რედაქტორის რჩევით
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე
და კომპანია „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში,
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს
ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად „ჰუავეის"
პლანშეტები გადასცეს.
განათლების, მეცნიერების, კულტირისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, კომპანია „გლობალ სელმა“ სამინისტროს, მემორანდუმის საფუძველზე, სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 150 ერთეული პლანშეტი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
,,სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ონლაინ მეთოდების დანერგვა ერთ-ერთ ეფექტიან გზად იქცა სწავლა-სწავლების უწყვეტად მიწოდების პროცესში. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის ონლაინ-სწავლებაზე ხელმისაწვდომობა.
არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო დისტანციური სწავლის მეთოდზეა გადასული, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქართველ მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე ჰქონდეთ.
ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანია „გლობალ სელმა“ გამოიჩინა საზოგადოების მიმართ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებს პლანშეტები საჩუქრად გადასცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები