რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სამთავისში, ქვემო ჭალასა და იგოეთში COVID-19-ის პრევენციის მიზნით ეპიდემიოლოგები მუშაობენ
კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 25 მარტის შემდეგ,3
სოფელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.
თუმცა, შსს-ს ცნობით, დილით 81-ი იყო.
ამის გამო, დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინს ატარებენ:
,,სოფელ ქვემო ჭალაში აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი კარდაკარის პრინციპით. თუ ვინმეს აქვს კორონა ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები, ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან, ვთხოვ დამიკავშირდეს, ან დაუკავშირდნენ ამბულატორიას! ადგილობრივად მოხდება ტესტირება. ყველაფერი მალე ჩაივლის, თუ პასუხისმგებლობას გამოვიჩენთ! სოფელი ჩაკეტილი არ არის, მხოლოდ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი!'' - აცხადებს ქვემო ჭალის თემის წარმომადგენელი, მარეხ ყამბეგაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები მოაწყო. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.
"შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 30 შიდა ქართლიდან არის. ამ სამ სოფელში 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა მიაწოდა.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები