რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„მე გავაგრძელე“ - შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას
COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს
საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის
მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების
მხარდასაჭერად, ევროკაშირი საქართველოში რამდენიმე პროექტს
ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია „შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების
დაძლევაში“, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის „ფიფლ ინ
ნიდ“-თან (PIN) თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია პანდემიის გამოწვევებისას
მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მათთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი სერვისების შეთავაზება.
ირმა ფარცვანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. ირმა 35 წლისაა და ქუთაისში ცხოვრობს. როგორც თვითონ გვიყვება, არაადაპტირებული გარემო ხშირად გამხდარა ბარიერი როგორც წარსულში, ასევე ახლა - „თანდაყოლილი ზურგის ტვინის თიაქარი მაქვს, თითქმის, მთელი ცხოვრებაა, ეტლით გადავაადგილდები, ოპერაცია 29 წლის ასაკში გავიკეთე და მხოლოდ ორი წელია, რაც გარეთ დავიწყე სიარული, მანამდე სულ სახლში მიწევდა ყოფნა. სახლიდან გასვლა მარტივი არ იყო ჩემთვის. 12-წლამდე ჯოხით დავდიოდი, შემდეგ, წონის მატების გამო, რაც ახასიათებს ამ დაავადებას - წელს ზემოთ უფრო მეტად იმატებ, ვიდრე წელს ქვემოთ, - სიმძიმე დამაწვა და ფეხი ვიტკინე. ამის გამო მომიწია სახლში დარჩენა, ჩამოვშორდი სკოლას. პედაგოგი სახლში მაკითხავდა, მაგრამ მაინც ვერ ხერხდებოდა საჭირო განათლების მიღება. თინეიჯერობის ასაკში ვიყავი და ვერ ვიტყვი, რომ ეს ცვლილება მარტივად გადავიტანე. ფეხზე მკურნალობისთვის 3-4 წელი დამჭირდა და მანამდე თუ გარეთ სიარული წარმოუდგენელი იყო, მოგვიანებით, მე თვითონ აღარ მქონდა გარეთ გასვლის სურვილი, ჩავიკეტე“.
ირმას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბავშვობის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გარემოც ადაპტირებული გახდა, ქალაქში დამოუკიდებლად გადაადგილება მაინც დიდ პრობლემას წარმოადგენს - „პანდუსებიც კი, ისეა მოწყობილი, დამოუკიდებლად კი არა, ვინმეს დახმარების შემთხვევაშიც ჭირს სარგებლობა. ქალაქში, მაღაზიაშიც ვერ ვახერხებ არაადაპტირებული გარემოს გამო შესვლას. არასწორად დამონტაჟებული პანდუსების გამო, ჩემი დახმარების დროს, რამდენჯერმე დედაჩემმაც კი დაიზიანა ფეხი. ცალკე საკითხია შორ მანძილზე გადაადგილება. წარმოიდგინეთ, გამოძახებაზე ტაქსებიც ხშირად ამბობენ უარს. როცა იგებენ, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ, ხან ისეთი მანქანა ვერ იძებნება, რომელშიც ეტლით მოთავსება შეიძლება, ხან კი, მთლიანად ხარ იმაზე დამოკიდებული, გაგებით მოეკიდებოდა თუ არა ტაქსის მძღოლი შენს მდგომარეობას. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მძღოლი გამოძახებაზე მოსულა და უარი უთქვამს გადაყვანაზე. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტე მართვის მოწმობის აღება, თუმცა, მალევე, COVID-19 პანდემიაც დაიწყო და შევფერხდი“.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით მაინც ახერხებს მეგობრებთან კომუნიკაციას, ირმა პანდემიის უარყოფით მხარეებზე მაინც საუბრობს და ამბობს, რომ სოციალიზაციის პრობლემა მასზეც აისახა - „35 წლის ვარ და მხოლოდ ორი წელია, რაც ვცდილობ, ნორმალური ცხოვრების წესს ავყვე. ძალიან გამიჭირდა სახლიდან ამდენი წლის შემდეგ გასვლა, ესეც იმან შემაძლებინა, რომ დავინახე, შშმ პირებმა დაიწყეს გააქტიურება. ჩემთვის მაგალითი გახდნენ სხვები და მეც გადავწყვიტე, მეცადა. ჩავერთე ტრენინგებში და ნელ-ნელა დავიწყე გაცნობიერება, რომ უმოქმედობა გამოსავალი არ არის. შევიძინე მეგობრები, ჩავერთე სხვა აქტივობებშიც, ფარიკაობის სწავლა დავიწყე, ქვეყნის ღირსშესანიშნაობების მონახულება - ვნახე მთა, ზღვა და ყველაფრის ანაზღაურებას ვცდილობდი, რაც 15 წლის მანძილზე სახლში ყოფნამ დამაკარგვინა. თუმცა, კორონამ ყველაფერი შეაჩერა და ამ ყველაფრის შემდეგ ისევ სახლში რომ გიწევს დარჩენა, ძალიან რთულია“.
მას შემდეგ, რაც ირმამ ევროკავშირის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა COVID-19-ით გამოწვეული ბარიერების დაძლევაში“ შესახებ შეიტყო, მართვის მოწმობის აღებაზე ფიქრი ისევ განაახლა და გადაწყვიტა, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა პროექტის ადაპტირებული სატრანსპორტო მომსახურება. თვე-ნახევრის განმავლობაში დადიოდა მართვის მოწმობის კურსებზე და ახლა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდება - „ამ პროექტმა შემაძლებინა, დამეძლია ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - გადაადგილების პრობლემა. დამიცვა როგორც ხარჯისგან, ასევე იმ ყოველდღიური წინააღმდეგობისაგან, რასაც შშმ პირისთვის ტაქსით გადაადგილება ჰქვია და მეც გავაგრძელე ყველა მანამდე არსებული ფიქრი და აქტივობა. ძალიან კომფორტულია, როცა იცი, მოგაკითხავს მანქანა და შენთვის სასურველი მიმართულებით უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. პროექტის ფარგლებში, დამეხმარნენ, საკუთარი ავტომობილის ხელით მართვით სისტემაზე გადაყვანაში და მალევე, წარმატებით ავიღე მართვის მოწმობაც. ახლა, დამოუკიდებლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, თავად შემიძლია ვიმოძრაო ნებისმიერი მიმართულებით. ვიღაცისთვის თითქოს არაფერი, მაგრამ მე ამ ყველაფერმა თავდაჯერებულობა ნამდვილად შემძინა. ჩემი შემდეგი ნაბიჯი კულინარიის კურსებზე სიარული და საკუთარი საკონდიტროს გახსნა იქნება“ - ამბობს ირმა ფარცვანია.
პროექტის მენეჯერის, ანა ციცაგის თქმით, საქართველოში, მაღალმთიან და სოფლად მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხარისხიანი და კვალიფიციური სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების მიღება პანდემიამდე პერიოდშიც უჭირდათ, COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების გამო კი, უფრო მეტად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება - „გართულდა გადაადგილება. პანდემიის მეორე ტალღამ კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელება გამოიწვია, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების იზოლაციაში დარჩენის პერიოდი საგრძნობლად გაახანგრძლივა. არაერთი ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა, მთავრობის მიერ დაფინანსებული სოციალური სერვისები დროდადრო წყდება, რის გამოც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე რჩებიან. აღნიშნული პროექტი კი, ადამიანებს ეხმარება, მათზე მორგებული სერვისის საშუალებით მიიღონ საჭირო მომსახურება და განაგრძონ აქტიური ცხოვრება. თებერვლის თვის მონაცემებით, 269 შშმ პირმა ისარგებლა ჩვენ მიერ შეთავაზებული ადაპტირებული ტრანსპორტით, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად საჭიროა მათთვის მსგავსი მხარდამჭერი პროექტების არსებობა“ - ამბობს ანა.
მადონა ლომინაძე ბათუმში ცხოვრობს და 15 წელია, რაც ეტლით მოსარგებლეა. 30 წლის ასაკში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, გულმკერდის მალების მოტეხილობა მიიღო, რა დროსაც ზურგის ტვინი დაუზიანდა და მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. მადონა ამ შემთხვევამდე სკოლის მასწავლებელი იყო და მიღებული ტრავმის შემდეგ მუშაობა აღარ გაუგრძელებია. როგორც თავად გვიყვება, წლების განმავლობაში ამბობდა უარს მუშაობაზე - „ორი შვილი მყავს, როცა დაზიანება მივიღე, ბავშვები 5 და 6 წლისები იყვნენ. გარეთ გასვლასა და მუშაობას რომ მთავაზობდნენ, ვპასუხობდი - შვილები მყავს და მათზე უნდა ვიზრუნო-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ეს უბრალოდ მიზეზი იყო სახლში დასარჩენად, რადგან შეძლებით, ალბათ, აუცილებლად შევძლებდი გამკლავებას, გარემოსი რომ არ შემშინებოდა. მხოლოდ მეორე წელია, რაც დასაქმება ისევ გადავწყვიტე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ვმუშაობ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის თანაშემწედ და ყველაფერი ზუსტად ისევეა, როგორც ჩემი ამ შეზღუდვის გარეშე იქნებოდა. ახლანდელი გადმოსახედიდან, იმას კი არ ვნანობ, რომ ბავშვების განვითარებას დავუთმე სახლში ყოფნის დრო, ვნანობ იმ სახლიდან გამოსვლის შიშს, რაც მაშინ მქონდა“.
მადონას თქმით, გარეთ გასვლის შიში ბევრ შშმ პირს აფერხებს და ხელს უშლის სოციალიზაციაში. ამბობს, რომ არაა მარტივი, გაუძლო იმ ადამიანების გამომეტყველებას ქუჩაში, რომლებსაც ეცოდები - „საწყალი - ამ სიტყვას ვკითხულობდი ხოლმე უცნობი ადამიანების თვალებში. ამის მიღება არც ისე მარტივია, მაშინ როცა, საერთოდ არ თვლი თავად, რომ შესაცოდი გაქვს რაიმე. მე არ ვთვლი ასე, რომ რომელიმე შეზღუდვა საცოდავს ხდის ადამიანს. აღარც კი მახსოვს, აღარც კი ვფიქრობ ამაზე, რომ ეტლით დავდივარ და არა ფეხით, ეს გამომეტყველება კი, მათ სახეზე, მახსენებს კი არა, პირდაპირ მიმითითებს ჩემს შეზღუდვაზე“.
როგორც თავად ამბობს, ახლა აღარც ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს მისთვის რაიმე შემაფერხებელ ფაქტორს და დაძლია ის შიში, რომ ვერ მოერგებოდა სამუშაო გარემოს - „ვფიქრობდი, ვერ შევძლებდი სამუშაო უნარების ათვისებას. ბოლოს, გადავწყვიტე, გამოსაცდელი ვადით დამეწყო მუშაობა. როგორც ხედავთ, უკვე მეორე წელია, რაც ვმუშაობ ამ ადგილას და ძალიან მეგობრული გარემო დამხვდა. აქ არავინ მიმითითებს შეზღუდვაზე და არც არავინ ცდილობს, თავიდან ამარიდოს საქმე. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, გაგრძნობინებენ, რომ აი შენ რთულად აკეთებ ამ საქმეს, დიდ დროს ანდომებ და მე შემიძლია, უფრო მარტივად გავაკეთო შენ ნაცვლად - მსგავსი დამოკიდებულება არასდროს მიგრძვნია ამ ადგილას, რაც ძალიან დამეხმარა სოციალიზაციაში“.
მადონას თქმით, ეტლით მოსარგებლეთათვის ტრანსპორტირების პრობლემა ქალაქში ყოველთვის არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში გარემო ადაპტირებულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაინც რთულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის დამოუკიდებლად გადაადგალება - „სპეციალური ტაქსით მომსახურება საკმაოდ ძვირია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. როგორც კი შევიტყვე ამ პროექტის შესახებ, მალევე ჩავერთე. ამან ძალიან გამიმარტივა სამსახურში ტრანსპორტირების ყოველდღიური რუტინა. მობილური ავტომობილით მომსახურებას კლინიკაში გადაადგილების დროსაც ვიყენებ ან რომელიმე სხვა აქტივობისთვის, რაც ყოველდღურად მჭირდება. გარდა ამისა, ამ პროექტში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი გაგება შეუძლიათ და გულისყურით გვეკიდებიან. კარგად იციან, რა საჭიროებებიც გვაქვს და გვიდგებიან სწორად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - ამბობს მადონა ლომინაძე.
პროექტი ინდივიდუალურ მხარდაჭერას უცხადებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. ამისთვის ბენეფიციარებს ისეთი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, როგორიცაა ადაპტირებული ავტომობილით ტრანსპორტირება საცხოვრებელი ადგილიდან ნებისმიერი მათთვის საჭირო მიმართულებით, ასევე, ოკუპაციური თერაპევტისა თუ ფიზიკური თერაპევტის კონსულტაციები. ადაპტირებული ტრანსპორტით პროექტში ჩართულმა 269 შშმ პირმა უკვე ისარგებლა, რომელთაგან 110 ქალი, ხოლო 159 კაცი იყო. მათი უმრავლესობა სოფლად მაცხოვრებელი - 175 ადამიანი, დანარჩენი 94 კი ქალაქში მაცხოვრებელია.
ავტორი: თამარ კურატიშვილი
სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ამავე კატეგორიაში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა
გაშალეს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები