისუფლებას ბაზრობის აღდგენაში მონაწილეობა არ მიუღია.
,,ეს ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მერიამ რა კომენტარი უნდა გააკეთოს?!" - გვიპასუხეს გორის მერიის პრეს-სამსახურში.

ხუთეული

ჯარიმების
ფასი

ფოტოზე: ზურა სუდაძისა და მისი
მეგობრებისთვის გამოწერილი ჯარიმები

ფოტოზე: ლექსო მერებაშვილი,
იურისტი

გადამხდელები შემოსავლის გარეშე
ფოტოზე: ხანძარი ბაზრობაზე, 30 დეკემბერი,
2020 წელი

ფოტოზე:
ხანძარი ბაზრობაზე, 30 დეკემბერი, 2020
წელი
ვიდრე ცეცხლი გიას მაღაზიამდე მოაღწევდა, ავეჯის გადარჩენა სცადა და ეზოში გამოტანა დაიწყო, თუმცა ავეჯი წყლის ჭავლისა და ტალახისგან ვერ გადაარჩინა. მეხანძრეებმა ცეცხლი ღამის 2 საათზე ჩააქრეს. დაიწყო გამოძიება და ზარალის დათვლა. გამოძიების დასრულებამდე ბაზრობა დაილუქა.
ნელი ამ ბაზრობის სხვა მოვაჭრეების მსგავსად დღგ-ს გადამხდელია. 2020 წელს რომ მას თავისი საქონელი არ დასწვოდა და სრულად გაეყიდა, გორის ბიუჯეტი 10 080 ლარს მიიღებდა.
დახმარების
ხელი, რომელიც არ ჩანს
ფოტოზე:
ნელი ვანიშვილი, 24 მარტი, 2021 წელი
იმპორტირებული საქონლის გარდა, მერიის ბიუჯეტი, ადგილობრივი პროდუქციიდან მიღებულმა დღგ-მაც შეავსო. 2020 წელს ეს 8,9 მლნ ლარი იყო, თუმცა ამ ფულში ვერ შევიდა გადასახადი, რომელიც გორის ბაზრობის მოვაჭრეებს უნდა გადაეხადათ.
ნელი ვანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულებს შორისაა, რადგან ბაზრობაზე დატოვებული საქონელი მთლიანად გაუნადგურდა. მისი ზარალი 52 000 ლარია. 16 ათასი ლარის ზარალი მიიღო მისმა შვილმა, რომელიც ამავე ბაზრობაზე, მეზობელ დახლზე ვაჭრობს.
,,ყველამ იზარალა, ზოგმა მეტად, ზოგმა – ნაკლებად. სულ დაზარალებულთა რაოდენობა 200-ს აღწევს“, - გვეუბნება ნელი.
ორი კვირის განმავლობაში მოვაჭრეები მთავრობის მხრიდან რეაგირებას ელოდებოდნენ. საახალწლო და დასვენების დღეების გამო მოვაჭრეებისთვის არავის ეცალა.
ორი კვირის შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებში, მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, მერიაშიც მივიდნენ, შემდეგ კი ადგილობრივ ხელისუფლებას წერილითაც მიმართეს.
,,მერიისგან კულტურული უარი მომივიდა. მითხრეს, რომ კერძო საკუთრებაა ეს ტერიტორია და შესაბამისად ვერ დაგეხმარებითო“,- გვითხრა ნელი ვანიშვილმა.
ნელის ამის შემდეგ მერიისთვის აღარ მიუმართავს, მუშაობის გაგრძელება და ახალი ცხოვრების დაწყება ისევ თავისი ძალებით სცადა.
,,როცა გაიხსნა ბაზრობები, ისევ მინდოდა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა. რაღაც ხომ უნდა მეშოვა. ჩავედი ლილოში და ვუთხარი იმ ხალხს, რაც გადამხდა თავს. აზერბაიჯანელები არიან ისინი. თქვენ არ იცით, როგორ დამიდგნენ გვერდით. დაახლოებით 20 ათასი ლარის ღირებულების საქონელი გამომატანეს – ნისიად“, - გვიყვება ნელი.
მის გარდა მერიას კიდევ ორასამდე მოვაჭრემ მიწერა, თუმცა მათაც იგივე პასუხი მიიღეს და ნელის მსგავსად, პრობლემების მოგვარება ისევ თვითონ სცადეს. ადგილობრივ ხელისუფლებას ბაზრობის აღდგენაში მონაწილეობა არ მიუღია.
,,ეს ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მერიამ რა კომენტარი უნდა გააკეთოს?!" - გვიპასუხეს გორის მერიის პრეს-სამსახურში.
ქვემოთ ფოტოზე: გორის მერის პასუხი ნელი
ვანიშვილს
ამავე კატეგორიაში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა
გაშალეს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები